ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

1214. “დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია, ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია; მას უსხენ წვრილნი ძმისწულნი: როსან და ერთი როდია, და აწ იგი ქაჯეთს ჴელმწიფედ ქუე ზის მორჭმული წოდია.

1215. “გვესმა ამბავი, ზღუათ იქით სიკვდილი დისა მათისა, შეიჭირვებდეს ვაზირნი, დაშალეს ქნეს ხალვათისა, ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, თემთა მნათისა? და როშაქ მონაა, თავადი ლაშქრისა ბევრ ათასისა.

1216. “როშაქ ბრძანა: ”მოცავინმკლას, მე ტირილსა არ დავხუდები. მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები, შინა მოვალ შოებული, ადრე ზედა მოვესწრები, და მეფე დისა დატირებად წავიდოდეს, წაცავჰყუები”.

1217. “ გვითხრა მისთა ჴელისათა: “წავალ, თან წამომყევით!” წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით. დღისით, მზისით ვიმეკობრით, ღამეთაცა ვიყუით თევით; და დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენკენ გარდმოვდევით.

1218. “მინდორ-მინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა, დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა; ვთქვიათ, თუ: მზეა ანუ მთვარე ჩამოჭრილი ზედან ჴმელსა! და დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა.

1219. “ზოგთა თქვეს: არის ცისკარი; ზოგთა – არის მთვარეო; მას დარაზმულთა მივმართეთ,შემოვადეგით გარეო; შორს მოვუარეთ, მივედით, ახლოსცა ვნახეთ ბარეო! და მით ნათლიდაღმა გამოჴდა ჴმა, ჩვენი მოუბარეო.

1220. “გვითხრა: “ვინ ხართ ცხენოსანნო? თქვენ სახელნი თქვენნი თქვენით: გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ, მერიდენით!”. ესე გვესმა, მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით, და პირმზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით.

1221. უჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მაელვარებსა; მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა; ძვირ ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა, და კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა.

1222. “კვლა ვეუბენით მას მზესა ტკბილ მოუბრითა ენითა. არ მონა იყო, ტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა; როშაქ შეატყო ქალობა, გვერდცა წაუდგა ცხენითა, და აღარ გაუშვით, დაჭირვა ვჰკადრეთ ჴელითა ჩვენითა.

1223. “კვლა ვჰკითხეთ: “გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა, ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა?” მან არა გვითხრა, გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა. და რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა!

1224. “არცა რა ცხადი ამბავი, არცა რა დასამალავი, არა არ გვითხრა, ვინ იყო, ან ვისგან ნამუხთალავი; ქუ ქუშად გვეუბნებოდა, კუშტი, თავისა მკრძალავი, და ვითა ასპიტი, მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი.

1225. “როშაქ გვიბრძანა: “ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არ სათქმელია, ამისი საქმე უცხოა, საამბობლადცა ძნელია; ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია, და მით უფრო ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკუირველია.

1226. “ესე ღმერთსა მისაგურელად მისად ჩვენთვის მოუგვრია, მიუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია. თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია, და პირველ მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია”.

1227. “მივემოწმენით, თათბირნი არ კიდე გავეკიდენით; დავბრუნდით, ქაჯეთს მივმართეთ, მას წინა მოვეკიდენით, არცა რა ვჰკადრეთ ჴელდაჴელ, არცა თუ წავეკიდენით; და იგი ტირს, ღაწვსა გულ მდუღრად ჩარცხის ცრემლისა კი დენით.

1228. “მე როშაქს ვჰკადრე: “გამიშვი კვლა ადრე თქვენი მხლებელი; აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი “. მან გამომიშვა, აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი, და თანა წავიტან, წაცავალ მე მათი ზედა მსწრებელი”.

1229. “მათ კაცთა დიდად იამა ესე ამბავი მონისა. მე გავიგონე, შერამშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა, მენიშნა, ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა, და ცოტაი ლხინი მომეცა, მგზავსი დრამისა წონისა.

1230. “მოვიყვანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა წინა, ვჰკითხე: “მითხარ, რას იტყოდი გაგონება მეც მინა? მან იგივე კვლა მიამბო, რაცა მუნით მომესმინა, და ამ ამბავმან გამაცოცხლა, სულ მობრძავი დამარჩინა.

1231. “მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა: უჩინოდ წავლენ, წამოვლენ მათითა ჴელოვნებითა; მოვასხენ, ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქვი, თუ: “ნუ დასდგებითა, და მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა”.

1232. “სამ დღე მოვიდეს, მიამბეს, ფიცხლა ებიჯა გზისადა: “მიუგურიაო მეფისად, ზღუას იქით წამავლისადა; ვერვის შეუდგმან საჭვრეტლად თვალნი, მართ ვითა მზისადა, და ქუე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა.

1233. “როსანს შევრთოთო, დულარდუხტს მეფესა უბრძანებია ჯერთ ქორწილობად არა მცალს, აწ გული ცეცხლ ნადებია; შემოვიქცევი, შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია”. და ციხეს დაუსუამს, ხადუმი ერთაი უახლებია.