... (S-1727), 1837 წ.

1290. შენ საყვარელო ნუ სჭმუნავ: ჭმუნვითა ამისთანითა჻ ჩემი სთქვა სხვათა მიხვდების: იგი ალვისა ტანითა჻ არამ სიცოცხლე უშენო: ვარ აქამდისცა ნანითა჻ ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ: ანუ მოვიკლავ დანითა჻

1291. შენმან მზემან უშენოსა: არვის მიხვდეს მთვარე შენი჻ შენმან მზემან ვერვის მიხვდეს: მოცავიდენ სამნი მზენი჻ აქა თავსა გარდავიქცევ: ახლოს მახლვან დიდნი კლდენი჻ სული ჩემი შეივედრე: ზეცით მამხვდენ ნუთუ ფრთენი჻

1292. ღ~თსა შემვედრე ნუთუ კვლავ: დამჴსნა სოფლისა შრომასა჻ ცეცხლსა წყალსა და მიწასა: ჰაერთა თანა ძრომასა჻ მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე: მივხვდე მას ჩემსა ნდომასა჻ დღისით და ღამით ვხედვიდე: მზისა ელვათა კრთომასა჻

1293. მზე უშენოდ ვერ იქმნების: რადგან შენ ხარ მისი წილი჻ გაღანამცა მას იახლე: მისი ეტლი არ თუ წბილი჻ მუნა გნახო მანდვე გსახო: გამინათლო გული ჩრდილი჻ თუ სიცოცხლე მწარე მქონდეს: სიკვდილიმცა მქონდეს ტკბილი჻

1294. მე სიკვდილი აღარ მიმძიმს: შემოგვედრებ რადგან სულსა჻ მაგრა შენი სიყვარული: ჩავიტანე ჩამრჩა გულსა჻ მომეგონოს მოშორვება: მემატების წყლული წყლულსა჻ ნურცა მტირ და ნურცა მიგლოვ: ჩემო ჩემსა სიყვარულსა჻

1295. წადი ინდოეთს მიმართე: არგე რა ჩემსა მშობელსა჻ მტერთაგან შეიწრებულსა: ყოვლგნით ჴელ აუპყრობელსა჻ გულსა ალხინე ჩემისა: მოშორვებისა მთმობელსა჻ მომიგონებდი მტირალსა: შენთვის ცრემლ შეუშრობელსა჻

1296. რაცა ვიჩივლე ბედისა: ჩემისა კმა საჩივარად჻ ცან სამართალი მართალი: გულისა გულსა მივარად჻ შენთვის მოვჰკვდები გავხდები: ყორანთა დასაყივარად჻ ვირე ცოცხალ ვარ გეყოფი: სატირლად და სატკივარად჻

1297. აჰა ინიშნე ნიშანი: შენეულისა რიდისა჻ გარდმიკვეთია ალამი: ჩემო ერთისა კიდისა჻ ესეღა დამრჩეს სანაცვლოდ: მის იმედისა დიდისა჻ რისხვით მობრუნდა ბორბალი: ჩვენზედა ცისა შვიდისა჻

1298. ესე წიგნი საყუარელსა: მისსა თანა მინაწერი჻ რა დაწერა გარდაჰკვეთა: მათ რიდეთა ერთი წვერი჻ თავ მოხდილსა დაუშვენდა: სისხო სიგრძე თმათა წვერი჻ ალვისაგან სული მოქრის: ყორნის ფრთათათ მონაბერი჻

1299. იგი მონა წამოვიდა: გულანშაროს მიმავალი჻ წამ ერთ მიხვდა ფატმანისსა: დღე იარა არ მრავალი჻ რა ავთანდილს გაუსრულდა: საქმე მისი სასურვალი჻ ჴელ აპყრობით ღ~თსა მადლობს: ცნობა სრული არა მთვრალი჻

1300. ფატმანს უთხრა გამისრულდა: ჟამად საქმე საწადელი჻ დიდი შენი მოჭირვება: ჩემგან არის გარდუხდელი჻ წავალ დგომად აღარა მცალს: დრო მოსულა შარშანდელი჻ ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო: მათი მომსპობ ამწყუედელი჻

1301. ხათუნმან უთხრა ჱე ლომო: ცეცხლი აწ უფრო ცხელდების჻ მოეშორვების ნათელსა: გული ამისთვის ბნელდების჻ ისწრაფე ჩემი ნუ გაგვა: ჴელი ეგრეცა ჴელდების჻ თუ ქაჯნი მოგესწრებიან: მუნ მისლვა გაგიძნელდების჻

1302. ყმამან ფრიდონის მონანი: უხმნა მასთანა ხლებულნი჻ უბრძანა მკვდარნი აქამდის: აწყა ვართ დაცოცხლებულნი჻ რაცა გვინდოდა მისითა: სმენითა გახარებულნი჻ ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე: წყლულნი მით ვაგლახებულნი჻

1303. მიდით და ფრიდონს უამბეთ: ამბავი არ ნაცქაფავი჻ მე ვერა ვნახავ ვისწრაფი: გზა ჩემი არს ნასწრაფავი჻ მან გააჴაფოს ხმა ჴაფი: კვლავ უფრო გასახაფავი჻ თქვენ მოგცე ლარი ყუელაი: მე ჩემი ნაალაფავი჻

1304. ჩემსა ზედა დიდი არის: ვალი თქვენგან დანადები჻ მადლსა სხვაებრ გარდავიხდი: თუღა ფრიდონს შევეყრები჻ აწ წაიღეთ ყუელაკაი: მეკობრეთა წანაღები჻ ამის მეტსა ვერას მოგცემ: ვიცი ამად გეძუნწები჻

1305. სახლი არ მახლავს არ ძალ მაქუს: გაცემა საბოძვარისა჻ მისცა მართ სავსე ხომალდი: რიცხვი ტურფათა ჯარისა჻ უბრძანა წადით წაიღეთ: გზა წავლეთ მისვე არისა჻ ფრიდონს მიართვით უსტარი: ჩემგან ძმად ნაფიცარისა჻

წიგნი ავთანდილისაგან მიწერილი ფრიდონს წინაშე჻

1306. დაწერა ფრიდონ მაღალო: სვე სრულო მეფეთ მეფეო჻ ლომისა მგზავსო ძალ გულად: მზეო შუქ მოიეფეო჻ მოვლენილო და მორჭმულო: მტერთა სისხლისა მჩქეფეო჻ უმცროსმან ძმამან შორი შორ: სალამი დავიყეფეო჻

1307. ჭირნი ვნახენ და მოცამხვდა: ნაცვალი ჭირ ნახულისა჻ კარგა მოხდომა საქმისა: ჩემისა გაზრახულისა჻ მიცნია მართლად ამბავი: პირისა მზედ სახულისა჻ დამარჩენელი ლომისა: მის ქვესკნელს დამარხულისა჻

1308. იგი მზე ქაჯთა მეფესა: ჰყავს ქაჯეთს პატიმარია჻ მუნ მისლვა მიჩანს თამაშად: თუცა გზა საომარია჻ ნარგისთათ წვიმა ბროლისა: წვიმს ვარდი ნაწვიმარია჻ ჯერ ქალსა ქაჯნი არ ახლვან: მაგრა სპა უამარია჻