... (Q-1082), XVII ს.

1250. ქვაბისა: კარსა: ასმათი: მარტო: ზის: არბარგოსანი: შეხედნა: იცნა: ტარიელ: თანა: ყმა: ჭარმაგოსანი: ორნივე: ტურფად: იმღერდეს: ვით: იადონი: მგოსანი: მაშინვე: იცნა: ავარდა: შიშველი: პერანგოსანი:

1251. აქამდის: მიწყივ: ენახა: ქუაბს: მისულა: მოტირალისა: აწ: გაუკუირდა: დანახვა: სიცილით: მომღერალისა: ზარაღებული: ავარდა: ცნობა: უც: ვითა: მთვრალისა: არ: იცის: სმენა: ამბვისა: ჯერთ: მისგან: სასურვალისა:

1252. მათ: რა: ნახეს: შემოჰყივლეს: სიცილით: და: კბილთა: ჩენით: ჰე: ასმათო: მოგვივიდა: მოწყალება: ღ~თისა: ზენით: ვჰპოვეთ: მთვარე: დაკარგული: რაცა: გვწადდა: იგი: ვქენით: აწ: გავჰხედით: ბედისაგან: ცეცხლთა: შრეტით: ჭირთა: ლხენით:

1253. ავთანდილ: ცხენსა: გარდაჴდა: ასმათის: მოსახვეველად: ყელსა: და: პირსა: აკოცებს: არის: ცრემლისა: მფრქვეველად: მან: მიჰყო: ხელი: ალვასა: შტო: მოჰყვა: მოსარხეველად: რა: სცანო: რა: ჰქენ: მიამბე: ვტირ: შენი: მოაჯე: ველად:

1254. ავთანდილ: ასმათს: უსტარი: მისცა: მისისა: ზრდილისა: ალვისა: შტოდამჭკნარისა: მთვარისა: ფერ: მიხდილისა: უთხრა: თუ: ნახე: ნაწერი: მის: პატიჟ: გარდაჴდილისა: მზე: მოგვეახლა: მოგვეცა: ჩვენ: მოშორვება: ჩრდილისა:

1255. ასმათ: რა: ნახა: უსტარი: ცნა: მისი: დანაწერობა: გაჰკვირდა: ზარმან: აიღო: ათრთოლებს: ვითა: ხელობა: ტერფით: თხემამდის: გაუჴდა: მას: მეტი: საკუირველობა: იტყუის: რა: ვნახე: რა: მესმის: არსმცა: ამისი: მრთელობა:

1256. ავთანდილ: უთხრა: ნუ: გეშის: ეგე: ამბავი: მრთელია: ლხინი: მოგვეცა: მოგვშორდა: ყოველი: ჭირი: ძნელია: მზე: მოგვეახლა: უკუნი: ჩვენთვის: აღარა: ბნელია: ბოროტსა: სძლია: კეთილმანარსება: მისი: გრძელია:

1257. ინდოთ: მეფე: მხიარული: ასმათს: რასმე: უბრძანებდა: ერთმანერთსა: ეხვეოდეს: სიხარული: ატირებდა: ვარდსა: ზედა: ყორნის: ბოლო: ნამსა: თხელსა: აპკურებდა: კაცსა: ღ: ~თი: არ: გასწირავს: თუცა: კაცი: შეიგებდა:

1258. ღ~თსა: მისცეს: დიდი: მადლი: თქუესგვიყოო: რაცა: სჯობდა: აწყა: ვცანით: უარესსა: პირი: თქუენი: არ: გაბრჭობდა: ინდოთ: მეფე: ჴელგანპყრობით: მხიარული: ამას: ჴმობდა: ქუაბს: შევიდეს: მხიარულნი: ასმათ: რასმე: მასპინძლობდა:

1259. ტარიელ: ეტყუის: ავთანდილს: ისმინე: სიტყუა: ასები: გიამბობ: რასმე: ამბავსა: მოამბვედ: ნუ: გენასები: მე: ოდეს: ქუაბნი: წაუხვენ: დავჴოცენდევთა: დასები: მას: აქათ: მათი: აქა: ძეს: საჭურჭლე: ძვირნაფასები:

1260. მე: აგრე: არა: მინახავს: მართ: ვითა: არა: მდომია: მოდი: და: გავხსნათ: შევიგნათ: საჭურჭლე: თუ: რა: ზომია: იამა: ადგეს: ორნივე: არცა: ქუე: ასმათ: მჯდომია: დალეწეს: კარი: ორმოცი: მათგან: არ: ზედა: ომია:

1261. ჰპოვეს: საჭურჭლე: უსახო: კვლავ: უნახავი: თვალისა: მუნ: იდვა: რიყე: თვალისა: ჴელწმიდად: განათალისა: ჩნდის: მარგალიტი: ოდენი: ბურთისა: საბურთალისა: ვინმცა: ქნა: რიცხვი: ოქროსა: ვერვისგან: დანათვალისა:

1262. იგი: სახლი: ორმოცივე: შიგან: იყო: გატენილი: ჰპოეს: ერთი: ზარადახანა: აბჯრისათვის: ახლად: ქნილი: მუნ: აბჯარი: ყოვლიფერი: ასრე: იდვა: ვითა: მწნილი: შიგან: ერთი: კიდობანი: დაბეჭდილი: არ: გახსნილი:

1263. ზედა: ეწერა: აქა: ძეს: აბჯარი: საკუირველიო: ჯაჭუმუზარადი: ალმასი: ჴმალი: ბასრისა: მჭრელიო: თუ: ქაჯნი: დევთა: შეებნენ: იყოსდღეიგი: ძნელიო: უმისჟამისოდ: ვინც: გახსნას: არის: მეფეთა: მკვლელიო:

1264. კიდობანი: პოვესგახსნესმუნ: აბჯარი: სამი: ტანი: რასაცა: ვით: შეიმოსენ: მეომარნი: სამნი: ყმანი: ჯაჭვი: ჴმალი: მუზარადი: საბარკული: მათი: გვანი: ზურმუხტისა: ბუდებითა: იყუნეს: ვითა: ლუსკუმანი:

1265. თვითომან: თვითო: ჩაიცვეს: თავის: თავს: გამოსცდიდიან: ჯაჭვმუზარადსა: აბჯარი: მართ: ვერა: ვერ: მოჰკიდიან: ჴმალი: რკინისა: მოჰკრიან: ვით: ბანბის: მკედსა: სჭრიდიან: მათ: უღირს: ყოვლად: ქუეყანად: შევატყევ: არ: გაჰყიდიან:

1266. თქუეს: ესე: ნიშნად: გუეყოფის: ვართო: კარგითა: ბედითა: ღ~თნ: მოგვხედნა: თვალითა: ზეგარდმო: მონახედითა: აიღეს: იგი: აბჯარი: თავის: თავისა: ქედითა: თვითო: მათ: ერთი: ფრიდონის: საძღვნობლად: შეკრეს: ღვედითა:

1267. ოქროც: რამე: წაიტანეს: მარგალიტი: ღარიბები: გამოვიდეს: გამობეჭდეს: ორმოცივე: საჭურჭლები: ავთანდილ: თქუა: ამას: იქით: დავამაგრო: ჴმალსა: ნები: ამას: ღამე: არსად: წავალ: რა: გათენდეს: არ: დავდგები:

1268. აქა: მხატვარო: დახატე: ძმად: უმტკიცესნი: ძმობილნი: იგი: მიჯნურნი: მნათობთა: სხვისა: ვერვისგან: სწრობილნი: ორნივე: გმირნი: მოყმენი: მამაცობისა: ცნობილნი: რა: ქაჯეთს: მივლენ: გასინჯოთ: ომი: ლახვართა: სობილნი:

ტარიელისა და ავთანდილისა წასულა ქვაბიდაღმა ფრიდონისასა: