... (Q-1082), XVII ს.

1214. ამა: მონათა: ჩემზედა: გარდაუჴდელი: გულია: ამოდ: მსახურეს: თქუენიმცა: გული: ამათთვის: სრულია: ქება: რად: უნდა: მას: ვინცა: თქუენთანა: ხანდაზმულია: მსგავსი: ყუელაი: მსგავსსა: შობს: ესე: ბრძენთაგან: თქმულია:

1215. ესე: უსტარი: დაწერა: შეკრა: და: წაცახვია: მან: მისცა: ფრიდონის: მონათა: ვარდმან: და: ვითა: იამან: შესთვალა: ზეპირ: რაცჴამდა: სრულად: მართ: ვითა: ღია: მან: მათ: მარგალიტი: უჩვენის: ძოწისა: კარმან: ღიამან:

1216. მოქარავნეთა: უბრძანა: საქმე: მიცგითხარ: განაო: კარგად: მამიჴდამოყუსობა: მე: თქუენი: მესვიანაო: რაცა: გინდოდაყუელაი: ვჰქენღთ~ნმაგულვანაო: აწ: აღარა: მცალსბადრაგა: სხვა: წაიტანეთ: თანაო:

1217. მონახა: პოვა: ავთანდილ: ნავი: მისისა: მხარისა: გამოემართა: იგი: მზე: პირითა: სავსე: მთვარისა: მაგრა: დაგდება: უმძიმდა: ფატმანის: გულმწუხარისა: მისთა: გამყრელთა: ნაკადი: ჩასდის: სისხლისა: ღვარისა:

1218. ფატმან: უსენ: და: მონანი: ტირან: ცრემლითა: ცხელითა: იტყუიან: მზეო: რა: გვიყავ: დაგუწვენ: ცეცხლითა: ცხელითა: რად: დაგუაბნელენ: შენისა: მოშორვებისა: ბნელითა: დაცაგვმარხენო: ჴელითა: ჩვენისა: დამმარხველითა:

ავთანდილისაგან გულანშაროთ წასულა ტარიელის შეყრა:

1219. გამოვლნა: ზღვანი: ავთანდილ: მგზავრითა: რითმე: ნავითა: პირმხიარული: აცორვებს: მართ: ოდენ: მარტო: თავითა: მას: შეყრა: ტარიელისი: უხარის: მით: ამბავითა: ჴელგანმპყრობილი: გულითა: არს: ღ~თისა: საესავითა:

1220. მოწურვილ: იყო: ზაფხული: ქუეყნით: ამოსლვა: მწუანისა: ვარდის: ფურცლობის: ნიშანი: დრო: მათის: პაემანისა: ეტლის: ცვალება: მზისადა: შეჯდომა: საროსტანისა: სულთქნა: რა: ნახისყუავილი: მან: უნახავმან: ხანისა:

1221. აგრგუინდა: ცა: და: ღრუბელნი: ცროდეს: ბროლისა: ცვარითა: ვარდთა: აკოცა: ბაგითა: მითვე: ვარდისა: დარითა: უბრძანაგიჭურეტ: თვალითა: გულტკბილად: შემხედვარითა: მისად: სანაცვლოდ: მოვილხენ: თქუენთანა: საუბარითა:

1222. რა: მოეგონის: მოყვარე: სდინდიან: ცრემლნი: მწარენი: ტარიელისკენ: იარნა: მან: გზანი: საწყინარენი: უდაბურნი: და: უგზონი: უცხონი: რამე: არენი: სადაცა: ნახის: დაჴოცის: ლომვეფხნი: მოშამბნარენი:

1223. ქვაბნი: გამოჩნდეს: იამა: იცნა: თქუა: იგი: კლდენია: სადაცა: ჩემი: მოყუარე: და: ვისთვის: ცრემლი: მდენია: ღირს: ვარმცა: ვნახო: პირისპირ: უამბო: რაცა: მსმენია: არ: მოსრულ: იყოს: რაღა: ვქნა: ცუდ: ჩემი: განავლენია:

1224. თუ: მოსრულა: უღონიოდ: შინა: ხანსა: არ: დაზმიდა: მინდორს: სადმე: წავიდოდა: მჴეცისაებრ: ველთა: ვლიდა: სჯობს: თუ: შამბშამბ: წავიარო: იგონებდა: იხედვიდა: ესე: თქუა: და: მიუქცია: მინდორთაკე: წამოვიდა:

1225. მიაცურვებს: და: იმღერის: მხიარულითა: გულითა: მართ: სახელდებით: უყივის: ჴმითა: მით: სიხარულითა: ცოტაი: წავლო: გამოჩნდა: მზე: სინათლითა: სრულითა: შამბისა: პირსა: ტარიელ: დგას: ჴმლითა: მამახულითა:

1226. ტარიელს: ლომი: მოეკლა: მით: ჴმალსა: სისხლი: სცხებოდა: შამბისა: პირსა: ქუეითი: დგა: ცხენი: არა: ხლებოდა: ყივილი: ავთანდილისა: ესმოდა: ეოცებოდა: შეხედნა: იცნა: გაიქცა: მისკენ: მირბოდა: ხლტებოდა:

1227. ჴმალი: გასტყორცა: ტარიელ: მიმართა: მისსა: ძმობილსა: ყმა: ცხენისაგან: გარდიჭრა: გვანდა: ეტლისა: სწრობილსა: მათ: ერთმანერთსა: აკოცეს: ჰგვანან: ყელგარდაჭდობილსა: ჴმა: შაქრისფერად: გაუჴდა: ვარდსა: ხშირხშირად: პობილსა:

1228. ტარიელ: მოთქუა: ტირილით: სიტყუა: ნატიფი: მჭევრები: სისხლისა: ღვარმან: შეღება: წითლად: გიშრისა: ტევრები: ალვისა: წყარო: ცრემლისა: მორწყავს: ნაკადი: ბევრები: რადგან: შენ: გნახე: რა: მგამა: პატიჟი: მჭირდეს: ბევრები: დაუჯერებლობა ნესტან დარეჯანის პოვნისა:

ტარიელისაგან მოთქმა და ტირილი და ჯერ ხანად

1229. ტარიელ: ტირს: და: ავთანდილ: სიცილით: ეუბნებოდა: გაღიმდის: ძოწი: გააპის: კბილთაგან: ელვა: ჰკრთებოდა: ეტყოდა: ვსცანო: ამბავი: შენ: რომე: გიამებოდა: აწ: გაახლდების: ყვავილი: ვარდი: აქამდის: ჭკნებოდა:

1230. ამა: ამბავსა: გიამბობ: არს: ჩემგან: მონასმინები: მასცა: მოშორდა: საწუთრო: ვის: ჰგუანდეს: ფერად: მინები: კიდე: შემოგხსნის: ჯინჯილსა: ხელობისათუის: ვინ: ები: კულა: მასვე: გიზამს: სოფელითუ: სჭმუნავ: რაცა: ინები

1231. ტარიელ: უთხრა: ჰე: ძმაო: კმა: არს: დღეს: რაცა: მლხენია: ყოველი: ჩემი: სალხინო: მინახავს: ნახვა: შენია: სხვად: ნუ: ყოს: ღთ~ნ: წამალი: არცა: რა: მოგისმენია: კაცმანმცა: სოფელს: ვით: პოვა: რაცა: რა: საქმე: ზენია: