... (A-656), XIX ს.

1538. არ დია გინდა დამაგდო წახვიდე ჩემად მზრახავად ცოლი უყვარსო გამწირა იყო ამისად მსახავად მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მევაგლახავად კაცსა მოყვრისა გაწირვა ახ მოუხდების ახ ავად

1539. ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთა ფრქვევასა უბრძანა ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა რადგან გწადიან წამომყევ დამწამებ ნურას თნევასა ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მის თანა წვევსა

1540. შეჰყარნა სპანი არაბეთს აღარა ხანსა ზმულია კაცი ოთხმოცი ათასი ყველაი დაკაზმულია კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნავღელჭმულია

1541. ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე დობილნი ერთმანერთისა დადფიცნი სიტყვისა გამონდობილნი მკერდითა მკერდსა შეკრულნი ყელითა გარდაჭდობილნი ტიროდეს მათთა მჭვრეტელთა გულნი მცა ესხნეს წრთობილნი

1542. მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანაშეესწოროსა ორნივე სწორად ნათობენ მოშორდეს მოეშოროსა არა თუ იგი მოშორდეს მართ ცამან მოაშოროსა მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან ხამს თავი იქედგოროსა

1543. მათადვე სახედ რომელსა ესენი დაუბადიან იგივე გაჰყრის სიშორე არა თუ ნებით სწადიან ვარდსა სწებვენ და აპობენ ტირან და ცრემლნი ჩასდიან მათთა გამყრელთა ყოველთა სიცოცხლე არ იქადიან

1544. ნესტან დარეჯან თქვა ნეტამც ყოლა არ შემოგმცნებოდი მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავბნდებოდი ამბავსა სცნევდი მაცნევდი წიგნითა მეუბნებოდი ვითა მე შენთვის დამწვარ ვარ აგრევ შენ ჩემთვის სდნებოდი

1545. თინათინ უთხრა ჰე მზეო შენთა მჭვრეტელთა ლხინებო რამცა გაგწირე თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო ღმრთისაგან დღეთა თხოვისა ნაცვლად სიკვდილი ვინებო აგრემცა მივი რაზომსა მე ცრემლსა დავიდინებო

1546. კვლავ აკოცეს ერთმანერთსა გაიყარნეს იგი ქალნი ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი იგი იჭვრეტს უკუღმავე ედებოდეს ამით ალნი რომე მწადდეს ვერ დავწერენ მე სიტყვანი ნაათალნი

1547. როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების ათასჯერ იტყვის ვაგლახსა არ სულთქვმა უერთხელდების ცხელი სდის წყარო ცრემლისა მართ ვითა ქვაბი ცხელდების ტარიელ არის დაღრეჯით ფიფქი ნასდების თხელდების

1548. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით იტყვის თუ თქვენი სიახლე მიჩს აქამდისცა ოცებით რადგან მოგშორდი დავრჩები პატიჟთა გაასოცებით შენგან მოგვეცა სიცოცხლე შენგანვე დავიხოცებით

1549. ტარიელ შეჯდა მეფისა გამყრელი გამომსალამე სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი მინდორთა სალამე მზე შენ გლამისო საომრად და თავი შენ მას ალამე უბრძანა თქვენთვის მტირალსა ყოლ არად მიჩნდეს სალა მე

1550. გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა ტარიელ ფრიდონ ავთანდილ თავითა მეტად კარგითა კაცი ოთხმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა

1551. სამ თვე ვლეს ღმერთმან მათებრი სხვა ნურა ნუ დაბადოსა მოეგებიან მტერობა ვერავინ დაიქადოსა მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდილადოსა ვითა მართებდა პურობდეს ღვინოსა სმიდეს არ დოსა

1552. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი საწადელი შვიდი ტახტი სახელმწიფო საშვებელი გაუცდელი მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი

1553. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ნახნეთ მზეცა ვერა სჯობდეს ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს ქოსნი ხმასა დაატკბობდეს მისცეს კლიტე საჭურჭლეთა თავთა მათთა მიანდობდეს ესეაო მეფე ჩვენი იზახდეს ამას ხმობდეს

1554. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს ზედა დასხნეს ხელმწიფურად დიდებანი უდიადნეს ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რად დაბადნეს ამბობდიან ჭირთა მათთა ყველაკასა გაუცხადნეს

1555. სმა პურობა გახარება ქმნეს ჯალაბი გაადიდეს ვითარიცა ქორწილობა ხამს ეგეთსა გარდიხდიდეს მათ ოთხთავე თავისთავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ყრიდეს

1556. სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადოდიან თქვენგან გვჭირს კარგი ყველაჲ მართ ამას მოიტყოდიან ვითა პატრონსა სჭვრეტდიან რაც სწადდის მას იქმოდიან სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან

1557. ჰინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს მისსა შეკვდომილსა რაცა შენ ჰქენ არ უქნია არ გამზრდელსა არცა ზრდილსა აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა ერთსა წილსა ზედან დაგსვამ შენი იყოს გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა