... (Q-1082), XVII ს.

თათბირი ნურადინ ფრიდონისა ქაჯეთის ციხეს რომ მიადგეს:

1289. ფრიდონ: თქუა: ვიტყუი: სიტყვასა: ვეჭუ: ჩემი: არ: დამცდარია: ჩვენ: ცოტანი: ვართ: ქალაქი: დიდთაგან: საომარია: პირისპირ: ომი: არ: ძალგვაქვს: არჟამი: საკუეხარია: ათას: წელ: ვერსით: შეუვალთ: თუ: ზედ: დაგუიხშან: კარია:

1290. ჩემსა: სიმცროსსა: გამზრდელნი: სამუშაითოდ: მზრდიდიან: მასწავლნეს: მათი: საქმენი: მახლტუნებდიან: მწურთიდიან: ასრე: გავიდა: საბელსა: რომ: თვალნი: ვერ: მომკიდიან: ვინცა: მჭვრეტდიან: ყმაწვილნი: იგიცა: ინატრიდიან:

1291. აწ: ვინცა: ვიცით: უკეთუ: შეტყორცა: საგდებელისა: მან: ერთსა: ბურჯსა: გარდვაგდოთ: წვერი: საბლისა: გრძელისა: მაზედანგავლა: ასრემჩანს: მართ: ვითა: ველისა: თქუენ: ჭირად: გაყო: შიგანთა: პოვნა: კაცისა: მრთელისა:

1292. აბჯრითა: გავლა: არად: მჩანს: ჭირად: გატანა: ფარისა: შიგან: ჩავხტები: კისკასად: ვეცემი: მსგავსად: ქარისა: ლაშქართა: დავჰჴოც: გავახვამ: ნახოთ: გაღება: კარისა: თქუენცა: მუნ: მოდით: სადაცა: გესმას: ზრიალი: ზარისა:

თათბირი ავთანდილისა შეპარვით ციხეს შესვლისა და აღება:

1293. ავთანდილ: უთხრა: ჰე: ფრიდონ: მოყუასნი: ვერ: გიჩივიან: ლომთა: მკლავთაგან: იმედი: გაქუსარ: წყლულნი: გტკივიან: სთათბირობ: ძნელთა: თათბირთა: მტერთა: ივაგლახივიან: მაგრამთუ: გესმის: გუშაგნი: რა: ახლოახლო: ყივიან:

1294. რა: გახვიდოდე: გუშაგთა: ესმას: აბჯრისა: ჩხარება: გიგრძნობენ: თოკსა: მოჰკვეთენ: ამისი: ჴამს: დაჯერება: წაგიჴდეს: ცუდად: ყუელაი: დაგრჩეს: ცუდიღა: ფერება: ეგე: თათბირი: არ: ვარგა: სხვაებრ: ვჰქნათ: თავის: ტერება:

1295. სჯობს: დადეგით: დამალულნი: თქუენ: ადგილსა: იდუმალსა: ისი: კაცნი: არ: იჭირვენ: მგზავრსა: ქალაქს: შემავალსა: სავაჭროდა: მოვეკაზმივიქ: საქმესა: მე: მუხთალსა: ერთსა: ჯორსა: გარდავჰკიდებ: მუზარადსა: ჯაჭვსა: ჴრმალსა:

1296. სამთავე: შესულა: არ: ვარგა: თუ: გვიგრძნან: არს: სათუები: მე: მარტო: შევალ: ვაჭრულად: და: კარგად: შევეტყუები: მალვით: ჩავიცვამ: აბჯარსა: გავჰჩნდები: გავეცრუები: ღ~თნ: ქნას: უხუად: ვადინო: შიგნით: სისხლისა: რუები:

1297. შიგანთა: მცველთა: მოვიცლი: მე: უნახავად: ჭირისად: თქუენ: გარეთ: კართა: ეცენით: ყოველნი: მსგავსად: გმირისად: კლიტეთა: დავლეწ: გავახვამ: ნახოთ: გაღება: კარისად: თუ: რა: სხვა: გვიჯბს: თქუენ: ბრძანეთ: ვარ: მრჩევლად: ამა: პირისად:

თათბირი ტარიელისა ამათგანვე ციხის შეხდომა და აღება:

1298. ტარიელ: უთხრა: მე: თქუენი: ვცან: გმირთა: მეტი: გმირობა: თქუენსა: ძალგულსა: თქუენივე: ჰგავს: თათბირობა: პირობა: ვიცი: გწადს: ომი: ფიცხელი: არ: ცუდი: ჴრმალთა: ღირობა: კაციმცა: მაშინ: თქუენ: გახლავს: რა: ომმან: ქნას: გაჭირობა:

1299. მაგრა: იყუენით: ჩემთუისცა: საქმისა: რასმე: რჩევითა: ჴმა: ესმას: ჩემსა: ხელმქმნელსა: ზედა: გარდმოდგეს: მზე: ვითა: თქუენ: გქონდეს: ომი: ფიცხელი: უომრად: მნახოს: მე: ვითა: ესე: მე: დამსურის: ნუ: უბნობთ: სიტყვითა: თქუენ: სათნევითა:

1300. მაგა: თათბირსა: ესე: სჯობს: ვჰქმნათ: ჩემი: მონახსენები: გავიყოთ: კაცი: ასასი: რა: ღამე: ჩნდეს: ნათენები: სამთავე: სამგნით: მივმართოთ: ფიცხლად: დავსხლიტოთ: ცხენები: მოგვეგებვიან: ვემცრობით: ჩვენ: ჴრმალსა: მივსცემთ: მძლედ: ნები:

1301. ვინცა: შეუსწრასჰფარავსმცა: მასღ~თისა: საფარველია: კარნი: დალეწნესდახოცნეთყოველი: კართა: მცველია: სამთავე: იქით: მივმართოთმაშინ: აღარა: ძნელია: ძლევა: მან: მოგვცესრომელი: სათქმლადცსაზარელია:

1302. ფიცხლად: შევებნეთ: შევსჯარნეთ: ვერ: მოგვასწრებენ: კარებსა: სამთაგან: ერთი: შეუვალთ: სხვა: გარეთ: ვსცემდეთ: გარებსა: მან: ერთმან: შიგნით: შიგანნი: მივსცნეთ: სისხლისა: ღვარებსა: ჴელი: კვლავვჰხადოთ: აბჯარსა: მას: ჩვენგან: მძლედ: ნაჴმარებსა:

1303. ფრიდონუთხრა: შემიგია: გაგიგიანვიცი: მე: რა: მაგა: ცხენსა: ჩემეულსა: წამოასწრობს: კართა: ვერა: ოდეს: გიძღვენ: არ: ვიცოდი: ქაჯეთს: გვინდა: ქაჯთა: მზერა: თვარა: ყოლა: არ: გიძღუნიდი: ჩემი: გითხრა: სიძუნწე: რა:

1304. ფრიდონ: ლაღი: ამხაანგობს: საუბართა: ესოდენთა: ამაზედან: გაიცინნეს: მათ: წყლიანთა: სიტყუა: ბრძენთა: ერთმანეთსა: ელაღობნეს: ლაღობათა: მათთა: მშუენთა: გარდაჰხდეს: და: დაეკაზმნეს: უკეთესთა: შესხდეს: ცხენთა:

1305. კვლავერთმანერთსა: მიუგეს: სიტყვები: არ: პირმკუახები: დაასკვნეს: იგი: თათბირი: ტარიას: განაზრახები: გაიყუეს: კაცი: ასასი: ყველაი: გმირთა: სახები: ცხენებსა: შესხდეს: აიღეს: მათ: მათი: ჩაბალახები: