ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

1465. რასაცა ლამი არ მოგცემს მას ღ~თისა სამართალია჻ გამზრდელსა ჩემსა ვით ვკადრო მე საქმე სამუხთალია჻ მე მისთვის ჴელი ვით გავძრა ვინ ჩემთვის ფერ ნამკრთალია჻ ვით მოიჴმაროს მონამან პატრონსა ზედა ჴრმალია჻

1466. ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს჻ ვაი თუ გაწყრეს გაგულისდეს კუშტი გულსა შიაურვებს჻ ამბავსაცა დამიძვირებს ჭვრეტისათვის მამასურვებს჻ შენდობასა ხორციელი კაცი ვერა დამიურვებს჻

1467. ტარიელ უთხრა სიცილით მან მზემან შუქ ნაფენამან჻ ჴელი მოკიდა ავთანდილს ამართა ააყენა მან჻ მიყოო კარგი ყუელაი მომართებამან შენამან჻ მაგრა სჯობს შენცა გალხინოს ჩემან შენითა ლხენამან჻

1468. დია მძულს მეტი მოყვრისა შიში კრძალვა და რიდობა჻ მძულს გაუწყვედლად კუშტობა და სულ მძიმობა დიდობა჻ თუ მოყვარეა გულისა ქნას ჩემკენ მონაზიდობა჻ თვარე მე ჩემად იგ მისად დია სჯობს კიდის კიდობა჻

1469. მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყუარელისა჻ არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა჻ რადმცა რა ვკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა჻ ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა჻

1470. ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით჻ რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით჻ რადგან ბოლო შეყრავეა სიშორესა ვით ეთნებით჻ დააშვენეთ ერთმანერთი თავის თავის ნუ დასჭკნებით჻

1471. რა ავთანდილ ტარიასგან ცნა წასვლასა არ დაშლიდა჻ არა კადრა შეცილება საუბარსა ზედან რთვიდა჻ ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა჻ თანა წაყუა განაღამცა მას თანავე გზასა ვლიდა჻

ტარიელისაგან ქვაბსვე მისვლა მეორედ და საჭურჭლეთა ნახვა჻

1472. ამ საქმესა დაფარულსა ბრძენ დიონოს გააცხადებს჻ ღ~თი კეთილს მოავლინებს არ ბოროტსა არ დაბადებს჻ ავსა წამ ერთ შეამოკლებს კარგსა ხანგრძლად გააკვლადებს჻ თავსა მისსა უკეთესსა უზადო ყოფს არ აზადებს჻

1473. ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი იგი მზენი჻ თანა მიყავს პირი მზისა ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი჻ კიდავს ბროლსა ყორნის ბოლო ჩაწყობილი დანათხზენი჻ მუნ ბალახშსა აშვენებდეს სინატიფე სინაზენი჻

1474. იგი მზე უჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს჻ მინადირობდეს ნადირსა მუნ სისხლსა დაადინებდეს჻ სადაცა დახვდის ქვეყანა მჭვრეტელთა მოალხინებდეს჻ მოეგებნიან სძღნობდიან აქებდეს არ აგინებდეს჻

1475. მას გვანდეს თუცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა჻ იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა ბრძნათ მოუბარეთა჻ შიგან მათ დიდთა მინდორთა ყოვლგნით კაც მიუმხუდარეთა჻ სად ყოფილ იყო ტარიელ მიხვდა იმ კლდისა არეთა჻

1476. ტარიელ ბრძანა მე მმართებს დღეს თქუენი მასპინძელობა჻ მუნ მივალ სადა ყოფილ ვარ მჭირდა სადამდის ხელობა჻ მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან მას უც ჴორცისა ჴმელობა჻ მე რომე გიძღვნი ტურფათა აქოთ ლარისა ჭრელობა჻

1477. მივიდეს შიგან გარდაჴდეს ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა჻ ასმათს უცს ჴორცი ირმისა იქს მასპინძლობა კვეთასა჻ ამხანაგობდეს ლაღობდეს წასვლასა მათ საქმეთასა჻ ღ~თსა მადლობდეს შეცულასა ლხინად ჭირისა დღეთასა჻

1478. მოიარეს ქვაბოვანნი თამაშობდეს მხიარულნი჻ პოვნეს იგი საჭურჭლენი ტარიასგან დაბეჭდულნი჻ ვერცა ვისგან დანათვალნი ვერცა ვისგან შეგებულნი჻ არ იტყვიან არა გვაქვსო იგ ამისთვის გულ ნაკლული჻

1479. უბოძა ტურფა მრავალი მათ მათი შესადარები჻ კვლავ ფრიდონისნი აავსნა სპა ყუა თუ სპასალარები჻ აივსო კაცი ყუელაი მაშინ მათ თანა ნარები჻ მაგრა ძევს რომე საჭურჭლე გვანდა კაც დაუკარები჻

1480. ფრიდონს უთხრა ვალი შენი ჩემგან ძნელად გარდიხდების჻ მაგრამ თქმულა კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წაჴდების჻ აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების჻ შენი იყოს ყუელაკაი შენ წაიღე ვითა გხვდების჻

1481. ფრიდონ მდაბლად თაყვანისცა კადრა მადლი მეტის მეტი჻ მე მეფეო რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი჻ მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს ვინმცა იყო ვითა კეტი჻ ჩემი ლხინი მუნამდისა ვირე ვიყო შენი მჭვრეტი჻

1482. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად჻ სახლსა მისსა მისაღებლად მის ყველასა საჭურჭლისად჻ აწ მუნითგან გაემართნეს არაბეთით მივლად გზისად჻ ავთანდილა გალეული შესაყრელად მთვარე მზისად჻

1483. მიხვდეს არაბთა საზღვარსა რა ვლეს მრავალნი ხანები჻ დახვდა სოფლები ციხები ჴშირ ჴშირად თანის თანები჻ მუნ შიგა მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები჻ ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები჻