ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

1312. თუ მოსრულა უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა჻ მინდორს სადმე წავიდოდა მხეცისაებრ ველთა ვლიდა჻ სჯობს თუ შამბ შამბ წავიარო იგონებდა იხედვიდა჻ ესე თქვა და მიუქცია მინდორთაკე წამოვიდა჻

1313. მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა჻ მართ საახელდებ უყივის ჴმითა მით სიხარულითა჻ ცოტაი წავლო გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა჻ შამბისა პირსა ტარიელ დგას ჴმლითა მომახულითა჻

1314. ტარიელს ლომი მოეკლა მით ჴმალსა სისხლი სცხებოდა჻ შამბისა პირსა ქვეითი დგა ცხენი არა ხლებოდა჻ ყივილი ავთანდილისა ესმოდა ეოცებოდა჻ შეხედნა იცნა გაიქცა მისკენ მირბოდა ხლტებოდა჻

1315. ჴმალი გასტყორცა ტარიელ მიმართა მისსა ძმობილსა჻ ყმა ცხენისაგან გარდიჭრა გვანდა ეტლისა სწრობილსა჻ მათ ერთმანერთსა აკოცეს გვანან ყელ გარდაჭდობილსა჻ ჴმა შაქრის ფერად გაუხდა ვარდსა ხშირ ხშირად პობილსა჻

1316. ტარიელ მოთქუა ტირილით სიტყუა ნატიფი მჭევრები჻ სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები჻ ალვისა წყარო ცრემლისა მორწყავს ნაკადი ბევრები჻ რადგან შენ გნახე რა გამა პატიჟი მჭირდეს მე რვები჻

1317. ტარიელ ტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა჻ გაღიმდის ძოწი გააპის კბილთაგან ელვა კრთებოდა჻ იტყოდა ვსცანო ამბავი შენ რომე გიამებოდა჻ აწ გაახლდების ყვავილი ვარდი აქამდის ჭკნებოდა჻

1318. ტარიელ უთხრა ჱე ძმაო კმარს დღესა რაცა მლხენია჻ ყოველი ჩემი სალხინო მინახავს ნახვა შენია჻ სხვად ნუ ყოს ღ~თნ წამალი არცა რა მოგისმენია჻ კაცმანცა სოფელს ვით პოვა რაც არა საქმე ზენია჻

1319. რა ტარიელ არ შესჯერდა ავთანდილცა არ დაწყნარდა჻ მის ამბისა დაყოვნება ვეღარ გასძლო აუჩქარდა჻ გამოიღო რიდე მისი ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა჻ რა ტარიელ ნახა იცნა გამოუღო შემოვარდა჻

1320. წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გაცაშალა მან჻ პირსა დაიდვა დაეცა ვარდმან ფერითა მკრთალამან჻ სულნი გაექცნეს მოდრიკნა თავი გიშრისა ტალამან჻ მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ კაენ ვერცა სალამან჻

1321. ავთანდილ უჭურეტს ტარიელს უსულოდ ქვე მდებარესა჻ შეფრინდა შველად მიმართა მას ტკბილად მოუბარესა჻ ვერა ვერ არგო დამწვარსა სრულად ცეცხლ ნადებარსა჻ მისთა ნიშანთა სიცოცხლე მართ მისი მიიბარესა჻

1322. ავთანდილ დაჯდა ტირილად ტირს ხმითა შვენიერითა჻ ყორანსა გაგლეჯს ხშირ ხშირად აფრთხობს ბროლისა ჭერითა჻ გახეთქა ლალი გათლილი ანდამატისა კვერითა჻ მუნით წყარონი გამოხდეს ძოწსა ვამსგავსე ფერია჻

1323. პირსა იხოკს ღაწუთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა჻ რაცა ვქენო არ უქნია არცა შმაგსა არცა რეტსა჻ წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა ძნელად დასაშრეტსა჻ ჩქარად ეცეს ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის მეტსა჻

1324. მე მოვკალ ჩემი მოყვარე რა მმართებს გაწბილებულსა჻ თავსა ვაბრალობ საქმესა არ დასმით გაგონებულსა჻ ცრუ კაცი კარგა ვერა იქს საქმესა გაძნელებულსა჻ თქმულა სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა჻

1325. უცნობო ქნილი ტარიელ ძეს მსგავსად ნატუსალისად჻ ავთანდილ ადგა გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად჻ მან პოვა სისხლი ლომისა მოაქვს სავსებლად ალისად჻ მკერდსა დაასხა გავეხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად჻

1326. ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა჻ ტარიელ შეკრთა შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა჻ თვალნი აახვნა მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა჻ ლურჯათ ჩანს შუქი მთვარისა მზისგან შუქ ნაკრთომისა჻

1327. ზამთარი ვარდთა გაახმობს ფურცელნი ჩამოსცვივიან჻ ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს გვალვასა ჩივიან჻ მაგრა მაზედა ბულბულნი ტურფასა ჴმასა ყივიან჻ სიცხე სწვავს ყინვა დააზრობს წყლულნი ორჯელვე სტკივიან჻

1328. აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია჻ ჭირსა და ლხინსა ორზედვე ზედან მართ ვითა ხელია჻ მიწყივ წყლულდების საწუთრო მისი აროდეს მრთელია჻ იგი მიენდოს სოფელსა ვინცა თავისი მტერია჻

1329. ტარიელ ნახა ნაწერი კვლაცა მკვლელისა მისისა჻ იკითხავს თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა჻ დაუყვის ცრემლმან სინათლე ბნელად ჩანს შუქი დღისისა჻ ავთანდილ ადგა დაუწყო თხრობა სიტყვისა მქისისა჻

1330. იტყვის თუ ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისა჻ აწ რადღა გვმართებს ტირილი ჴამს დავსხდეთ ქნად ღიმილისა჻ ადეგ წავიდეთ საძებრად მის მზისა წახდომილისა჻ ადრე მიგიყუან მიყვანა არს შენგან მონდომილისა჻

1331. ვითა გვმართებს გახარება პირველ აგრე გავიხარნეთ჻ მერმე შევსხდეთ გავემართნეთ ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ჻ ჴმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ მათნი ზურგით დავიყარნეთ჻ უჭირველნი შემოვიქცეთ იგი მძორთა დავადარნეთ჻