... (Q-1082), XVII ს.

1306. იგი: ჭაბუკნი: შუქითა: ვნახენ: მზისაცა: მეტითა: მათ: სამთა: შვიდნი: მნათობნი: ჰფარვენ: ნათლისა: სვეტითა: ტარიელ: შავსა: ზედანზის: ტანითა: მით: წერწეტითა: დალივნეს: მტერნი: ომითა: ვითა: მჭვრეტელნი: ჭვრეტითა:

1307. ჩემი: აწ: ესე: ნათქუამი: მათი: სახე: და: დარია: რა: ზედანწვიმდეს: ღრუბელნი: და: მთათა: აღტყდეს: ღვარია: მოვა: და: ხევთა: მოგრაგნის: ისმის: ზათქი: და: ზარია: მაგრა: რა: ზღვასა: შეერთვის: მაშინ: ეგრეცა: წყნარია:

1308. თუცა: ფრიდონ: და: ავთანდილ: სიკეთე: მიუწდომია: მაგრა: ტარიას: შებმანიარვისგან: მოსანდომია: მზე: მნათობთაცა: დაჰფარავს: არცაღა: ნათლად: ჴომია: აწ: იყურებდით: მსმენელნო: გესმნენ: ფიცხელი: ომია:

1309. სამთავე: სამად: გაიყუეს: თვითომან: თვითო: კარები: თანა: ჰყუა: კაცი: სამასი: ყუელაი: გმირთა: დარები: მას: ღამით: უქნეს: სადარნო: უცრუო: ანაჩქარები: გათენდა: გაჩნდეს: მიმართეს: თავისთავ: ჰქონდა: ფარები:

1310. პირველ: ამოდ: მიდიოდეს: მგზავრთა: რათმე: მაგიერად: მათ: შიგანთა: ვერა: უგრძნეს: ვერცა: დახვდეს: გულხმიერად: გულსა: შიში: არა: ჰქონდა: ამოდ: დგეს: და: ნებიერად: მიდგეს: გარე: მუზარადი: დაიხურეს: ჟამიერად:

1311. ანაზდად: ცხენი: გაქუსლეს: მათრახმან: შექნა: წრიალი: რა: ნახეს: კარნი: გაახუნეს: ქალაქით: გაჰჴდა: ზრიალი: სამთავე: სამგნით: მიმართეს: თავსა: მით: უყუეს: რიალი: იკრეს: ნობსა: და: დაბდაბსა: შეიქნა: ბუკთა: ტკრციალი:

1312. მაშინ: ქაჯეთს: მოიწია: უსაზომო: რისხვა: ღ~თისა: კრონოს: წყრომით: შემხედველმან: მოიშორვა: სიტკბო: მზისა: მათვე: რისხუით: გარდუბრუნდა: ბორბალი: და: სიმგრგვლე: ცისა: ველნი: მკვდართა: ვერ: იტევდა: გადიადდა: ჯარი: მკვდრისა:

1313. კაცსა: უკრავად: დაბნედდის: ჴმა: ტარიელის: ხაფისა: აბჯარსა: ფრეწდის: გაცუდდა: სიმაგრე: ჯავშანქაფისა: სამგნითვე: კართა: შესჯარნეს: ჭირნი: არ: ნახეს: კაფისა: რა: ქალაქს: შეჰჴდეს: შეიქნა: სიხარკე: ციხის: სწრაფისა:

1314. ავთანდილ: და: ლომი: ფრიდონ: შიგნით: ერთად: შეიყარნეს: მტერნი: სრულად: აეწყუიდნეს: სისხლი: მათნი: მოეღვარნეს: უყივლეს: და: ერთმანერთი: ნახეს: დიდად: გაეხარნეს: თქუეს: ტარიელ: რა: იქნაო: მისად: ჭვრეტად: თვალნი: არნეს:

1315. ერთმანცა: არა: იცოდა: ვერა: ცნეს: ტარიერისა: ციხესა: კარსა: მიმართეს: რიდი: არ: ჰქონდა: მტერისა: მუნ: ნახეს: რიყე: აბჯრისა: ნალეწი: ჴმალთა: წვერისა: ათი: ათასი: ნობათი: უსულო: მსგავსი: მტვერისა:

1316. ციხისა: მცველნი: ყუელანი: იდვა: მართ: ვითა: სნეული: თავით: ფერჴამდი: დაჭრილი: აბჯარი: მუნ: დახეული: ციხისა: კარნი: განხმულნი: კართა: ნალეწი: სრეული: ცნეს: ნაქმრად: ტარიელისად: თქუეს: საქმე: არს: მისეული:

1317. გზანი: დახვდეს: შეკაზმულნი: შევიდეს: და: გაძურეს: ჴვრელსა: ნახეს: მზისა: შესაყრელად: გამოეშვა: მთვარე: გველსა: მუზარადი: მოეჴადა: შვენის: აკვრა: თმისა: ლელსა: მკერდი: მკერდსა: შეეწება: გარდაეჭდო: ყელი: ყელსა:

1318. ეხვეოდეს: ერთმანერთსა: აკოცეს: და: ცრემლნი: ღვარნეს: ამასგვანდეს: ოდეს: ერთგან: მუშთარ: ზუალ: შეიყარნეს: მზე: რა: ვარდსა: შემოადგეს: დაშვენდენ: და: შუქნი: არნენ: აქანამდის: ჭირნახულთა: ამას: იქით: გაიხარნეს:

1319. მათ: ერთმანერთსა: აკოცეს: დგანან: ყელგარდაჭდობილნი: კვლავ: შეეწებნეს: ჴშირჴშირად: ვარდნი: ბაგეთათ: პობილნი: აწ: ესენიცა: გავიდეს: შეკრბეს: სამნივე: ძმობილნი: მას: მზესა: მისცეს: სალამი: წარდგეს: მართ: ვითა: ჴმობილნი:

1320. მზე: მოეგება: პირითა: ტურფითა: მოცინარითა: აკოცა: მისთა: მეშველთა: ლაღმან: ცნობითა: წყნარითა: მათ: მდაბლად: მადლი: უბრძანა: სიტყუითა: მით: ნარნარითა: ორივე: ერთგან: უბნობდეს: ტურფითა: საუბარითა:

1321. ტარიელსცა: უსალამეს: მას: ალვისა: მორჩსა: ვით: ხეს: მიულოცეს: გამარჯვება: ერთმანერთი: მოკითხეს: არა: სჭირდა: არ: ინანეს: რომ: აბჯარი: არ: გაითხეს: თავნი: მათნი: გაალომეს: მათი: მბრძოლი: იშულეს: ითხეს:

1322. სამასისა: კაცისაგან: ასსამოცი: შეჰყოლოდა: ფრიდონს: უმძიმს: სპათა: მისთა: მაგრა: ცალკერძ: უხაროდა: მონახეს: და: არ: აცოცხლეს: რაცა: მბრძოლი: დარჩომოდა: რომე: ჰპოვეს: საჭურჭლენი: აწმცა: თვალვა: ვით: ითქმოდა:

1323. მოკრიფეს: ჯორი: აქლემი: რაცა: ვით: ჰპოვეს: მალები: სამიათასსა: აჰკიდეს: მარგალიტი: და: თვალები: თვალი: ყუელაი: დათლილი: იაგუნდი: და: ლალები: იგი: მზე: შესუეს: კუბოსა: არს: მათგან: განაკრძალები:

1324. სამოცი: კაცი: დააგდეს: ქაჯეთს: ციხისა: მცველია: წამოიყუანეს: იგი: მზე: მათიღა: წაგვრა: ძნელია: ზღვათა: ქალაქსა: დამართეს: თუცა: გზა: მუნით: გრძელია: თქუეს: ფატმან: ვნახოთ: მუქაფა: გვაც: მისი: გარდუხდელია:

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისვლა და მხიარულება: