... (Q-1082), XVII ს.

1232. რა: ტარიელ: არ: შესჯერდა: ავთანდილცა: არ: დასწყნარდა: მის: ამბისა: დაყოვნება: ვეღარ: გასძლო: აუჩქარდა: გამოიღო: რიდე: მისი: ვინ: ბაგეთა: ვარდი: ვარდა: რა: ტარიელ: ნახა: იცნა: გამოუღო: შემოვარდა:

1233. წიგნი: და: კიდე: რიდისა: იცნა: და: გაცაშალა: მან: პირსა: დაიდვა: დაეცა: ვარდმან: ფერითა: მკრთალამან: სულნი: გაიქცნეს: მოდრიკა: თავი: გიშრისა: ტალამან: მისნი: ვერ: გასძლნეს: პატიჟნი: ვერ: კაენ: ვერცა: სალამან:

1234. ავთანდილ: უჭურეტს: ტარიელს: უსულოდ: ქუემდებარესა: შეჰფრინდა: შუელად: მიმართა: მას: ტკბილად: მოუბარესა: ვერა: ვერ: არგო: დამწუარსა: სრულად: ცეცხლნადებარესა: მისთა: ნიშანთა: სიცოცხლე: მათ: მისი: მიებარესა:

1235. ავთანდილ: დაჯდა: ტირილად: ტირს: ჴმითა: შვენიერითა: ყორანსა: გაჰგლეჯს: ხშირხშირად: აფრთხობს: ბროლისა: ჭერია: გახეთქა: ლალი: გათლილი: ანდამატისა: კვერითა: მუნით: წყარონი: გამოჰჴდეს: ძოწსა: ვამგზავსე: ფერია:

1236. ტარიელს: ეგრე: გასულა: მზე: დასტირს: იტყუისახა: ვა: ღმერთო: ნუ: მოჰკლავ: ჯერ: ჟამად: თქვა: ბრალ: არს: დასამარხავა: ნუ: გუწუავ: ცეცხლითა: ცხელითა: ნუ: გაგვხდი: სხუათა: მზრახავა: სოფელო: მოგვეც: სიახლე: ვისთუის: გვაქვს: გული: მჭმახავი:

1237. პირსა: იხოკს: ღაწვთა: სისხლი: ჩასდიოდა: მისსა: მჭვრეტსა: რაცა: ვჰქენო: არ: უქმნია: არცა: შმაგსა: არცა: რეტსა: წყალი: სწრაფით: რას: დავასხი: ცეცხლსა: ძნელად: დასაშრეტსა: ჩქარად: ეცეს: ვერ: გაუძლებს: გული: ლხინსა: მეტის: მეტსა:

1238. მე: მოვჰკალ: ჩემი: მოყუარე: რა: მმართებს: გაწბილებულსა: თავსა: ვაბრალობ: საქმესა: არ: დასმით: გაგონებულსა: ცრუ: კაცი: კარგად: ვერა: იქს: საქმესა: გაძნელებულსა: თქმულა: სიწყნარე: გმობილი: სჯობს: სიჩქარესა: ქებულსა: სისხლის დასხმა:

ტარიელის დაბნედა სიხარულითა და ავთანდილისაგან ლომის

1239. უცნობო: ქმნილი: ტარიელ: ძეს: მგზავსად: ნატუსალისად: ავთანდილ: ადგა: გამოვლნა: შამბნი: საძებრად: წყალისად: მან: პოვა: სისხლი: ლომისა: მოაქუს: სავსებლად: ალისად: მკერდსა: დაასხა: გავეჴდა: ლაჟვარდი: ფერად: ლალისად:

1240. ავთანდილ: მკერდსა: დაასხა: მას: ლომსა: სისხლი: ლომისა: ტარიელ: შეჰკრთა: შეიძრა: რაზმიინდოთა: ტომისა: თვალნი: აახვნა: მიეცა: ძალი: ზე: წამოჯდომისა: ლურჯათ: ჩანს: შუქი: მთვარისა: მზისგან: შუქნაკრთომისა:

