ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

1445. მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არ ალქატისა჻ ცხრა მარგალიტი სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა჻ კვლავ ერთი თვალი სამზგავსო მზისა შუქ მონამატისა჻ მას წინა ღამით ძალ ედვის მხატვარსა ხატვა ხატისა჻

1446. კვლავ უძღუნა თვითო ფარღული გარდასაყრელი ყელისა჻ მრგვლად გათლილისა თვალისა იაგუნდისა მრთელისა჻ კვლავ მოაქვს ერთი ტაბაკი მძლედ საჭირავი ჴელისა჻ ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქუელისა჻

1447. იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა჻ ავთანდილს უძღუნა ყუელაი არა სიტყვითა წბილითა჻ აივსო სახლი სტვირითა და ოქსინოთა ლბილითა჻ ტარიელ მადლი უბრძანა ლაღმან სიტყვითა ტკბილითა჻

1448. ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა჻ ყოვლთა დღეთა მიართმიდეს უფასოსა ძღვენსა მზასა჻ დღე და ღამე არ გასწყვეტდის ჩაგანა და ჩანგი ხმასა჻ აჰა მიხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა჻

1449. ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე ერთ სიტყვები გულისა჻ არს გული თქუენი საჩემო უფროსი ძმისა სრულისა჻ არ გემუქფების სიცოცხლე არცა მოცემა სულისა჻ მე თქუენგან ვპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა჻

1450. ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება჻ აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა მოხმარებისა წადება჻ შენ მიდი კითხე რა უნდა მან ქნას ამისი ცხადება჻ ვითა დამივსო საჴმილი ეგრე მისიცა კმა დება჻

1451. უთხრა ძმაო რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირნახულსა჻ ღ~თი მოგცემს წყალობასა მისგან ზეცით შესახულსა჻ თუ ვერა ვიქ საწადელსა შენსა შენთვის გაზრახულსა჻ არა ვნახავ სახლსა ჩემსა არ დარბაზსა არცა ხულსა჻

1452. აწ მითხარ ჩემგან რა გინდა ანუ რით მოგეხმარები჻ ვარჩევ წავიდეთ არაბედს იყავ ჩემიცა მარები჻ ტკბილი სიტყვითა გავმართოთ და ხმლითა საომარები჻ თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ მე ჩემსა არ ვექმარები჻

1453. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა჻ მას გაეცინნეს გაღიმდა შვენოდა მხიარულობა჻ თქვა თუ მეშველი რად მინდა მჭირს არავისგან წყლულობა჻ ჩემი მზე არცა ქაჯთა ყავს არცა სჭირს ლხინ ნაკლულობა჻

1454. ჩემი მზე ტახტსა ზედან ზის მორჭმული ღ~თისა ნებითა჻ საკრძალავი და უკადრი ლაღი არვისგან ვნებითა჻ არცა რა უმძიმს ქაჯთაგან არცა გრძნეულთა გრძნებითა჻ მას ზედა შველა რად მინდა რად მეჭვ რასაცა თნებითა჻

1455. რა მოვა ჩემთვის განგება ზეცით მოსრულნი ზენანი჻ ღ~თი იწადებს მომივლენ გულის სახმილთა ლხენანი჻ მაშინვე დამხვდნენ მოკუდავსა მზისა ელვათა ფენანი჻ უმისჟამისოდ ცუდია ჩემგან მი და მო რბენანი჻

1456. მიდი და კადრე ტარიელს პასუხი ჩემგან თხრობილი჻ მადლი რად უნდა მეფეო ხარ რაზომ გინდა ლმობილი჻ ვარ მუცლითგანვე დედისა თქვენად სამონოდ შობილი჻ ღ~თნ მუნამდის მიწა მყოს ვირ მეფე იყო ცნობილი჻

1457. გებრძანა შეყრა მწადიან საყვარელისა შენისა჻ ეგე არს მსგავსი გულისა ლმობიერისა თქუენისა჻ მუნა მე ჴმალი არ მიკვეთს არცა სივრცელე ენისა჻ მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა჻

1458. ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე჻ ინდოეთს გნახო მორჭმული საჯდომთა ზედა მჯდომარე჻ გვერსავე გიჯდეს მნათობი პირი ელვათა მკრთომარე჻ მებრძოლნი თქუენნი მოგესრნეს არვინ ჩნდეს მუნ მეომარე჻

1459. რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი჻ მაშინღა მივალ არაბეთს მამხვდეს მის მზისა ხლებანი჻ ოდისცა სწადდეს დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი჻ სხვა თქვენგან არა არ მინდა მძულან რასაცა თნებანი჻

1460. რა ფრიდონ კადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი჻ მან ბრძანა მაგას არა ვიქ ამას არ უნდა მისანი჻ ვითა მან პოა მიზეზი ჩემისა სულთა დგმისანი჻ ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ გულნი ძმისანი჻

1461. მიდი უთხარ ჩემაგიერ სიტყუა ჩემგან არ სათნები჻ მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები჻ ვეჭვ მრავალი დამეხოცოს მონა მისგან საყვარლები჻ ვითხოვ ხოლო შენდობასა ეგეთიღა მოვბრუნდები჻

1462. ესე უთხარ ამის მეტსა მოციქულობ ნურას ნუო჻ ხვალე წასულა არ დავშალო არცა სიტყვა გავათუო჻ მე არ მიზამს არაბთ მეფე რომე სიტყუა გავიცრუო჻ ამოდ ვთხოვო ქალი მისი შევეხვეწო შევაგუო჻

1463. უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა჻ არ დადგებისო ცუდია შენგან ცდისაღა თქმულობა჻ მას დაუმძიმდა მოედვა კვლავ გულსა კვამლ ალმულობა჻ ასრე ჴამს რიდი მეფეთა ყმათაგან მოკრძალულობა჻

1464. ავთანდილ მივა მუხლ მოყრით ტარიას შესახვეწელად჻ ფერჴთა ეხვევის აკოცებს აღარ შეხედავს ზე წელად჻ ეტყუის კმა რაცა შევცოდე როსტანს წლეულად მე წელად჻ კულავ ნუ მიქ ერთგულობისა გამტეხლად დაცამლეწელად჻