... (S-1727), 1837 წ.

1309. გულ მხიარული ვიხარებ: ამად არ ცრემლი მმილდების჻ სადაცა შენ და შენი ძმა: ხართ ძნელი გაადვილდების჻ რაცა მოგინდეს უცილოდ: იქთ იგი არ აგცილდების჻ არ თურე კაცმან დაგიდგნა: ვეჭვ კლდეცა გაგილბილდების჻

1310. აწ შემინდევ ვერა გნახე: შორს ამისთვის წაგიარე჻ გზა გზა ყოვნა აღარა მცალს: პატიმრ არს იგი მთვარე჻ ადრე მოვალთ მხიარულნი: ჩვენი ნახვა გაიხარე჻ ამის მეტი რაღა გკადრო: ძმასა ძმურად მოეხმარე჻

1311. ამა მონათა ჩემზედა: გარდაუხდელი გულია჻ ამოდ მსახურეს თქვენიმცა: გული ამასთვის სრულია჻ ქება რად უნდა მას ვინცა: თქვენთანა ხან დაზმულია჻ მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს: ესე ბრძენთაგან თქმულია჻

1312. ესე უსტარი დაწერა: შეკრა და წაცახვია მან჻ მისცა ფრიდონის მონათა: ვარდმან და თმითა იამან჻ შესთვალა ზეპირ რაც ხამდა: სრულად მართ ვითა გიამან჻ მათ მარგალიტი უჩვენის: ძოწისა კარმან ღიამან჻

1313. მონახა პოვა ავთანდილ: ნავი მისისა მხარისა჻ გამოემართა იგი მზე: პირითა სავსე მთვარისა჻ მაგრა დაგდება უმძიმდა: ფატმანის გულ მწუხარისა჻ მისთა გამყრელთა ნაკადი: ჩასდის სისხლისა ღვარისა჻

1314. ფატმან უსენ და მონანი: ტირან ცრემლითა ცხელითა჻ იტყვიან მზეო რა გვიყავ: დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა჻ რად დაგვაბნელენ შენისა: მოშორვებისა ბნელითა჻ დამცა გვმარხენო ჴელითა: ჩვენისა დამმარხველითა჻

ავთანდილისაგან გულანშაროს წასვლა და ტარიელის შეყრა჻

1315. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ: მგზავრითა რათმე ნავითა჻ პირ მხიარული აცორვებს: მართ ოდენ მარტო თავითა჻ მას შეყრა ტარიელისა: უხარის მით ამბავითა჻ ჴელ განპყრობილი გულითა: არს ღ~თისა საესავითა჻

1316. მოწურვილ იყო ზაფხული: ქვეყნით ამოსლვა მწვანისა჻ ვარდის ფურცლობის ნიშანი: დრო მათის პაემანისა჻ ეტლის ცვალება მზისაგან შეჯდომა საროს ტანისა჻ სულთქმნა რა ნახა ყვავილი: მან უნახავმან ხანისა჻

1317. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი: ცროდეს ბროლისა ცვარითა჻ ვარდთა აკოცა ბაგითა: მითვე ვარდისა დარითა჻ უბრძანა გიჭვრეტ თვალითა: მითვე ვარდისა დარითა჻ განმეორებულია მისად სანაცვლოდ მოვილხენ: თქვენთანა საუბარითა჻

1318. რა მოეგონის მოყვარე: სდინდიან ცრემლნი მწარენი჻ ტარიელისკენ იარნა: მან გზანი საწყინარენი჻ უდაბურნი და უგზონი: უცხონი რამე არენი჻ სადაცა ნახის დახოცის: ლომ ვეფხნი მოშამბნარენი჻

1319. ქვაბნი გამოჩნდეს იამა: იცნა თქვა იგი კლდენია჻ სადაა ჩემი მოყვარე: და ვისთვის ცრემლი მდენია჻ ღირს ვარმცა ვნახო პირის პირ: უამბო რაცა მსმენია჻ არ მოსრულ იყოს რაღა ვქნა: ცუდ ჩემი განავლენია჻

1320. თუ მოსრულა უღონიოდ: შინა ხანსა არ დაზმიდა჻ მინდორს სადმე წავიდოდა: მხეცისაებრ ველთა ვლიდა჻ სჯობს თუ შამბ შამბ წავიარო: იგონებდა იხედვიდა჻ ესე თქვა და მიუქცია: მინდორთაკე წამოვიდა჻

1321. მიაცორვებს და იმღერის: მხიარულითა გულითა჻ მართ საახელდებ უყივის: ხმითა მით სიხარულითა჻ ცოტაი წავლო გამოჩნდა: მზე სინათლითა სრულითა჻ შამბისა პირსა ტარიელ: დგას ჴმლითა მომახულითა჻

1322. ტარიელს ლომი მოეკლა: მით ჴრმალსა სისხლი სცხებოდა჻ შამბისა პირსა ქვეითი: დგა ცხენი არა ხლებოდა჻ ყივილი ავთანდილისა: ესმოდა ეოცებოდა჻ შეხედნა იცნა გაიქცა: მისკენ მირბოდა ხლტებოდა჻

1323. ხრმალი გასტყორცა ტარიელ: მიმართა მისსა ძმობილსა჻ ყმა ცხენისაგან გარდიჭრა: ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა჻ მათ ერთმანერთსა აკოცეს: ჰგვანან ყელ გარდაჭდობილსა჻ ხმა შაქრის ფერად გაუხდა: ვარდსა ხშირ ხშირად პობილსა჻

1324. ტარიელ მოთქუა ტირილით: სიტყვა ნატიფი მჭევრები჻ სისხლისა ღვარმან შეღება: წითლად გიშრისა ტევრები჻ ალვისა წყარო ცრემლისა: მორწყავს ნაკადი ბევრები჻ რადგან შენ გნახე რამგამა: პატიჟი მჭირდეს მე რვები჻

1325. ტარიელ ტირს და ავთანდილ: სიცილით ეუბნებოდა჻ გაღიმდის ძოწი გააპის: კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა჻ ეტყოდა ვსცანო ამბავი: შენ რომე გიამებოდა჻ აწ გაახლდების ყუავილი: ვარდი აქამდის ჭკნებოდა჻

1326. ტარიელ უთხრა ჱე ძმაო: კმარს დღესა რაცა მლხენია჻ ყოველი ჩემი სალხინო: მინახავს ნახვა შენია჻ სხვად ნუ ყოს ღ~თნ წამალი: არცა რა მოგისმენია჻ კაცმამცა სოფელს ვით პოვა: რაც არა საქმე ზენია჻

1327. რა ტარიელ არ შესჯერდა: ავთანდილცა არ დასწყნარდა჻ მის ამბისა დაყოვნება: ვეღარ გასძლო აუჩქარდა჻ გამოიღო რიდე მისი: ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა჻ რა ტარიელ ნახა იცნა: გამოუღო შემოვარდა჻