ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისვლა჻

1408. ზღვათა მეფესა წინაშე გაგზავნა მახარობელი჻ შესთვალა მოველ ტარიელ მტერთა მძლე მოსრვით მსპობელი჻ ქაჯეთით მამყავს ჩემი მზე ჩემი ლახვართა მსობელი჻ მწადიან გნახო პატივით ვითა მამა და მშობელი჻

1409. აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია჻ მეფეო კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია჻ ფატმანს უხსნია ჩემი მზე დედებია და სდებია჻ ამისად მუქაფად რა გიძღვნა მძულს ცუდი ნაქადებია჻

1410. მოდი გნახენ გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე჻ სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი ჩემგან შეიწირე჻ კაცნი შენნი შეაყენენ ციხე მაგრად დაიჭირე჻ მე ვისწრაფი ვერა გნახავ შენ წამოდი ჩემ კერძ ირე჻

1411. თქუენ უბრძანე ჩემმაგიერ უსენს ქმარსა ფატმანისსა჻ გამოგზავნოს იამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა჻ მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასამცა სხვადღა ვისსა჻ ვინ მზესაცა უნათლეა ასრე ვითა ბროლი ფისსა჻

1412. რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა჻ წესია გული გაკრთების ამბავსა გასაკრთომელსა჻ მისცა მადლი და დიდება ღ~თსა მართლისა მბრჭობელსა჻ მაშინვე შეჯდა არ უნდა მისვლა სხვასაღა მხმობელსა჻

1413. ბარგი აკიდა გააგო ქმნა ქორწილისა მათისა჻ მას მოაქუს რიცხვი ტურფათა არს სიდიადე სათისა჻ ფატმან ყავს თანა იარეს სავალი დღისა ათისა჻ უხარის ნახვა ლომისა და მზისა ხმელთა მნათისა჻

1414. შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა჻ გარდახდეს მდაბლად აკოცეს გარესწყდეს ჯარსა სპათასა჻ შეასხეს ქება ტარიელს მან მადლი გაუათასა჻ ქალი რა ნახეს სტრფიალობს შუქსა მას ბროლ ბაკმათასა჻

1415. ფატმან ხათუნს მისსა მჭვრეტსა ედებოდა ცეცხლი ნელი჻ მოეხვია გარდუკოცნა ხელი ფერხი პირი ყელი჻ იტყვის ღ~თო გემსახურო გამინათლდა რადგან ბნელი჻ ვსცან სიმოკლე ბოროტისა კეთილია შენი გრძელი჻

1416. ქალი ფატმანს ეხვეოდა ტკბილად იტყვის არ გამწყრალი჻ ღ~თნ გული გამინათლა გახეთქილი გაცამწყრალი჻ აწ აგრე ვარ გავსებული წინას ვიყავ ვითა მცხრალი჻ მზემან შუქნი შემომადგნა ვარდი მით ვჩან არ დამზრალი჻

1417. ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა჻ ქაჯეთიცა დაუმადლა არ გაუშვა დღესა შვიდსა჻ უხვად გასცემს საბოძვარსა საჭურჭლესა ანაკიდსა჻ პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთდეს ვითა ხიდსა჻

1418. მუნ იდვის გორი ლარისა სტავრისა და ატლასისა჻ ტარიელს უძღვნა გვირგვინი ვერ დანადები ფასისა჻ იაგუნდისა მრთელისა ყვითლისა მეტათ ხასისა჻ კვლავ ერთი ტახტი ოქროსა წითლისა მართ ხალასისა჻

1419. ნესტან დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა შემკული თვალითა჻ იაგუნდითა წითლითა ბადაჴშითა და ლალითა჻ დასხდეს ორნივე ქალ ყმანი პირითა ელვა მკრთალითა჻ მათნი მჭურეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა჻

1420. ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი ძღვენი჻ ძვირფასისა უნაგირი უკეთესი თვითო ცხენი჻ თითო კაბა თვალიანი უცხო ფერთა შუქთა მფენი჻ მოახსენეს მადლი რა ვთქვათ სვიანამცა დავლა თქვენი჻

1421. ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა სიტყვითა ენითა჻ დიდად ვიამე მეფეო პირველ ნახვითა შენითა჻ მერმე აგვავსენ მრავლითა ტურფა ფერითა ძღვენითა჻ ვიცი შორი შორ არ ჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვჰქენითა჻

1422. ზღვათა მეფე მოახსენებს ხელმწიფეო ლომო ქველო჻ მოახლეთა სიცოცხლეო ვერ მჭვრეტელთა შორით მკლულო჻ მგზავსი თქუენი რამცა მეძღვნა შვენიერო სანახველო჻ რა მოგშორდე რა მერგების საჭვრეტელად სასურველო჻

1423. ტარელ ფატმანს უბრძანა მე თავი შენი მიდია჻ დავ გული შენი ჩემზედა გარდაუჴდელი დიდია჻ აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია჻ მამიცემია წაიღე არ კიდე მომიყიდია჻

1424. ფატმან ხათუნ თაყვანისცა კადრებს მადლსა მეტის მეტსა჻ მე მეფეო შენი ნახვა მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა჻ რა მოგშორდე რა ვიქნები მე დამაგდებ ვითა რეტსა჻ ახ ნეტარძი მოახლეთა ვაგლახ თქვენსა ვერა მჭვრეტსა჻

1425. ზღვათა მეფესა ეტყვიან ორნივე შუქთა მაფენი჻ კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი჻ უთქუენოდ მყოფთა არ გვინდა ნიშაგნი ნაჩანგ დაფენი჻ მაგრა გაგვიშვენ ჟამია წავიდეთ ვართ მოსწრაფენი჻

1426. შენ იყავ მამა მშობელი და ჩვენი საესავიო჻ მაგრა ამასცა ვიაჯით გვიბოძოთ ერთი ნავიო჻ მეფემან ბრძანა არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო჻ რადგან ისწრაფი რა გკადრო წა გიწინამძღვრდეს მკლავიო჻