... (Q-1082), XVII ს.

1344. მეფემან: ნავი: ხომალდი: მოჰკაზმა: ზღვისა: კიდესა: გამოემართა: ტარიელ: გამყრელნი: ცრემლსა: ღვრიდესა: თავსა: იცემდეს: იგლეჯდეს: თმაწვერსა: გაიყრიდესა: ფატმანის: ცრემლთა: შედენით: თვით: ზღვაცა: გაადიდესა:

ტარიელისაგან ზღვათა მეფის გაყრა და ფრიდონისას მისვლა:

1345. გამოვლნეს: ზღვანი: სამთავე: ერთგან: ძმად: შენაფიცართა: კვლავამტკიცებდეს: სიტყუათა: მათ: პირველ: დანამტკიცართა: შვენის: მღერა: და: სიცილი: მათ: მისთა: არუვიცართა: ბაგეთათ: შუქი: შეადგის: ზედან: ბროლისა: ფიცართა:

1346. მუნით: კაცი: ასმათს: თანა: მათ: გაგზავნეს: მახარობლად: კვლავფრიდონის: თავადთასანაომართა: მათთა: მთხრობლად: მანდა: მოვა: მოიმაღლებს: მზე: მნათობთა: მამაგრობლად: ჩვენ: დაზრაულნი: აქანამდის: აწ: გავხედით: დაუზრობლად:

1347. იგი: მზე: შესვეს: კუბოსა: იარეს: გზა: ზღუის: პირისა: მიყმაწვილობდეს: უხარის: მათ: გარდახდომა: ჭირისა: მივიდეს: სადა: ქუეყანა: იყო: ნურადინ: გმირისა: მოეგებნიან: ისმოდის: ჴმა: სიმღერისა: ხშირისა:

1348. მუნ: მიეგება: ყოველი: ფრიდონის: დიდებულები: ასმათი: სავსე: ლხინითა: ყოლაღარ: აჩნდა: წყლულები: ნესტანდარიჯსმოიჭდორომე: ვერ: გაჰყრისცულები: აწ: გაუსრულა: ყოველი: მან: მისი: ნაერთგულები:

1349. ნესტანდარეჯან: ეხვევის: პირსა: აკოცებს: პირითა: უბრძანა: ჩემო: ვაგლახ: მე: შენცა: აგავსე: ჭირითა: აწ: ღ~თნ: მოგუცა: წყალობა: ვსცან: მისი: არ: სიძვირითა: მე: გულსა: შენსა: ეზომსა: არ: ვიცი: გარდვიხდი: რითა:

1350. ასმათ: ჰკადრა: მადლი: ღ~თსა: ვარდნი: ვნახენ: არდაზრულნი: ბოლოდ: ასრე: გააცხადნა: გონებამან: დაფარულნი: სიკვდილიცა: სიცოცხლედ: მიჩნს: ოდეს: გნახენ: მხიარულნი: სჯობან: ყოვლთა: მოყუარულთა: პატრონყმანი: მოყუარულნი:

1351. დიდებულთა: თაყუანისსცეს: მოახსენეს: დიდი: ქება: რომე: ღ~თნ: გაგვახარნა: კურთხეულა: მისი: ღმრთება: ჩვენ: გვიჩვენნა: პირი: თქვენი: აღარა: გვწვავს: ცეცხლთა: დება: წყლულსა: მისგან: დაკოდილსა: მასვე: ძალუც: განკურნება:

1352. მოვიდეს: და: პირი: ხელსა: დასდვეს: აგრე: გარდაჰკოცნეს: მეფე: ეტყუისძმათა: თქუენთა: თავნი: ჩვენთვის: დაიჴოცნეს: იგი: შვებას: საუკუნო: ცხადად: ჰპოვეს: არ: იოცნეს: ერთსა: მიხვდეს: საზიაროდ: დიდებანი: იასოცნეს:

1353. თუცა: მე: მათი: დაჴოცა: მტკივის: და: სატკივარია: მაგრა: მათ: მიხვდა: უკვდავი: მუნ: დიდი: საჩუქვარია: ესე: თქუა: ნელად: ატირდა: და: წვიმა: თოვლსა: არია: ნარგისთათ: იძვრის: ბორიო: ვარდსა: სძრავს: იანვარია:

1354. მუნ: ატირდეს: ყველაკანი: რა: ტირილად: იგი: ნახეს: რაცა: ვისცა: დაჰკლებოდა: მათ: ტირილით: სულთქმით: ახეს: დადუმდეს: და: მოახსენეს: რადგან: ბრძენთა: მზეებრ: გსახეს: თქუენთა: მჭურეტთა: მღერა: მართებს: რასათვისმცა: ივაგლახეს:

1355. ვინ: ღირსა: თქუენგან: ეზომსა: ტირილსა: შეჭირვებასა: თქუენთვის: სიკვდილი: დია: სჯობს: მიწათა: ზედანრებასა: კვლავ: ფრიდონ: ჰკადრა: მეფესა: ნურათ: იქთ: გამწარებასა: ღ~თიმცა: მუქფად: მოგიზღავს: ათასსა: გახარებასა:

1356. ავთანდილცა: მიუმტკივნა: იტყუის: დიდსა: სიმძიმილსა: მათ: შეასხეს: ქება: უთხრესთავნი: მივსცნეთ: აწ: ღიმილსა: რადგან: მიხვდა: დაკარგული: ლომი: მზესა: წახდომილსა: აღარა: ვსტირთ: სატირალსა: აღარ: დავსდებთ: თვალთა: მილსა:

1357. მივიდეს: სადა: ქალაქი: დიდი: მულღაზანზარია: სცემდეს: ბუკსა: და: ტაბლაკსა: გაჰჴდა: ზათქი: და: ზარია: დაბდაბისა: და: ქოსისა: ჴმა: ტურფად: შენათხზარია: მოატყდეს: მოქალაქენი: დააგდეს: მუნ: ბაზარია:

1358. შუკათა: მოდგნეს: ვაჭარნი: ყოვლგნით: მჭურეტელთა: ჯარია: შორს: უარებდეს: სარანგნი: ჴელთა: აქუსმათ: აბჯარია: მოიჯრებოდეს: ჯალაბნი: სარანგთა: დამსაჯარია: მათად: საჭურეტლად: მიშვება: მუნ: მათგან: ნააჯარია:

1359. გადაჴდეს: დაფრიდონისსა: სრა: ნახეს: მოსაწონები: გამოეგება: მრავალი: ოქროს: სარტყლითა: მონები: ფერჴთა: საფენლად: ოქსინო: მართ: მათგან: არს: ნაქონები: თავსა: აყრიდეს: ოქროსა: ხვეტს: ჯარი: მუნ: ნარონები:

აქა ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან:

1360. მათ: ქალყმათათვის: საჯდომი: დაედგა: თეთრძოწეული: წითელყუითლითა: თვალითა: ზედა: კეკლუცად: ფრქვეული: ავთანდილისთვის: ყუითელი: და: შავი: ერთგან: რეული: მოვიდეს: დასხდეს: მჭურეტელი: ვსცან: მათი: სულდალეული:

1361. მგოსანნი: მოდგეს: ისმოდესჴმა: სიმღერისა: ტკბილისა: ქორწილი: ქნეს: და: გამრავლდა: ძღვნობა: ლარისა: ლბილისა: ფრიდონის: პურად: კარგისა: არ: მასპინძლისა: წბილისა: ნესტანდარეჯანს: უშვენის: ღიმილი: ჩენა: კბილისა: