... (S-1727), 1837 წ.

1328. წიგნი და კიდე რიდისა: იცნა და გაცაშალა მან჻ პირსა დაიდვა დაეცა: ვარდმან ფერითა მკრთალამან჻ სულნი გაექცნეს მოდრიკნა: თავი გიშრისა ტალამან჻ მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი: ვერ კაენ ვერცა სალამან჻

1329. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს: უსულოდ ქვე მდებარესა჻ შეფრინდა შველად მიმართა: მას ტკბილად მოუბარესა჻ ვერა ვერ არგო დამწვარსა: სრულად ცეცხლ ნადებარსა჻ მისთა ნიშანთა სიცოცხლე: მართ მისი მაიბარესა჻

1330. ავთანდილ დაჯდა ტირილად: ტირს ხმითა მშვენიერითა჻ ყორანსა გაგლეჯს ხშირ ხშირად: აფრთხობს ბროლისა ჭერითა჻ გახეთქა ლალი გათლილი: ანდამატისა კვერითა჻ მუნით წყარონი გამოხდეს: ძოწსა ვამსგავსე ფერია჻

1331. პირსა იხოკს ღაწვთა სისხლი: ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა჻ რაცა ვჰქენო არ უქნია: არცა შმაგსა არცა რეტსა჻ წყალი სწრაფით რად დავასხი: ცეცხლსა ძნელად დაშაშრეტსა჻ ჩქარად ეცეს ვერ გაუძლებს: გული ლხინსა მეტის მეტსა჻

1332. მე მოვკალ ჩემი მოყვარე: რა მმართებს გაწბილებულსა჻ თავსა ვაბრალობ საქმესა: არ დასმით გაგონებულსა჻ ცრუ კაცი კარგა ვერა იქს: საქმესა გაძნელებულსა჻ თქმულა სიწყნარე გმობილი: სჯობს სიჩქარესა ქებულსა჻

1333. უცნობო ქნილი ტარიელ: ძეს მგზავსად ნატუსალისად჻ ავთანდილ ადგა გამოვლნა: შამბნი საძებრად წყალისად჻ მან პოვა სისხლი ლომისა: მოაქვს სავსებლად ალისად჻ მკერდსა დაასხა გავეხდა: ლაჟვარდი ფერად ლალისად჻

1334. ავთანდილ მკერდსა დაასხა: მას ლომსა სისხლი ლომისა჻ ტარიელ შეკრთა შეიძრა: რაზმი ინდოთა ტომისა჻ თვალნი აახვნა მიეცა: ძალი ზე წამოჯდომისა჻ ლურჯათ ჩანს შუქი მთვარისა: მზისგან შუქ ნაკრთომისა჻

1335. ზამთარი ვარდთა გააჴმობს: ფურცელნი ჩამოსცვივიან჻ ზაფხულის მზისა სიახლე: დასწვავს გვალვასა ჩივიან჻ მაგრა მაზედა ბულბულნი: ტურფასა ხმასა ყივიან჻ სიცხე სწვავს ყინვა დააზრობს: წყლულნი ორჯელვე სტკივიან჻

1336. აგრევე გული კაცისა: მოსაგვარებლად ძნელია჻ ჭირსა და ლხინსა ორზედვე: ზედან მართ ვითა ჴელია჻ მიწყივ წყლულდების საწუთრო: მისი აროდეს მრთელია჻ იგი მიენდოს სოფელსა: ვინცა თავისი მტერია჻

1337. ტარიელ ნახა ნაწერი: კვლაცა მკვლელისა მისისა჻ იკითხავს თუცა აშეთებს: კითხვა წიგნისა მისისა჻ დაუყჳს ცრემლმან სინათლე: ბნელად ჩანს შუქი დღისისა჻ ავთანდილ ადგა დაუწყო: თხრობა სიტყვისა მქისისა჻

1338. იტყვის თუ ნაქმრად არ ვარგა: კაცისა გასწავლილისა჻ აწ რადღა გვმართებს ტირილი: ხამს დავსხდეთ ქმნად ღიმილისა჻ ადეგ წავიდეთ საძებრად: მის მზისა წახდომილისა჻ ადრე მიგიყვან მიყვანა: არს შენგან მონდომილისა჻

1339. ვითა გვმართებს გახარება: პირველ აგრე გავიხარნეთ჻ მერმე შევსხდეთ გავემართნეთ: ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ჻ ჴრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ: მათნი ზურგით დავიყარნეთ჻ უჭირველნი შემოვიქცეთ: იგი მძორთა დავადარნეთ჻

1340. მერმე ტარიელ ამბავსა: ჰკითხავს აღარა ბნდებოდა჻ შეხედნის თვალნი ამართნის: შავ თეთრი ელვა ჰკრთებოდა჻ მართ ვითა ლალსა მზისაგან: მას ფერი ეზარდებოდა჻ ვინ ღირსა თუმცა წყალობით: ცა მიწყივ მობრუნდებოდა჻

1341. ავთანდილს მადლი უბრძანა ქნა უყო საუბარისა჻ მე შენი ქება ვითა ვთქვა ბრძენთაგან საქებარისა჻ ვითა მზე მთისა წყარომა მომრწყე ყვავილი ბარისა჻ დამწყვიტე დენა ცრემლისა ნარგისთა ნაგუბარის჻

1342. მე ვერა გიყო ნაცვალსა: ღ~თი გარდგიხდის ციერი჻ ზეგარდმო მისით შემოგზღოს: მუქაფა ჩემ მაგიერი჻ შესხდეს და შინა წავიდეს: მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი჻ აწ გავეაძღო სოფელმან: ასმათ ადრითგან მშიერი჻

1343. ქვაბისა კარსა ასმათი: მარტო ზის არ ბარგოსანი჻ შეხედნა იცნა ტარიელ: თანა ყმა ჭარმაგოსანი჻ ორნივე ტურფად იმღერდეს: ვით იადონი მგოსანი჻ მაშინვე იცნა ავარდა: შიშველი პერანგოსანი჻

1344. აქამდის მიწყივ ენახა: ქვაბს მისულა მოტირალისა჻ აწ გაუკვირდა დანახვა: სიცილით მომღერალისა჻ ზარ აღებული ავარდა: ცნობა უც ვითა მთვრალისა჻ არ იცის სმენა ამბისა: ჯერთ მისგან სასურვალისა჻

1345. მათ რა ნახეს შემოჰყივლეს: სიცილით და კბილთა ჩენით჻ ჱე ასმათო მოგვივიდა: მოწყალება ღ~თისა ზენით჻ ვჰპოვეთ მთვარე დაკარგული: რაცა გწადდა იგი ვქენით჻ აწ გავჴედითო ბედისაგან: ცეცხლთა შრეტით ჭირთა ლხენით჻

1346. ავთანდილ ცხენსა გარდაჴდა: ასმათის მოსახვეველად჻ მან მიჰყო ჴელი ალვასა: შტო მოჰყვა მოსარხეველად჻ ჴელსა და პირსა აკოცებს: არის ცრემლისა მფრქვეველად჻ რა სცანო რა ჰქენ მიამბე: ვტირ შენი მოაჯე ველად჻

1347. ავთანდილ ასმათს უსტარი: მისცა მისისა ზრდილისა჻ ალვისა შტო დამჭკნარისა: მთვარისა ფერ მიხდილისა჻ უთხრა თუ ნახე ნაწერი: მის პატიჟ გარდახდილისა჻ მზე მოგვეახლა მოგვეცა: ჩვენ მოშორვება ჩრდილისა჻