1241. ზამთარი: ვარდთა: გააჴმობს: ფურცელნი: ჩამოსცვივიან: ზაფხულის: მზისა: სიახლე: დასწვავს: გვალვასა: ჩივიან: მაგრა: მაზედა: ბულბულნი: ტურფასა: ჴმასა: ჰყივიან: სიცხე: სწვავს: ყინვა: დააზრობს: წყლულნი: ორჯელვე: სტკივიან:

1242. აგრევე: გული: კაცისა: მოსაგვარებლად: ძნელია: ჭირსა: და: ლხინსა: ორსავე: ზედა: მართ: ვითა: ხელია: მიწყივ: წყლულდების: საწუთრო: მისი: აროდეს: მრთელია: იგი: მიენდოს: სოფელსა: ვინცა: თავისი: მტერია:

1243. ტარიელ: ნახა: ნაწერი: კვლაცა: მკვლელისა: მისისა: იკითხავს: თუცა: აშეთებს: კითხვა: წიგნისა: მისისა: დაუყუის: ცრემლმან: სინათლე: ბნელად: ჩანს: შუქი: დღისისა: ავთანდილ: ადგა: დაუწყო: თხრობა: სიტყუისა: მქისისა: მოწერილი წიგნის კითხვა:

ტარიელის ცნობად მოსვლა და ნესტან დარეჯანის

1244. მიკვირს: თუ: რად: ნამუსად: გიჩნს: ცრემლნი: მიდგიან: მორევად: მზე: პატიმრად: გყავს: სოფელიიჭირვის: ჩვენდა: მორევად: ფრიდონ: მოვიჴმოთ: ლომ: გულო: ძმადფიცი: ჩვენდა: სწორევად: მან: მოგვაშველოს: ლაშქარი: მათ: გრძნეულთათვის: მორევად:

1245. იტყუის: თუ: ნაქმრად: არ: ვარგა: კაცისა: გასწავლილისად: აწ: რადღა: გვმართებს: ტირილი: ჴამს: დავსხდეთ: ქნად: ღიმილისა: ადეგ: წავიდეთ: საძებრად: მის: მზისა: წახდომილისა: ადრე: მიგიყუან: მიყუანა: არს: შენგან: მონდომილისა:

1246. ვითა: გვმართებს: გახარება: პირველ: აგრე: გავიხარნეთ: მერმე: შევსხდეთ: გავემართნეთ: ქაჯეთისკენ: თავნი: ვარნეთ: ჴრმალნი: ჩვენნი: ვიწინამძღვრნეთ: მათნი: ზურგით: დავიყარნეთ: უჭირველნი: შემოვიქცეთ: იგი: მძორთა: დავადარნეთ:

1247. მერმე: ტარიელ: ამბავსა: ჰკითხავს: აღარა: ბნდებოდა: შეხედნის: თვალნი: ამართნის: შავ: თეთრი: ელვა: ჰკრთებოდა: მართ: ვითა: ლალსა: მზისაგან: მას: ფერი: ეზარდებოდა: ვინ: ღირსა: თუცა: წყალობით: ცა: მიწყივ: მობრუნდებოდა:

1248. ავთანდილს: მადლი: უბრძანა: ქნა: უყო: საუბარისა: მე: შენი: ქება: ვითა: ვთქუა: ბრძენთაგან: საქებარისა: ვითა: ზემთისა: წყარომან: მომრწყე: ყუავილი: ბარისა: დამწყუიტე: დენა: ცრემლისა: ნარგისთა: ნაგუბარისა:

1249. მე: ვერა: გიყო: ნაცვალსა: ღმერთი: გარდგიხდის: ციერი: ზეგარდმო: მისით: შემოგზღოს: მუქაფა: ჩემმაგიერი: შესხდეს: და: შინა: წავიდეს: მათ: ლხინი: ჰქონდა: ძლიერი: აწ: გავეაძღო: სოფელმან: ასმათ: ადრითგან: მშიერი: