... (Q-1082), XVII ს.

1269. რა: გათენდა: გაემართნეს: წაიტანეს: ასმათ: თანა: ნურადინის: ქვეყანამდის: შეისუიან: მათ: უკანა: მუნ: ვაჭარმან: ოქროს: ფასად: ცხენი: მისცა: არ: უძღვანა: ავთანდილ: კმა: ყოლაოზად: სხვამცა: ვინღა: წაიტანა:

1270. იარეს: და: ზედა: შეჰჴდეს: ნურადინის: მეჯოგეთა: ჯოგი: ნახეს: მოეწონა: ფრიდონისთვის: იაგეთა: მუნ: ავთანდილსინდო: ეტყუის: გაქნევ: კარგთა: სიშმაგეთა: მოდი: ფრიდონს: გავლაღობნეთ: ჯოგსა: მისსა: მოვადგეთა:

1271. ჯოგი: წაუღოთ: მოსრულნი: ვესმით: ჯოგისა: წაღებად: გამოემართვის: საომრად: ველთა: სისხლისა: დაღებად: ანაზდად: გვიცნობს: გაჰკრთების: გულსა: შეელმის: დაღებად: ამოა: კარგი: ლაღობა: ლაღსა: შეიქს: ლაღებად:

1272. დაუწყეს: პყრობა: ტაიჭთა: ფრიდონის: უკეთესებსა: მუნ: მეჯოგეთა: ფანოსი: შეექნა: ეკრა: კვესებსა: უყივლეს: ვინ: ხართ: მოყმენო: ვინ: იქთ: საქმესა: ზესებსა: ჯოგი: მისია: ვინ: მტერსა: ჰკრავს: ჴმალსა: არ: აკუნესებსა:

1273. მათ: მშვილდები: დაიწვადეს: მეჯოგეთა: გაეკიდნეს: მეჯოგენი: მიიზახდეს: ჴმანი: მათნი: გაადიდნეს: გვიშველეთო: გვიშველეთო: მეკობრეთა: ამოგვწყვიტნეს: ჴმა: შეიქნა: შეიყარნეს: ფრიდონს: ჰკადრეს: არ: დარიდნეს:

1274. შეეკაზმა: ფრიდონ: შეჯდა: შეკაზმული: გამოვიდა: ჴმა: შეიქნა: შეიყარნეს: რაზმი: ველთა: დაჰფარვიდა: იგი: მზენი: მოეგებნეს: ვის: ზამთარი: ვერ: დაზვრიდა: დაეხუარა: ზარადები: პირსა: მათსა: უფარვიდა:

1275. რა: ტარიელ: ფრიდონ: იცნათქუა: ვნახეო: ვინცა: მინა: მუზარადი: მოიჴადა: გაიღიმნა: გაიცინა: ფრიდონს: უთხრა: რასა: ლამი: ჩუენი: მოსვლა: რას: გეწყინა: პურადავი: მასპინძელი: მოგუეგებვი: ომად: წინა:

1276. ფრიდონ: ფიცხლა: გარდაიჭრა: დავარდა: და: თაყუანისსცა: იგინიცა: გარდაუხდეს: მოეხუივნეს: აკოცესცა: ფრიდონ: ღ~თსა: ჴელ: აბყრობით: უსაზომო: მადლი: მისცა: დიდებულნი: აკოცებდეს: იცნობდიან: იგი: ვისცა:

1277. ფრიდონ: უთხრა: რასა: სდეგით: მოგელოდი: უწინარე: მე: მზა: ვარო: სამსახური: თქუენი: რამცა: დავიზარე: გვანდა: თუცა: შეყრილ: იყვნეს: ორნი: მზენი: ერთი: მთვარე: ერთმანერთი: დააშვენეს: გაემართნეს: იქცეს: გარე:

1278. ფრიდონის: სახლსა: გარდახდეს: ორნივე: ტურფად: გებულსა: ახლოს: დაისვამს: ავთანდილს: მისსა: ძმადშეფიცებულსა: ტარიელ: დაჯდა: საჯდომსა: ოქსინოგარდაგებულსა: მათ: უძღვნეს: იგი: აბჯარი: ფრიდონს: ჭაბუკად: ქებულსა:

