ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

1178. რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი჻ ერთმან ტანსა აიხადა მისცა მისი ჩასაცმელი჻ სხვანი კარნი გამოარნეს იჯარვოდა დარბაზს მსმელი჻ დარჩა მთვარე გველისაგან გავსებული ჩაუნთქმელი჻

1179. მონანიცა გარდეხვეწნეს გაიპარნეს მასვე თანა჻ ქალმან კარსა დამირეკა ფატმანობა ჩემი ბრძანა჻ გავე ვიცან მოვეხვივე გამიკვირდა მეცა განა჻ შინა ყოლა არ შამომყვა რად მაწვეო შემანანა჻

1180. მიბრძანა თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა჻ მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა჻ ვეღარ დამმალავ გამიშვი ფიცხლად გამგზავნე ცხენითა჻ სანამდის ცნობდეს ჴელმწიფე კაცთა მამწევდეს რბენითა჻

1181. შეველ ფიცხლად საჯინიბოს ავხსენ ცხენი უკეთესი჻ შეუკაზმე ზედა შევსვი მხიარული არა მოკვნესი჻ გვანდა ოდეს ლომსა შეჯდეს მზე მნათობთა უკეთესი჻ წახდა ჩემი ჭირნახული ვერ მოვიმკი რაცა ვსთესი჻

1182. დღე მიიყარა ხმა გახდა მოვიდა მისი მდევარი჻ მოიცვეს შინა ქალაქი შეიქნა მოსაწევარი჻ მე მკითხეს უთხარ თუ პოოთ მუნ სახლსა სადა მე ვარი჻ მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი჻

1183. მონახეს ვერა შეიგნეს შეიქცეს დაწბილებულნი჻ მას აქათ იგლოვს ჴელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი჻ დახედენ დარბაზის ერთა შევლენ ისფრითა ღებულნი჻ მზე მოგვეშორა მას აქათ ჩვენ ვართ სინათლე კლებულნი჻

1184. მის მთვარისა სადაობა კულავ გიამბო საქმე კულაცი჻ აწ უწინა ესე გითხრა რას მექადა ისი კაცი჻ მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი იგი იყო ჩემი ვაცი჻ კაცსა დასურის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი჻

1185. მით არ ვჯერ ვარ ქმარსა ჩემსა მჭლე არის და თვალად ნასი჻ ისი კაცი ჩაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი჻ ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი არ მაცვია თუცა ფლასი჻ ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი჻

1186. ესე ამბავი მასთანა ვთქვი დიაცურად ხელურად჻ ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად჻ გამჟღავნებასა მექადდა არ მოყვარულად მტერულად჻ აწ ისრე მკუდარსა ვიგონებ იშ თავი ვიხსენ მე სრულად჻

1187. დამექადის რაზომჯერცა წავიკიდნით თავის წინა჻ ოდეს მეხმე არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა჻ მოსრულ იყო მოსულა ეთქვა შენცა მოხველ შემეშინა჻ ამად გკადრე ნუ მოხვალო მოგაგებე მონა წინა჻

1188. აღარ დაბრუნდით მოხვედით შუქნი თქვენ ჩემთვის არენით჻ შეიყარენით ორნივე ჩემზედან დაიჯარენით჻ ამად შევშინდი ღონენი ვეღარა მოვაგვარენით჻ იმას გლახ ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა არ ენით჻

1189. თუმცა ისი არ მოგეკლა მისრულიყო დარბაზს მითა჻ შემასმენდა ჯავრიანი გული ედვა ცეცხლებრ წვითა჻ მეფე მწყრალი გარდასწმენდდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა჻ შვილთა ღ~თო დამაჭმევდა დამქოლვიდა მერმე ქვითა჻

1190. მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს მადლსა გკადრებდე მე რასა჻ რომელმან დამხსენ მშვიდობით ამა გველისა მზერასა჻ აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა჻ აღარ ვიშიშვი სიკუდილისა ჰაი ჰაი ჩავიჭერ რასა჻

1191. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის წიგნსაცა აგრე სწერია჻ მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგანც უფრო მტერია჻ არ მიენდობის გულითა თუ კაცი მეცნიერია჻ ნუღარ იშიშვი იმისგან აწ იგი მკვდართა ფერია჻

1192. იგივე მითხარ მას აქათ ქალი გაგზავნე შენ ოდეს჻ რაცაღა გეცნას ამბავი ანუ რა მისი გსმენოდეს჻ კვლავ იტყვის ფატმან ტირილით კულავ თვალთა ცრემლი სდენოდეს჻ წახდესო შუქი რომელი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს჻

ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა ჻ ფატმანისაგან მბობა ავთანდილთანა჻

1193. ვაი საწუთროო სიცრუვით თავი სატანას ადარე჻ შენი ვერავინ ვერა სცნას შენი სიმუხთლე სად არე჻ პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ სად არე჻ მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი სადარე჻

1194. ფატმან იტყვის მამეშორა მზე მნათობი სრულად ხმელთა჻ სიცოცხლე და სულდგმულობა მონაგები ჩემთა ხელთა჻ მას უკანით გაუწყვეტლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა჻ ვერ გავახმე წყარო ცრემლთა თვალთა ჩემთა გარდმომღვრელთა჻

1195. სახლი და შვილნი მამძულდა ვჯდი უგულოსა გულითა჻ მას ვიგონებდი მღვიძარე რა მიმეძინის ლულითა჻ უსენ გამტეხი ფიცისა მიჩნს უსჯულოთა სჯულითა჻ ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა჻

1196. დღესა ერთსა საღამო ჟამ ჩასლვა იყო ოდენ მზისა჻ წავდეგ წინა დარიჯაგთა კარი მიჩნდა ხანაგისა჻ ვიგონებდი სევდა მკვლიდა მისისავე გონებისა჻ ვთქვი კრულია ზენაარი ყოვლისამცა მამაცისა჻