... (A-363), XVII ს.

1220. აწ: მომკლა: ვინცა: ჩემს: უფრო: ამ: სოფლისაგან: ჩიოდეს: სევდა: დამერთო: სევდასა: გარდმიწყდეს: ნეტარძი: ოდეს: მაშინ: რად: არა: შემკადრეს: როს: ღაწვნი: გაილალოდეს: მას: მიგავს: დაჭკნეს: ყვავილი: ფურცელნი: ჩამოსცვიოდეს:

1221. მსგავსად: იძრახნა: ტარიელ: არ: გვანდა: გახარებულსა: კაცი: გაგზავნა: ყოველგნით: ბრძანება: მისცა: რებულსა: ფიცხლა: უბრძანა: ინდოთა: ჟამს: მოდით: მოსწრაფებულსა: აწ: გნუკევ: ომსა: ფიცხელსა: მათთვის: არ: დაზავებულსა:

1222. აწ: შეიყარნეს: ინდონი: ლაშქართა: უთუალავითა: ცხენ: კეთილ: აბჯარ:სრულობით: მინდორთა: მოსარწყავითა: დროშითა: მრავალფერითა: მეფისა: წითელ: შავითა: ჴრმლებითა: ინდოურითა: კარგითა: ნაკაზმავითა:

1223. მთა: იყო: მეტად: მაღალი: შუა: ინდოთა: თემისა: იქი: დგას: მეფე: ხვარაზმთა: მფლობელი: ლაშქართ: ზემისა: მთას: აქათ: იდგეს: ინდონი: ჯოგი: ფუტკართა: რემისა ომსა: ხვალისას: ასკუნიან: გესმის: სიტყვისა: ჩემისა:

1224. წინ: მოეგებნეს: ჰინდონი: ხვარაზმშს: ქოს: ტაბლაკებითა: მალითა: ტაიჭებითა: გულმედგრად: სარაკებითა: სპილოთა: მეომრებითა: ჩარხ: ნაკაზმ: ზანდუკებითა: რაზმითა: მრავალ: კეცითა: ჴევთაცა: გავაკებითა:

1225. ცისკრად: ჰკრეს: ქოსთა: დაბდაბთა: ორთა: ქიშვათა: მეფეთა: ინდოთა: და: ხვარაზმელთა: მედგრდა: სისხლისა: მჩქეფეთა: შეუტივნეს: და: შეიბნეს: წყლულთა: სცნობ: სიიეფეთა: მათ: სპათა: ვერა: ნახევდი: ღიმილით: ვარდთა: მკრეფეთა:

1226. ხვარაზმშ: ასრე: შეუტევნა: ვით: მწყაზარი: თეთრი: ქორი: მრავალკეცი: ტევრი: იდგა: და: გატეხა: რაზმი: ორი: ცხენ: კაცისა: დანაჴოცი: ყუელგან: იდვა: გორის: გორი: თავნი: დარჩეს: დიდებულნი: დაჴოცილნი: ორგნით: სწორი:

1227. ხვარაზმშა: ვითა: შეიბა: არათ: არ: გაგეგონების: შუბითა: ჴრმლითა: ლახტითა: ისრითა: მოგეწონების: თუ: ნახავ: მისთა: ნაკრავთა: თამთამისი: გეგონების: ასრე: ჴამს: ვინცა: საომრად: ჴრმალ: შუბი: დაიგონების:

1228. მედგრად: იბრძოდეს: ინდონი: ლაშქარნი: უჴელმწიფონი: დია: დაჰჴოცეს: ორთავე: ჩაბალახ: ჯაჭვ: ქაფოსანი: ომსა: ნაწუართნი: ჩაუქნი: ტურფანი: სანაყოფონი: ბოლოდ: ინდონი: გაიქცნეს: ხანსა: არ: დასამყოფონი:

1229. ხვარაზმშა: სპანი: უკანა: მისდევენ: გამარჯვებულნი: ჩამოჰყრიდიან: ჰჴოცდიან: ამაყნი: ალაღებულნი: გაჴდეს: ინდოთა: მინდორნი: სისხლითა: გაწითლებულნი: ცეცხლად: მოედვნეს: ინდოთა: იგ: სპანი: გამეხებულნი:

1230. გააქცივნეს: ამოსწყვიტნეს: ერთი: ორთა: ვერა: სჯობდეს: ვისცა: უნდა: იშოვებდეს: სჭრიდეს: ჴოცდეს: ალაფობდეს: ხუეწნა: იყო: მუდარობა: სიცოცხლესა: იაჯობდეს: ვინცა: ღონე: მოიძივის: დამალვასა: ვერა: სთმობდეს:

1231. გაიმარჯვა: ხვარაზმელმან: იქნა: მისი: გაგებული: იხარებს: მეფე: მორჭმული: გული: აქუს: გალომებული: იშოვეს: მრავლად: ლაშქართა: კულა: მივა: გამახებული: ცხენი: ყუელია: ნაკაზმი: ალაფი: ალაღებული:

1232. ტარიელ: წინა: მივიდეს: ინდონი: ჴრმალ: დალეწილნი: გაქცეულ: გაწბილებულნი: შიშითა: გარდახვეწილნი: აბჯარ: აჴდილნი: დაცრცვილნი: ტან: სარო: შემოფრეწილნი: ცხენ: დადგომილნი: მტირალნი: დაგლეჯილ: პირ: დახოჭილნი:

1233. ტარიელ: იწვა: სენთაგან: დავარდნილ: გულ: ნაცემული: აწ: ახლა: გაჴდა: მართ: ასრე: ვით: გულსა: დანა: ცემული: რა: ესმა: ასრე: ეწყინა: ვითა: ასპიტთა: ცემული: ლხინი: მოსძულდა: არ: უჩნდა: ჩანგ: ბარბითა: დანა: ცემული:

1234. ესმა: ხუარაზმთა: მფლობელსა: იგი: დამერთო: მე: ზედა: ინდონი: ჩემნი: შეებნეს: მთვარე: დაბნელდა: და: მზედა: ქუეყანა: ჩემი: ასწყუიტა: სისხლი: იკითხა: ჩემზედა: მე: ასრე: ვიყავ: მკლავთაგან: ვერ: მოვიჴმარენ: მტერზედა:

1235. ესე: თქუა: და: ვით: ეწყინა: ეს: ამბავი: მათ: მეფეთა: ტარიელის: შველისათვის: არ: დამდგომთა: მოსწრაფეთა: ცრემლი: სდის: და: აგრე: ფიცვენ: ვადენით: სისხლთა: მომჩქეფეთა: ხვარაზმს: მივალთ: მოვიჴმარებთ: მკლავ: მაგარნი: სიალფითა:

1236. აწ: ასმათი: მიეგებვის: ნამსახური: და: დობილი: მტერთა: ჩვენთა: ნახვა: თქუენი: შემშრეს: თვალთ: ცრემლ: ლტობილი: მათ: სალამი: გამოუღეს: მოიკითხეს: გულ: წდობილი: შესტირნა: და: აცატირნა: აუჩქარნა: გული: ტკბილი:

1237. კულა: მოიკითხეს: ასმათი: ნამსახური: და: ხლებული: ღ~თსამც: მადლი: აქუს: არ: ვნახეთ: ტარიელ: თვალთა: დაფახული: მოვასხით: ზედ: დავაყენოთ: მკურნალნი: ჴელოვნებული: ადრე: ვჰკურნებთო: აქიმთა: ამად: ვართ: იმედებული:

1238. ჴელი: ჰყვეს: გვერცა: მიუსხდეს: აქიმნი: შემოკრებულნი: წავლენ: ფრიდონ: და: ავთანდილ: გულითა: გამეხებული: ფიცხლა: ინდოთა: აცნობეს: მოვლენ: არიან: ქებულნი: მოვიდეს: სპანი: ინდონი: არ: ხანსა: დაყოვნებულნი:

1239. აღლუმი: ვნახეთ: არ: აკლდა: იგ: ლაშქარნი: უთუალავნი: მთა: და: ბარი: გაიტენა: მოიმატა: სპანი: სხვანი: ბუკსა: იკრეს: და: ავთანდილ: ფრიდონს: სძღვნიან: მოდგეს: თავნი: მიდგეს: შორით: უსალამეს: თქუეს: თუ: ვნახეთ: ცათ: ვარსკულავი: