... (Q-1082), XVII ს.

1362. მოიღეს: ძღვენი: უსახო: ფრიდონის: არალქატისა: ცხრა: მარგალიტი: სიდიდით: მართკვერცხი: ვითაბატისა: კვლავერთი: თვალი: სამსგავსო: მზისა: შუქმონამატისა: მას: წინა: ღამით: ძალედვის: მხატვარსა: ხატვა: ხატისა:

1363. კულავ: უძღუნა: თვითო: ფარღული: გარდასაყრელი: ყელისა: მრგვლად: დათლილისა: თვალისა: იაგუნდისა: მრთელისა: კვლავმოაქვსერთი: ტაბაკი: მძლედ: საჭირავი: ხელისა: ავთანდილისთვის: ლომისა: ძღვენი: ფრიდონის: ქველისა:

1364. იგი: ტაბაკი: სავსეა: მარგალიტითა: სხუილითა: ავთანდილს: უძღვნაყუელაი: არა: სიტყუითა: წბილითა: აივსო: სახლი: სტვირითა: და: ოქსინოთა: ლბილითა: ტარიელ: მადლი: უბრძანა: ლაღმან: სიტყუითა: ტკბილითა:

1365. ფრიდონისგან: უსაზომო: ქორწილია: დღესა: რვასა: ყოვლთა: დღეთა: მიართმიდეს: უფასოსა: ძღვენსა: მზასა: დღე: და: ღამე: არ: გასწყუეტდაჩაღანა: და: ჩანგი: ხმასა: აჰა: მიხვდეს: შესაფერნი: ყმა: ქალსა: და: ქალი: ყმასა:

1366. ტარიელ: ფრიდონს: უბრძანა: დღეერთ: სიტყუები: გულისა: არს: გული: თქუენი: საჩემო: უფროსი: ძმისა: სრულისა: არ: გემუქფების: სიცოცხლე: არცა: მოცემა: სულისა: მე: თქუენგან: ვჰპოვე: მოკუდავმან: ჩემი: წამალი: წყლულისა:

1367. ავთანდილისგან: შენც: იცი: ჩემთვის: თავისა: დადება: აწ: მე: მაქვსნაცულად: მისისა: მოჴმარებისა: წადება: შენ: მიდი: ჰკითხე: რა: უნდა: მან: ქნას: ამისი: ცხადება: ვითა: დამივსო: საჴმილი: ეგრე: მისიცა: კმა: დება:

1368. უთხრა: ძმაო: რა: გარდიხდის: შენგან: ჩემსა: ჭირნახულსა: ღ~თი: მოგცემს: წყალობასა: მისგან: ზეცით: შესახულსა: თუ: ვერა: ვიქ: საწადელსა: შენსა: შენთვის: გაზრახულსა: არა: ვნახავ: სახლსა: ჩემსა: არ: დარბაზსა: არცა: ხულსა:

1369. აწ: მითხარ: ჩემგან: რა: გინდა: ანუ: რით: მოგეხმარები: ვარჩევ: წავიდეთ: არაბეთს: იყავ: ჩემიცა: მარები: ტკბილი: სიტყუითა: გავმართოთ: და: ჴმლითა: საომარები: თუ: შენ: შენს: ცოლსა: არ: შეგრთავ: მე: ჩემსა: არ: ვექმარები:

1370. რა: ფრიდონ: უთხრა: ავთანდილს: ტარიას: მოციქულობა: მას: გაეცინნეს: გაღიმდა: შვენოდა: მხიარულობა: თქუა: თუ: მეშველი: რად: მინდა: მჭირს: არავისგან: წყლულობა: ჩემი: მზე: არცა: ქაჯთა: ჰყავს: არცა: სჭირს: ლხინნაკლულობა:

1371. ჩემი: მზე: ტახტსა: ზედა: ზის: მორჭმული: ღ~თისა: ნებითა: საკრძალავი: და: უკადრი: ლაღი: არვისგან: ვნებითა: არცა: რა: უმძიმს: ქაჯთაგან: არცა: გრძნეულთა: გრძნებითა: მას: ზედანშველა: რად: მინდა: რად: მეჭვ: რასაცა: თნებითა:

1372. რა: მოვა: ჩემთუის: განგება: ზეცით: მოსრულნი: ზენანი: ღ~თი: იწადებს: მამივლენ: გულის: საჴმილთა: ლხენანი: მაშინღამამხუდეს: მოკვდავსა: მზისა: ელვათა: ფენანი: უმისჟამისოდ: ცუდია: ჩემგან: მიდამო: რბენანი:

1373. მიდი: და: ჰკადრე: ტარიელს: პასუხი: ჩემგან: თხრობილი: მადლი: რად: უნდა: მეფეო: ხარ: რაზომ: გინდა: ლმობილი: ვარ: მუცლითგანვე: დედისათთქუენად: სამონოდ: შობილი: ღ~თნ: მუნამდის: მიწა: მყოს: ვირ: მეფე: იყო: ცნობილი: მისგან უკმოთხოვა:

აქა ტარიელისაგან ავთანდილის შეპატიჟება არაბეთს წასვლისა და

1374. გებრძანა: შეყრა: მწადიან: საყუარელისა: შენისა: ეგე: არს: მსგავსი: გულისა: ლმობიერისა: თქუენისა: მაზედამე: ჴმალი: არ: მიკუეთს: არცა: სივრცელე: ენისა: მიჯობს: მოლოდნა: საქმისა: მის: განგებისა: ზენისა:

1375. ესეა: ჩემი: საწადი: და: ჩემი: მოსანდომარე: ინდოეთს: გნახო: მორჭმული: საჯდომთა: ზედა: მჯდომარე: გვერდსავე: გიჯდეს: მნათობი: პირი: ელვათა: მკრთომარე: მებრძოლნი: თქუენნი: მოგესრნეს: არვინ: ჩნდეს: მუნ: მეომარე:

1376. რა: გამისრულდენ: ესენი: ჩემნი: გულისა: ნებანი: მაშინღა: მივალ: არაბეთს: მამხვდეს: მის: მზისა: ხლებანი: როდესცა: სწადდეს: დამივსნეს: ამა: ცეცხლისა: დებანი: სხვათქუენგან: არა: არ: მინდა: მძულან: ცუდნიღა: თნებანი:

1377. რა: ფრიდონ: ჰკადრა: ტარიელს: ესე: ნათქუამნიყმისანი: მან: ბრძანა: მაგას: არა: ვიქ: ამას: არ: უნდა: მისანი: ვითა: მან: ჰპოვა: მიზეზი: ჩემისა: სულთა: დგმისანი: ეგრევე: მანცა: სამისოდ: ნახნეს: ძალგულნი: ძმისანი:

1378. მიდი: უთხარ: ჩემაგიერ: სიტყუა: ჩემგან: არ: ნათნები: მე: შენისა: გამზრდელისა: უნახავად: არ: დავდგები: ვეჭუ: მრავალი: დამეხოცოს: მონა: მისგან: საყუარლები: ვითხოვ: ხოლო: შენდობასა: აგეთიღა: მოვბრუნდები:

1379. ესე: უთხარ: ამის: მეტსამოციქულობ: ნურას: ნუო: ხვალე: წასლვა: არ: დავშალო: არცა: საქმე: გავათუო: მე: არ: მიზამს: არაბთ: მეფე: რომე: სიტყუა: გავაცრუო: ამოდ: ვნახოქალი: მისი: შევეხვეწო: შევაგუო:

1380. უამბო: ფრიდონ: ავთანდილს: ტარიას: მოციქულობა: არ: დადგებისო: ცუდია: შენგან: ცდისაღა: თქმულობა: მას: დაუმძიმდა: მოედვა: კვლავგულსა: კუამლალმულობა: ასრე: ჴამს: რიდი: მეფეთა: ყმათაგან: მოკრძალულობა: