ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

1274. ხედავცა ჩემო სოფელი რათა საქმეთა მქნელია჻ რაზომცა ნათობს სინათლე ჩემთვის ეგრეცა ბნელია჻ ბრძენნი იცნობენ სწუნობენ მით მათგან საწუნელია჻ უშენოდ ჩემი სიცოცხლე ვამე რა დიდი ძნელია჻

1275. ხედავ ჩემო ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან჻ ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან჻ ნეტარ რა ქნას უშენომან გულმან შენგან დალახრულმან჻ გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან჻

1276. შენმან მზემან აქანამდის შენ ცოცხალ არ მეგონე჻ ჩემი მეთქვა გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე჻ აწ რა მესმა შემოქმედი ვადიდე და ღ~თსა ვმონე჻ ჩემი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა შევაწონე჻

1277. შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად჻ გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად჻ მამიგონებდი გახსოვდე მე შენთვის დაკარგული სად჻ ვზი მზრდელი სიყვარულისა მის შენგან დანერგულისად჻

1278. სხვად ჩემო ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების჻ ენა დაშვრების მოსმენით არვისგან დაიჯერების჻ ფატმან წამგვარა გრძნეულთა ღ~თიმცა მის ეტერების჻ აწ კვლავ ქნა იგი სოფელმან რაცა მას შეეფერების჻

1279. აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მიმისართა჻ არ დასჯერდა ბედი ჩემი მას პატიჟთა მრავალ გვართა჻ კვლაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა ძნელად საომართა჻ ბედმან გვიყო ყველაკაი ჩემო რაცა დაგვემართა჻

1280. ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა თვალნი ძლივ გარდასწვდებიან჻ გზა გვირაბითა შემოვა მცველნი მაზედა დგებიან჻ დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან჻ მათთა შემბმელთა დაჴოცენ მართ ცეცხლად მოედებიან჻

1281. ნუთუ ესენი გეგონენ სხვათა მებრძოლთა წესითა჻ ნუცა მე მამკლავ ჭირითა ამისგან უარესითა჻ შენ მკვდარსა გნახავ დავიწვი ვითა აბედი კვესითა჻ მოგშორდი დამთმე გულითა კლდისაგანც უმაგრესითა჻

1282. შენ საყვარელო ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა჻ ჩემი სთქვა სხვათა მიხვდების იგი ალვისა ტანითა჻ ამაა სიცოცხლე უშენო ვარ აქამდისცა ნანითა჻ ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ ანუ მოვიკლავ დანითა჻

1283. შენმან მზემან უშენოსა არვის მიხვდეს მთვარე შენი჻ შენმან მზემან ვერვის მიხვდეს მოცავიდენ სამნი მზენი჻ აქა თავსა გარდავიქცევ ახლოს მახლვან დიდნი კლდენი჻ სული ჩემი შეივედრე ზეცით მამხვდენ ნუთუ ფრთენი჻

1284. ღ~თსა შემვედრე ნუთუ კულავ დამხსნა სოფლისა შრომასა჻ ცეცხლსა წყალსა და მიწასა ჰაერთა თანა ძრომასა჻ მამცნეს ფრთენი და ავფრინდე მივხვდე მას ჩემსა ნდომასა჻ დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა჻

1285. მზე უშენოდ ვერ იქნების რადგან შენ ხარ მისი წილი჻ გაღანამცა მას იახლე მისი ეტლი არ თუ წბილი჻ მუნა გნახო მანდვე გსახო გამინათლო გული ჩრდილი჻ თუ სიცოცხლე მწარე მქონდეს სიკუდილიმცა მქონდეს ტკბილი჻

1286. მე სიკუდილი აღარ მიმძიმს შემოგვედრებ რადგან სულსა჻ მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე ჩამრჩა გულსა჻ მომეგონოს მოშორვება მემატების წყლული წყლულსა჻ ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ ჩემო ჩემსა სიყვარულსა჻

1287. წადი ინდოეთს მიმართე არგე რა ჩემსა მშობელსა჻ მტერთაგან შეიწრებულსა ყოვლგნით ჴელ აუპყრობელსა჻ გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა჻ მომიგონებდი მტირალსა შენთვის ცრემლ შეუშრობელსა჻

1288. რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა კმა საჩივარად჻ ცან სამართალი მართალი გულისა გულსა მივარად჻ შენთვის მოვკვდები გავხდები ყორანთა დასაყივარად჻ ვირე ცოცხალ ვარ გეყოფი სატირლად და სატკივარად჻

1289. აჰა ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა჻ გარდმიკვეთია ალამი ჩემო ერთისა კიდისა჻ ესეღა დამრჩეს სანაცლოდ მის იმედისა დიდისა჻ რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა჻

1290. ესე წიგნი საყვარელსა მისსა თანა მინაწერი჻ რა დაწერა გარდაკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი჻ თავ მოხდილსა დაუშვენდა სისხო სიგრძე თმათა წვერი჻ ალვისაგან სული მოქრის ყორნის ფრთათათ მონაბერი჻

1291. იგი მონა წამოვიდა გულანშაროს მიმავალი჻ წამ ერთ მიხდა ფატმანისსა დღე იარა არ მრავალი჻ რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი჻ ჴელ აპყრობით ღ~თსა მადლობს ცნობა სრული არა მთვრალი჻

1292. ფატმანს უთხრა გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი჻ დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუჴდელი჻ წავალ დგომად აღარა მცალს დრო მოსულა შარშანდელი჻ ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ ამწყუედელი჻

1293. ხათუნმან უთხრა ჱე ლომო ცეცხლი აწ უფრო ცხელდების჻ მოეშორვების ნათელსა გული ამისთვის ბნელდების჻ ისწრაფე ჩემი ნუ გაგვა ხელი ეგრეცა ხელდების჻ თუ ქაჯნი მოგესწრებიან მუნ მისლვა გაგიძნელდების჻