... (Q-296), XVIII ს.

1426. ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა ქაჯეთიცა დაუმადლა არ გაუშვა დღესა შვიდსა უხვად გასცემს საბოძვარსა საჭურჭლესა ანაკიდსა პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთდენ ვითა ჴიდსა

1427. მუნ იდვის გორი ლარისა სტავრისა და ატლასისა ტარიელს უძღვნა გვირგვინი ვერ დანადები ფასისა იაგუნდისა მრთელისა ყვითლისა მეტათ ხასისა კვლავ ერთი ტახტი ოქროსა წითლისა მართ ხალასისა

1428. ნესტან დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა შემკული თვალითა იაგუნდითა წითლითა ბადახშითა და ლალითა დასხდეს ორნივე ქალ ყმანი პირითა ელვა მკრთალითა მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა

1429. ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი ძღვენი ძვირ ფასისა უნაგირი უკეთესი თვითო ცხენი თითო კაბა თვალიანი უცხო ფერთა შუქთა მფენი მოახსენეს მადლი რა ვთქვათ სვიანმცაა დავლა თქვენი

1430. ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა სიტყვითა ენითა დიდად ვიამე მეფეო პირველ ნახვითა თქვენითა მერმე აგვავსენ მრავლითა უცხოთა ტურფა ძღვენითა ვიცი შორი შორ არ ჩავლა ჩვენ თქვენი კარგა ვქენითა

1431. ზღვათა მეფე მოახსენებს ჴელმწიფეო ლომო ქველო მოახლეთა სიცოცხლეო ვერა მჭვრეტთა შორით მკლველო მზგავსი თქვენი რამცა მეძღვნა შვენიერო სანახველო რა მოგშორდე რა მერგების საჭვრეტელად სასურველო

1432. ტარელ ფატმანს უბრძანა მე თავი შენი მიდია დავ გული შენი ჩემზედა გარდაუხდელი დიდია აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია მომიცემია წაიღე არ კიდე მამიყიდია

1433. ფატმან ხათუნ თაყვანი სცა ჰკადრებს მადლსა მეტის მეტსა მე მეფეო შენი ნახვა მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა რა მოგშორდე რა ვიქმნები მე დამაგდებ ვითა რეტსა ახ ნეტარძი მოახლეთა ვაგლახ თქვენსა ვერა მჭვრეტსა

1434. ზღვათა მეფესა ეტყვიან ორნივე შუქთა მაფენი კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი უთქვენოდ მყოფსა არ გვინდან ნიშაგნი ნაჩაგ დაფენი მაგრა გაგვიშვენ ჟამია წავიდეთ ვარ მოსწრაფენი

1435. შენ იყავ მამა მშობელი და ჩენი საესავიო მაგრა ამასცა ვიაჯით გვიბოძოს ერთი ნავიო მეფემან ბრძანა არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო რადგან ისწრაფი რა გკადრო წა გიწინამძღვრდეს მკლავიო

1436. მეფემან ნავი ხომალდი მოჰკაზმა ზღვისა კიდესა გამოემართა ტარიელ გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა თავსა იცემდეს იგლეჯდეს თმაწვერსა გაიყრიდესა ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა

ტარიელისაგან ზღვათა მეფის გაყრა და ფრიდონს მისვლა

1437. გამოვლნეს ზღვანი სამთავე ერთგან ძმად შენაფიცართა კვლავ ამტკიცებდეს სიტყვათა მათ პირველ დანამტკიცართა ჰშვენის მღერა და სიცილი მათ მისთა არ უიცართა ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა

1438. მუნით კაცი ასმათსთანა მათ გაგზავნა მახარობლად კვლა ფრიდონის თავადთასა ნაომართა მათთა მთხრობლად მანდა მოვა მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად ჩვენ დამზრალნი აქანამდის აწ გავხდებით დაუზრობლად

1439. იგი მზე შესვეს კუბოსა იარეს გზა ზღვის პირისა მიყმაწვილობდეს უხარის მათ გარდახდომა ჭირისა მივიდეს სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა მოეგებნიან ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა

1440. მუნ მიეგება ყოველი ფრიდონის დიდებულები ასმათი სავსე ლხინითა ვის აღარ აჩნდა წყლულები ნესტან დარეჯანს მოეჭდო რომე ვერ გახსნის ცულები აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები

1441. ნესტან დარეჯან ეხვევის პირსა აკოცებს პირითა უბრძანა ჩემო ვაგლახ მე შენცა აგავსე ჭირითა აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა ვცან მისი არ სიძვირითა მე გულსა შენსა ეზომსა არ ვიცი გარდვიხდი რითა

1442. ასმათ ჰკადრა მადლი ღმერთსა ვარდნი ვნახენ არ დაზრულნი ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩს ოდეს გნახენ მხიარულნი სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ ყმანი მოყვარულნი

1443. დიდებულთა თაყვანის ცეს მოახსენეს დიდი ქება რომე ღმერთმან გაგვახარნა კურთხეულ არს მისი ღმრთება ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი აღარა გვწვავს ცეცხლთა დება წყლულსა მისგან დაკოდილსა მასვე ძალუც განკურნება

1444. მოვიდეს და პირი ჴელსა დასდვეს აგრე გარდაჰკოცნეს მეფე ეტყვისძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს იგი შვება საუკუნოს ცხადად პოვეს არ იოცნეს ერთსა მიხვდეს საზიაროდ დიდებანი იასოცნეს