ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

1197. მოვიდა სითმე ღარიბი მონა მოყვსითა სამითა჻ მონა მონურად მოსილი სხვანი მგზავრულად ხამითა჻ სასმელ საჭმელი მოიღეს ქალაქს ნასყიდი დრამითა჻ სმიდეს სჭამდეს და უბნობდეს სხდეს მხიარულნი ამითა჻

1198. მე უყურებდი უჭვრეტდი თქვეს ამოდ გავიხარენით჻ მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით჻ არცა რა ვიცით ვინ ვინა ანუ სით მოვიარენით჻ ხამს ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა უთხრათ ბარ ენით჻

1199. მათ სხვათა მათი ამბავი თქვეს ვითა მგზავრთა წესია჻ მონამან უთხრა ჱე ძმანო განგება რამე ზესია჻ მე მარგალიტსა მოგიმკი თქვენ ქვრიმა დაგითესია჻ ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია჻

1200. მე ვარო მონა მეფისა მაღლისა ქაჯთა მფლობლისა჻ მათ მიხვდა ცემა სენისა მათისა დამამჴობლისა჻ მოგვიკვდა შემწე ქვრივისა შემწყნარებელი ობლისა჻ აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის უმჯობესად მშობლისა჻

1201. დულარდუხტ არის დიაცი მაგრა კლდე ვითა ლოდია჻ ვისცა არ დაკოდს ყმა მისი ვერავის დაუკოდია჻ მას უსხენ წურილნი ძმის წულნი როსან და ერთი როდია჻ აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ზის მორჭმული წოდია჻

1202. გვესმა ამბავი ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა჻ შეიჭირვებდეს ვეზირნი დაშალეს ქნა ხალვათისა჻ ვითა ვკადროთო დავსება პირისა ხმელთა მნათისა჻ როშაქ მონაა თავადი მონისა ბევრ ათასისა჻

1203. როშაქ ბრძანა მოცავინ მკლავს მე ტირილსა არ დავხვდები჻ მინდორს წავალ ვიმეკობრებ ალაფითა ავივსები჻ შინა მოვალ შოებული ადრე ზედა მოვესწრები჻ მეფე დისა დატირებად წავიდოდეს წაცავყვები჻

1204. გვითხრა მისთა ხელისათა წავალ თანა წამომყევით჻ წაგვიტანა მონა ასი ყველაკაი მისგან რჩევით჻ დღისით მზისით ვმეკობრობდით ღამეთაცა ვიყვნით თევით჻ დია ვლეწეთ ქარავანი ლარი ჩვენკენ გარდმოვდევით჻

1205. მინდორ მინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა჻ დიდი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა჻ ვთქვით თუ მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედან ჴმელსა჻ დაბნეული მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა჻

1206. ზოგთა თქვეს არის ცისკარი ზოგთა თქვეს არის მთვარეო჻ მას დარაზმულთა მივმართე ახლოსცა ვნახეთ ბარეო჻ შორს მოუარეთ მივედით შემოვადეგით გარეო჻ მით ნათლიდაღმე გამოხდა ხმა ჩვენი მოუბარეო჻

1207. გვითხრა ვინ ხართ ცხენოსანნო თქვენ სახელნი თქვენი თქვენით჻ გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ მერიდენით჻ ესე გვესმა მოვადეგით ალყად გარე მოვერტყენით჻ პირმზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით჻

1208. უჭურიტეთ პირსა მნათობსა ელვათა მოელვარებსა჻ მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა჻ ძვირ ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა჻ კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა჻

1209. კულავ ვეუბენით მას მზესა ტკბილ მოუბრითა ენითა჻ არ მონა იყო ტყუოდა ჩვენ ესე შევიგენითა჻ როშაქ შეატყო ქალობა გვერდსა წაუდგა ცხენითა჻ აღარ გაუშვით დაჭირვა ვკადრეთ ხელითა ჩვენითა჻

1210. კულავ ვჰკითხეთ გვითხარ მართალი საქმე შენ მზეებრ ნათლისა჻ ვისი ხარ ვინ ხარ სით მოხვალ მანათობელი ბნელისა჻ მან არა გვითხრა გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა჻ რა საბრალოა გავსილი მთვარე ჩანთქმული გველისა჻

1211. არცა რა ცხადი ამბავი არცა რა დასამალავი჻ არა არ გვითხრა ვინ იყო ან ვისგან ნამუხთალავი჻ ქუშ ქუშათ გვეუბნებოდა კუშტი თავისა მკრძალავი჻ ვითა ასპიტი მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი჻

1212. როშაქ გვიბრძანა ნუ კითხავთ აწ თურე არ სათქმელია჻ იმისა საქმე უცხოა საამბობლადცა ძნელია჻ ბედი მეფისა ჩვენისა ასთაგან სანატრელია჻ მით რომე ღ~თი მას მისცემს რაც უფრო საკვირველია჻

1213. ესე ღ~თსა მისაგურელად მისად ჩვენთვის მოუცდია჻ მიუტანოთ არმაღანად დაგვიმადლებს მეტად დია჻ თუ დავმალავთ დავმჟღავნდებით მეფე ჩვენი ამაყია჻ პირველ მათი შეცოდება მერმე დიდი აუგია჻

1214. მივამოწმენით თათბირნი არ კიდე გავაკიდენით჻ დავბრუნდით ქაჯეთს მივმართეთ მზესა წინ მოვეკიდენით჻ არცარა ვკადრეთ ჴელდაჴელ არცა თუ წავეკიდენით჻ იგი ტირს ღაწვსა გულმდუღრად ჩარცხის ცრემლისა კი დენით჻

1215. მე როშაქს ვკადრე გამიშვი კვლავ ადრე თქვენი მხლებელი჻ აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი჻ მან გამამიშვა აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი჻ თანა წავიტან წაცავალ მე მათი ზედა მსწრებელი჻

1216. მათ კაცთა დიდად იამა ესე ამბავი მონისა჻ მე გავიგონე შერემშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა჻ მენიშნა ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა჻ ცოტაი ლხენა მომეცა მსგავსი დრამისა წონისა჻