ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

1332. მერმე ტარიელ ამბავსა კითხავს აღარა ბნდებოდა჻ შეხედნის თვალნი ამართნის შავ თეთრი ელვა ჰკრთებოდა჻ მართ ვითა ლალსა მზისაგან მას ფერი ეზარდებოდა჻ ვინ ღირსა თუმცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა჻

1333. ავთანდილს მადლი უბრძანა ქნა უყო საუბარისა჻ მე შენი ქება ვითა ვთქვა ბრძენთაგან საქებარისა჻ ვითა ზე მთისა წყარომან მომრწყე ყვავილი ბარისა჻ დამწყვიტე დენა ცრემლისა ნარგისთა ნაგუბარის჻

1334. მე ვერა გიყო ნაცვალსა ღ~თი გარდგიხდის ციერი჻ ზეგარდმო მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემმაგიერი჻ შესხდეს და შინა წავიდეს მათ ლხინი ქონდა ძლიერი჻ აწ გავეაძღო სოფელმან ასმათ აქამდის მშიერი჻

1335. ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ზის არ ბარგოსანი჻ შეხედნა იცნა ტარიელ თანა ყმა ჭარმაგოსანი჻ ორნივე ტურფად იმღერდეს ვით იადონი მგოსანი჻ მაშინვე იცნა ავარდა მოშლილი პერანგოსანი჻

1336. აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისვლა მოტირალისა჻ აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა჻ ზარ აღებული ავარდა ცნობა უც ვითა მთვრალისა჻ არ იცის სმენა ამბისა ჯერთ მისგან სასურვალისა჻

1337. მათ რა ნახეს შემოყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით჻ ჱე ასმათო მოგვივიდა მოწყალება ღ~თისა ზენით჻ ვპოვეთ მთვარე დაკარგული რაცა გწადდა იგი ვქენით჻ აწ გავხედითო ბედისაგან ცეცხლთა შრეტით ჭირთა ლხენით჻

1338. ავთანდილ ცხენსა გარდახდა ასმათის მოსახვეველად჻ მან მიყო ხელი ალვასა შტო მოყვა მოსარხეველად჻ ყელსა და პირსა აკოცებს არის ცრემლისა მფრქვეველად჻ რა სცანო რა ქენ მიამბე ვტირ შენი მოაჯე ველად჻

1339. ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა჻ ალვისა შტო დამჭნარისა მთვარისა ფერ მიხდილისა჻ უთხრა თუ ნახე ნაწერი მის პატიჟ გარდახდილისა჻ მზე მოგვეახლა მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა჻

1340. ასმათ რა ნახა უსტარი ცნა მისი დანაწერობა჻ ტერფით თხემამდის გაუხდა მას დიდი საკვირველობა჻ გაკვირდა ზარმან აიღო ათრთოლებს ვითა ხელობა჻ იტყვის რა ვნახე რა მესმის არსცა ამისი მრთელობა჻

1341. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის ეგე ამბავი მრთელია჻ ლხინი მოგვეცა მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია჻ მზე მოგვეახლა უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია჻ ბოროტსა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია჻

1342. ინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა჻ ერთმანერთსა ეხვეოდეს სიხარული ატირებდა჻ ვარდსა ზედან ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა჻ კაცსა ღ~თი არ გასწირავს თუმცა კაცი შეიგებდა჻

1343. ღ~თსა მისცეს დიდი მადლი თქვეს გვიყოო რაცა სჯობდა჻ აწყა ვსცანით უარესსა პირი თქვენი არ გაბრჭობდა჻ ინდოთ მეფე ხელ აპყრობით მხიარული ამას ხმობდა჻ ქვაბს შევიდეს მხიარულნი ასმათ რასმე მასპინძლობდა჻

1344. ტარიელ ეტყვის ავთანდილ ისმინე სიტყვა ასები჻ გიამბობ რასმე ამბავსა მოამბვედ ნუ გენასები჻ მე ოდეს ქვაბნი წაუხვენ დავხოცე დევთა დასები჻ მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ ნაფასები჻

1345. მე აგრე არა მინახავს მართ ვითა არა მნდომია჻ მოდი და გავხსნათ შევიგნეთ საჭურჭლე თუ რა ზომია჻ იამა ადგეს ორნივე არცა ქვე ასმათ მჯდომია჻ დალეწეს კარი ორმოცი მათგან არ ზედა ომია჻

1346. პოვეს საჭურჭლე უსახო კულავ უნახავი თვალისა჻ მუნ იდვა რიყე თვალისა ჴელ წმიდად განათალისა჻ ჩნდის მარგალიტი ოდენი ბურთისა საბურთალისა჻ ვინცა ქნა რიცხვი ოქროსა ვერვისგან დანათვალისა჻

1347. იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი჻ პოეს ერთი ზარადახანი აბჯრისათვის ახლად ქნილი჻ მუნ აბჯარი ყოვლი ფერი ასრე იდვა ვითა მწნილი჻ შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდილი არ გახსნილი჻

1348. ზედა ეწერა აქა ძეს აბჯარი საკვირველიო჻ ჯაჭვ მუზარადი აბჯარი ჴმალი ბასრისა მჭრელიო჻ თუ ქაჯნი დევთა შეებნენ იყოს დღე იგი ძნელიო჻ უმისჟამისოდ ვინც გახსნას იყოს მეფეთა მკულელიო჻

1349. კიდობანი გახსნეს პოეს მუნ აბჯარი სამი ტანი჻ რასაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი჻ ჯაჭვი ჴმალი მუზარადი საბარკული მათი გვანი჻ ზურმუხტისა ბუდებითა იყვნეს ვითა ლუსკუმანი჻

1350. თითომან თვითო ჩაიცვეს თავის თავს გამოსცდიდიან჻ ჯაჭ მუზარადსა აბჯარსა მართ ვერა ვერ მოკიდიან჻ ჴმალი რკინასა მოკრიან ვით ბანბის მკედსა სჭრიდიან჻ მათ უღირს ყოვლად ქვეყანად შევატყევ არ გაყიდიან჻

1351. თქვეს ესე ნიშნად გვეყოფის ვართო კარგითა ბედითა჻ ღ~თნ მოგხუედნა თვალითა ზეგარდმო მონახედითა჻ აიღეს იგი აბჯარი თავის თავისა ქედითა჻ თვითო მათ ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა჻