ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

1158. ვარქვი ჩემო განაღა სადმე გეჴმარების ესე გვარი჻ მათ მონათა ხელთა მივე იგი ტურფა მზისა დარი჻ ცნა მეფემან მოეგება კრეს ტაბლაკსა გახდა ზარი჻ იგი მივა თავ მოდრეკით წყნარი არას მოუბარი჻

1159. ზედა მოატყდა მჭვრეტელი გახდა ზათქი და ზარები჻ ვერ იჭირვიდეს სარაგნი მუნ იყო არ სიწყნარები჻ იგი რა ნახა მეფემან საროსა მსგავსი ნარები჻ გაკრთომით უთხრა ჱე მზეო აქა ვით მოიგვარები჻

1160. ვით მზემან მისნი მჭვრეტელნი შექნა თვალისა მფახველად჻ მეფემან ბრძანა გამხადა ნახული მე უნახველად჻ ღ~თისაგან კიდე ვინმცა იყო კაცი ამისად მსახველად჻ მართებს ამისთა მიჯნურსა ხელნი თუ რბოდეს ახ ველად჻

1161. გვერდსა დაისვა ეუბნა ტკბილითა საუბარითა჻ მითხარო ვინ ხარ ვისი ხარ მოსრული ვისთა გვარითა჻ მან არა გასცა პასუხი პირითა მზისა დარითა჻ თავ მოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა჻

1162. არ ისმენდა მეფისასა რასა გინდა უბრძანებდა჻ სხვაგან იყო გული მისი სხვასა რასმე იგონებდა჻ ვარდი ერდგან შეეწება მარგალიტსა არ აჩენდა჻ მჭურეტნი მისნი გააჰკვირვნა რასამცა ვინ იაზრებდა჻

1163. მეფე ბრძანებს რა შევიგნათ გული ჩვენი რათ იჴსნების჻ ამ ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქნების჻ ან ვისიმე მიჯნურია საყუარელი ეგონების჻ მისგან კიდე არვისად სცალს ვეღარცავის ეუბნების჻

1164. ანუ არის ბრძენი ვინმე მაღალი და მაღლად მხედი჻ არცა ლხინი ლხინად უჩანს არცა ჭირი ზედა ზედი჻ ვით ზღაპარი ასრე ესმის უბედობა თუნდა ბედი჻ სხვაგან არის სხვაგან ფრინავს გონება უც ვითა ტრედი჻

1165. ღ~თნ ქნას შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული჻ მე დავახვედრო ისი მზე და მისთვის დამზადებული჻ მან ათქმევინოს ნუთუ რა ჩვენცა ვცნათ გაცხადებული჻ მუნამდის მთვარე შუქ კრთომით ჯდეს მზისა მოშორვებული჻

1166. ჴელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა გულოვანსა჻ უებროსა ზნედ და თვალად შვენიერსა პირსა ტანსა჻ მაშინ ლაშქარს წასრულიყო მუნ დაყოფდა დიდსა ხანსა჻ მამა მისთვის ამზადებდა მას მნათობსა დასაგვანსა჻

1167. მოიღეს ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა჻ მაზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა჻ დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა჻ მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა჻

1168. მეფემან ბრძანა მოკაზმეთ საწოლი უფლის წულისა჻ დაუდგეს ტახტი ოქროსა წითლისა მაღრიბულისა჻ ადგა თვით დიდი ჴელმწიფე პატრონი სრისა სრულისა჻ მა ზედა დასვა იგი მზე ლხინი მჭურეტელთა გულისა჻

1169. უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომლად მცველად კარისა჻ ჴელმწიფე დაჯდა ნადიმად მგზავსად მათისა გვარისა჻ უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზის დარისა჻ სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისა჻

1170. გააგრძელეს ნადიმობა სმა შეიქნა მეტად გრძელი჻ ქალი პირ მზე ბედსა ეტყვის რა ბედი მიც ჩემი მკვლელი჻ სადაური სად მოსრულ ვარ ვის მივხვდები ვისთვის ხელი჻ რა ვქნა რა ვყო რა მერგების სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი჻

1171. კვლაცა იტყვის ნუ დავაჭკნობ შვენებასა ვარდთა ფერსა჻ ვეცადო რას ნუთუ ღ~თნ მე მამრიოს ჩემსა მტერსა჻ სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა჻ რა მისჭირდეს მაშინ უნდა გონებანი გონიერსა჻

1172. ხადუმნი უხმნა უბრძანა ისმინეთ მოდით ცნობასა჻ მოღორებულხართ დამცდარხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა჻ დამცდარა თქვენიპატრონი ჩემსა თუ ლამის სძლობასა჻ ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად გლახ იცემს ნობასა჻

1173. არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად ჩემი გზა კიდეგანია჻ მაშოროს ღ~მ მამაცი პირად მზე სარო ტანია჻ სხვასა რას მნუკავთ საქმესა ჩემნი საქმენი სხვანია჻ თქვენთანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია჻

1174. უცილოდ თავსა მოვიკლავ გულსა დავიცემ დანასა჻ თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი სოფელს ვერ დაყოფთ ხანასა჻ ესე სჯობს მოგცე საჭურჭლე მძიმე მარტყია ტანასა჻ [მე] გამაპარეთ გამიშვით თვარა დავიწყებთ ნანასა჻

1175. შემოიხსნა მარგალიტი შემოერტყა რაცა თვალი჻ მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი ერთობ ლალი჻ მისცა უთხრა გამომიღეთ გეაჯები გულ მხურვალი჻ მე გამიშვით ღ~თსა თქვენსა მიავალეთ თქვენი ვალი჻

1176. მონათა მიხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა მძიმისა჻ დავიწყდა შიში მეფისა ვითა ერთისა გზირისა჻ გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა჻ ნახე თუ ოქრო რასა იქს კვერთხი ეშმაკთა ძირისა჻

1177. რა ოქრო მისთა მოყუასთა აროდეს მისცემს ლხენასა჻ დღე სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა჻ შესდის და გასზდის აკლია ემდურვის ეტლთა რბენასა჻ კვლავ აქა სულსა დააბამს დაუშლის აღმაფრენასა჻