1279. უთხრეს: ჯერთ: ჟამად: არა: გვაქუს: სხვა: შენთვის: არმაღანია: მაგრა: ტურფანი: მრავალნი: ქუე: სადმე: გვისხენ: სხვანია: მან: დასდვა: პირი: მიწასა: არ: დაიყოვნა: ხანია: ჩემთვის: ამისი: ბოძება: არს: თქუენი: შესაგუანია:

1280. გამოისვენეს: მას: ღამით: ფრიდონის: მასპინძლობითა: აბანოს: ბანნა: აავსნა: შესამოსლისა: ძღუნობითა: დამოსნა: ტურფატურფითა: ერთმანერთისა: მჯობითა: თვალმარგალიტი: ღარიბი: უძღვნა: ოქროსა: გობითა:

1281. უთხრა: თქუა: ესე: სიტყვაა: ავისა: მასპინძელისა ჰგავს: მომწყენოდეს: სტუმრობა: თქუენ: ბრძნისა: ვითა: ხელისა: მაგრა: აწ: ყოვნა: არ: ვარგა: წავლა: სჯობს: გზისა: გრძელისა: თუ: ქაჯნი: მოგვესწრებიან: საეჭვი: არს: სიძნელისა:

1282. დიდთა: რას: ვაქმნევთ: ლაშქართა: კარგნი: გვინდან: და: ცოტანი: სამასი: კაცი: გუეყოფის: წავიდეთ: მართ: მეოტანი: ჩვენ: ქაჯეთს: ქაჯთა: საომრად: დავაგნეთჴრმალთა: კოტანი: მას: ადრე: ვჰპოებთ: ვისიცა: მოგვკლავს: ალვისა: მოტანი:

1283. ქაჯეთს: ერთხელ: კვლაც: ვყოფილვარ: ნახავთ: თქუენცა: გემაგრების: ყოვლგნით: კლდეა: გარეშემო: მტერი: ვერა: მოადგების: თუ: იდუმალ: არ: შეუვალთ: ცხადად: შებმა: არ: ეგების: მით: ლაშქარი: არად: გუინდა: რაზმი: მალვით: ვერ: მოგვყუების:

1284. იგინიცა: დაემოწმნეს: ამა: მისსა: ნაუბარსა: მუნ: დააგდეს: ქალი: ასმათ: ფრიდონ: მისცემს: საჩუქარსა: თვით: სამასსა: ცხენოსანსა: წაიტანდეს: გმირთა: დარსა: ბოლოდ: ღ~თი: გაუმარჯვებს: ყოვლსა: პირველ: შენაზარსა:

1285. ზღვა: გაიარეს: სამთავე: ერთგან: ძმად: შეფიცებულთა: ფრიდონ: გზა: იცის: იარეს: დღისით: და: ღამით: რებულთა: ფრიდონ: თქუა: ვახლავთ: არეთა: ჩვენ: ქაჯეთს: მიახლებულთა: აქათგან: ღამით: ვლა: გვინდა: მით: არას: გამჟღავნებულთა:

1286. ამა: ფრიდონის: თათბირთა: სამნივე: ერთგან: ზმიდიან: რა: გაუთენდის: დადგიან: და: ღამით: ფიცხლა: ვლიდიან: მივიდეს: აჩნდა: ქალაქი: მცველთა: ვერ: დასთვალვიდიან: გარე: კლდე: იყო: გუშაგთა: ჴმა: ჯარვით: გაადიდიან:

1287. ყოვლგნით: მგრგვალიშეუვალიარსით: იყო: ყოლა: პირი: სამთა: კართა: ცხრა: ათასი: ზედა: სცვიდა: მოყმე: გმირი: შუა: ციხე: ამართულიკლდე: კეკლუციარ: დუხჭირი: გუირაბითა: შესავალი: ახვრეტილივითა: სტვირი:

1288. გვირაბის: კარსა: ჭაბუკი: ათი: ათასი: მცველია: მათ: ლომთა: ნახეს: ქალაქი: მთვარე: დგას: მუნ: ნათელია: თქუესვითათბიროთ: ვითა: ვჰქნათ: აწ: გამორჩევა: ძნელია: ათი: ათასსა: აჯობებს: თუ: გამორჩევით: მქმნელია: