... (Q-1082), XVII ს.

1176. შენ: ორთა: დამჴსენ: გრძნეულთა: გამიადვილე: ჭირები: აწ: აქა: სრულთა: ქაჯთაგან: ვარ: ასრე: დანამჭირები: ერთსა: მცავს: ერთი: სამეფო: ბევრჯელ: ათასი: გმირები: ავად: მამიჴდა: თათბირი: და: ჩემი: დანაპირები:

1177. სხვაამბავი: აქაური: მეტი: რამცა: მოგიწერე: ქაჯთა: მეფე: არ: მოსრულა: არცა: მოვლენ: ქაჯნი: ჯერე: მაგრამ: სპანი: უთვალავნი: მცვენ: და: მათი: სიალფერე: რასა: ჰქუიან: ძებნა: ჩემი: არ: ეგების: დაიჯერე:

1178. ვინცაღა: ჩემი: მძებნელი: მოსრულა: ცუდ: მაშურალია: იჭირვის: იწვის: ენთების: ჩემი: სწვავს: ცეცხლებრ: ალია: მაგრა: მას: ვჰნატრი: უნახავს: მზე: ამად: არ: დამზრალია: უმისოდ: ჩემი: სიცოცხლე: ვაიმე: რა: დიდი: ბრალია:

1179. შენ: ამბავი: არ: გიამბე: მაშინ: ამად: დაგიმალე: ვერ: იტყოდა: ენა: ჩემი: თავი: ჭირთა: გავაკრძალე: გეხვეწები: საყუარელსა: შემახვეწე: შემაბრალე: ნუ: წამოვა: ძებნად: ჩემად: მიუწერე: შეცასთუალე:

1180. მე: რომ: მჭირს: კმარის: ნუ: მომკლავს: ამისითავე: სწორითა: მას: მკვდარსა: ვნახავ: მოვკუდები: მე: სიკუდილითა: ორითა: ვერას: ვინ: მარგებს: დასტურად: ვიცი: არ: რამე: ჭორითა: არ: დაგმორჩილდეს: დამქოლე: შავისა: ქუისა: ყორითა:

1181. გეთქვა: ნიშნისა: გაგზავნა: აწ: ესე: განამჟღავნია: მისეულთავე: რიდეთა: ნაკვეთი: გამიგზავნია: ესენი: ჩემთვის: მის: გამო: ტურფანი: სანახავნია: თუცა: თუ: ფერად: ბედისა: ჩემისა: მსგავსად: შავნია:

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელ თანა მიწერილი:

1182. აწ: საყუარელსა: მიუწერს: გულამოსკუნილი: მტირალი: მისმანვე: ცრემლმან: დაუვსის: ვის: ედებოდა: ვის: ალი: დაწერა: წიგნი: მსმენელთა: გულისა: გასაგმირალი: ვარდი: გააპის: გამოჩნდის: მუნ: ბროლი: გამომჭუირვალი:

1183. ჰე: ჩემო: ესე: უსტარი: არს: ჩემგან: მონაღვაწები: ტანი: კალმად: მაქუს: კალამი: ნაღველსა: ამონაწები: მე: გული: შენი: ქაღალდად: გულსავე: ჩემსა: ვაწები: გულო: შავგულო: დაბმულხარ: ნუ: აეჴსნები: აწ: ები:

1184. ხედავცა: ჩემო: სოფელი: რათა: საქმეთა: მქმნელია: რაზომცანათობს: სინათლე: ჩემთუის: ეგრეცა: ბნელია: ბრძენნი: იცნობენ: სწუნობენ: მით: მათგან: საწუნელია: უშენოდ: ჩემი: სიცოცხლე: ვაიმე: რა: დიდი: ძნელია:

1185. ხედავ: ჩემო: ვით: გაგვყარნა: სოფელმან: და: ჟამმან: კრულმან: ვეღარ: გნახე: საყუარელი: მხიარული: მხიარულმან: ნეტარ: რა: ქნას: უშენომან: გულმან: შენგან: დალახრულმან: გაგიცხადა: დამალული: გონებამან: დაფარულმან:

1186. შენმან: მზემან: აქანამდის: შენ: ცოცხალ: არ: მეგონე: ჩემი: მეთქუა: გარდასრულდა: სიცოცხლე: და: ყოვლი: ღონე: აწ: რა: მესმა: შემოქმედი: ვადიდე: და: ღ~თსა: ვმონე: ჩემი: ყუელა: აქამდისი: ჭირი: ლხინსა: შევაწონე:

1187. შენი: სიცოცხლე: მეყოფის: ჩემად: იმედად: გულისად: გულისა: ერთობ: წყლულისა: და: ასრე: დადაგულისად: მამიგონებდი: გაჴსოვდე: მე: შენთუის: დაკარგული: სად: ვზი: მზრდელი: სიყუარულისა: მის: ჩემგან: დანერგულისად:

1188. სხვად: ჩემო: ჩემი: ამბავი: ჩემგან: არ: მოგეწერების: ენა: დაშვრების: მოსმენით: არვისგან: დაიჯერების: ფატმან: წამგვარა: გრძნეულთა: ღ~თიმცა: მას: ეტერების: აწ: კვლავქნა: იგი: სოფელმან: რაცა: მას: შეეფერების:

1189. აწ: სოფელმან: უარესი: ჭირი: ჭირსა: მომისართა: არ: დასჯერდა: ბედი: ჩემი: მას: პატიჟთა: მრავალ: გვართა: კვლაცა: მიმცა: შესაპყრობლად: ქაჯთა: ძნელად: საომართა: ბედმან: გუიყო: ყუელაკაი: ჩემო: რაცა: დაგუემართა:

1190. ციხეს: ვზი: ეგზომ: მაღალსა: თვალნი: ძლივ: გარდასწვდებიან: გზა: გვირაბითა: შემოვა: მცველნი: მუნ: ზედა: დგებიან: დღისით: და: ღამით: მოყმენი: ნობათსა: არ: დასცდებიან: მათთა: შემბმელთა: დაჰჴოცენ: მართ: ცეცხლად: მოედებიან:

1191. ნუთუ: ესენი: გეგონნეს: სხვათა: მებრძოლთა: წესითა: ნუცა: მე: მამკლავ: ჭირითა: ამისგან: უარესითა: შენ: მკუდარსა: გნახავ: დავიწვი: ვითა: აბედი: კუესითა: მოგშორდი: დამთმე: გულითა: კლდისაცა: უმაგრესითა:

1192. შენ: საყუარელო: ნუ: სჭმუნავ: ჭმუნვითა: ამისთანითა: ჩემი: სთქუა: სხვათა: მიხუდების: იგი: ალვისა: ტანითა: არამ: სიცოცხლე: უშენოდ: ვარ: აქამდისცა: ნანითა: ან: თავსა: კლდეთა: ჩავიქცევ: ანუ: მოვიკლავ: დანითა:

1193. შენმან: მზემან: უშენოსა: ვერვის: მიხვდეს: მთვარე: შენი: შენმან: მზემან: ვერვის: მიხვდეს: მოცავიდენ: სამნი: მზენი: აქა: თავსა: გარდავიქცევ: ახლოს: მახლვან: დიდნი: კლდენი: სული: ჩემი: შეივედრე: ზეცით: მამხვდენ: ნუთუ: ფრთენი:

1194. ღ~თსა: შემვედრე: ნუთუ: კვლავდამხსნა: სოფლისა: შრომასა: ცეცხლსა: წყალსა: და: მიწასა: ჰაერთა: თანა: ძრომასა: მომცნეს: ფრთენი: და: აღვფრინდე: მივხუდე: მას: ჩემსა: ნდომასა: დღისით: და: ღამით: ვხედვიდე: მზისა: ელვათა: კრთომასა: