... (Q-1082), XVII ს.

1325. ზღვათა: მეფესა: წინაშე: გაგზავნა: მახარობელი: შესთვალა: მოვალ: ტარიელ: მტერთა: მძლე: მოსრვით: მსპობელი: ქაჯეთით: მამყავს: ჩემი: მზე: ჩემი: ლახვართა: მსობელი: მწადიან: გნახოპატივით: ვითა: მამა: და: მშობელი:

1326. აწ: მე: მაქუს: ქაჯთა: ქუეყანა: და: მათი: დანადებია: მეფეო: კარგი: ყუელაი: მე: თქუენგან: წამკიდებია: ფატმანს: უხსნია: ჩემი: მზე: სდედებია: და: სდებია: ამისადნაცვლადრა: გიძღვნა: მძულს: ცუდი: ნაქადებია:

1327. მოდი: გვნახენ: გავიარდეთ: ქუეყანასა: შენსა: ვირე: სრულად: ქაჯთა: სამეფოსა: გიძღუნი: ჩემგან: შეიწირე: კაცნი: შენნი: შეაყენენ: ციხე: მაგრად: დაიჭირე: მე: ვისწრაფი: ვერა: გნახავ: შენ: წამოდი: ჩემ: კერძ: ირე:

1328. თქუენ: უბრძანე: ჩემმაგიერ: უსენს: ქმარსა: ფატმანისსა: გამოგზავნოს: იამების: ნახვა: მისი: ხსნილსა: მისსა: მისგან: კიდე: ინატრიდა: ჭვრეტასამცა: სხვადღა: ვისსა: ვინ: მზესაცა: უნათლეა: ასრე: ვითა: ბროლი: ფისსა:

1329. რა: კაცი: ტარიელისა: ესტუმრა: ზღვათა: მფლობელსა: წესია: გული: გაჰკრთების: ამბავსა: გასაკრთომელსა მისცა: მადლი: და: დიდება: ღ~თსა: მართლისა: მბრჭობელსა: მაშინვე: შეჯდა: არ: უნდა: მისვლა: სხვასაღა: მჴმობელსა:

1330. ბარგი: აჰკიდა: გააგო: ქმნა: ქორწილისა: მათისა: მას: მოაქუს: რიცხვი: ტურფათა: არს: სიდიადე: სათისა: ფატმან: ჰყავს: თანა: იარა: სავალი: დღისა: ათისა: უხარის: ნახვა: ლომისა: და: მზისა: ჴმელთა: მნათისა:

1331. შორს: გაეგებნეს: სამნივე: დიდსა: მეფესა: ზღვათასა: გარდაჴდეს: მდაბლად: აკოცეს: გარესწყდეს: ჯარსა: სპათასა: შეასხეს: ქება: ტარიელს: მან: მადლი: გაუათასა: ქალი: რა: ნახეს: სტრფიალობს: შუქსა: მას: ბროლბაკმათასა:

1332. ფატმან: ხათუნს: მისსა: მჭურეტსა: ედებოდა: ცეცხლი: ნელი: მოეხვია: გარდუკოცნა: ჴელი: ფერჴი: პირი: ყელი: იტყუის: ღ~თო: რა: გმსახურო: გამინათლდა: რადგან: ბნელი: ვსცან: სიმოკლე: ბოროტისა: კეთილია: შენი: გრძელი:

1333. ქალი: ფატმანს: ეხვეოდა: ტკბილად: იტყუის: არ: გამწყრალი: ღ~თნ: გული: გამინათლა: გახეთქილი: გაცამწკრალი: აწ: აგრე: ვარ: გავსებული: წინას: ვიყავ: ვითა: მცხრალი: მზემან: შუქნი: შემოადგნა: ვარდი: ვით: ვსჩან: არდამზრალი:

1334. ზღვათა: მეფე: გარდაიხდის: მუნ: ქორწილსა: მეტად: დიდსა: ქაჯეთიცა: დაუმადლა: არ: გაუშვა: დღესა: შვიდსა: უხვად: გასცემს: საბოძვარსა: საჭურჭლესა: ანაკიდსა: პერპერასა: დაპანტულსა: ზედანსცვეთენვითა: ჴიდსა:

1335. მუნ: იდვის: გორი: ლარისა: სტავრისა: და: ატლასისა: ტარიელს: უძღვნა: გუირგუინი: ვერ: დანადები: ფასისა: იაგუნდისა: მრთელისა: ყუითლისა: მეტად: ხასისა: კვლავ: ერთი: ტახტი: ოქროსი: წითლისა: მართ: ახლითა:

1336. ნესტანდარეჯანს: ყაბაჩა: უძღუნა: შემკული: თვალითა: იაგუნდითა: წითლითა: ბადახშითა: და: ლალითა: დასხდეს: ორნივე: ქალყმანი: პირითა: ელვამკრთალითა: მათნი: მჭურეტელნი: დაიწვნეს: ცეცხლითა: მართ: ახალითა:

1337. ავთანდილს: და: ფრიდონს: უძღუნა: უსაზომო: დიდი: ძღვენი: ძვირფასისა: უნაგირი: უკეთესი: თვითო: ცხენი: თვითო: კაბა: თვალიანი: უცხო: ფერთა: შუქთა: მფენი: მოახსენეს: მადლი: რა: ვქნათ: სვიანმცაა: დავლა: თქვენი:

1338. ტარიელ: მადლსა: გარდიჴდის: ტურფა: სიტყვითა: ენითა: დიდად: ვიამე: მეფეო: პირველ: ნახვითა: თქუენითა: მერმე: აგვავსენ: მრავლითა: ტურფა: ფერითა: ძღვენითა: ვიცი: შორიშორ: არჩავლა: ჩუენ: თქუენი: კარგად: ვქენითა:

აქა ტარიელს ავთანდილს და ფრიდონს ზღვათა მეფე ძღვენს სძღვნობს:

1339. ზღვათა: მეფე: მოახსენებს: ჴელმწიფეო: ლომო: ქუელო: მოახლეთა: სიცოცხლეო: ვერ: მჭურეტელთა: შორით: მკლუელო: მსგავსი: თქუენი: რამცა: მეძღვნა: შვენიერო: სანახველო: რა: მოგშორდე: რა: მერგების: საჭურეტელად: სასურველო:

1340. ტარელ: ფატმანს: უბრძანა: მე: თავი: შენი: მიდია: დავ: ვალი: შენი: ჩემზედა: გარდაუხდელი: დიდია: აწ: რაცა: ქაჯთა: საჭურჭლე: ქაჯეთით: ამიკიდია: მამიცემია: წაიღე: არ: კიდე: მომიყიდია:

1341. ფატმან: ხათუნ: თაყვანისსცა: ჰკადრებს: მადლსა: მეტის: მეტსა: მე:მეფეო: შენი: ნახვა: მიდებს: ცეცხლსა: დაუშრეტსა: რა: მოგშორდე: რა: ვიქნები: მე: დამაგდებ: ვითა: რეტსა: ახ: ნეტარძი: მოახლეთა: ვაგლახ: თქუენსა: ვერა: მჭურეტსა:

1342. ზღვათა: მეფესა: ეტყუიან: ორნივე: შუქთა: მაფენი: კბილნი: ბროლნი: და: ბაგენი: სადაფთა: მოსადაფენი: უთქუენოდ: მყოფსა: არ: გვინდანიშანნი: საჩანგდაფენი: მაგრა: გაგვიშვენ: ჟამია: წავიდეთ: ვართ: მოსწრაფენი:

1343. შენ: იყავ: ჩვენი: მშობელი: დაჩვენგან: საესავიო: მაგრა: ამასცა: ვიაჯით: გვიბოძოერთი: ნავიო: მეფემან: ბრძანა: არა: მშურს: სამიწოდ: თქუენად: თავიო: რადგან: ისწრაფი: რა: გკადრო: წა: გიწინამძღვრდეს: მკლავიო: