ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

919. რა მობრუნდა ქალი ჩემკე, შემოადგეს სხივნი კლდესა ღაწუთა მისთა ელვარება, ელვარებდა ჴმელთა ზესა დავიჭუხენ თვალნი ყოლა, ვერ შევადგენ ვითა მზესა უკმოვიხრჩე კარი ჩემგან, მათი ჭვრეტა ვერა ცნესა

920. მოვიჴმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი უჩვენე ხედავთ ინდოთა, ტყვედ ჰყუანან შუქნი რომელნი ჩაეპარენით ჩადითო წყნარად, ნუ ჩქარად მხლტომელნი მოგყიდონ ფასი მიეცით, რისაცა იყონ მდომელნი

921. თუ არ მოგცენ ნუღარ მისცემთ, წაგვარეთ და დაჰხოცენით მოიყუანეთ ისი მთვარე, ქენით კარგად ეცადენით ჩემნი ყმანი ზედა დაღმან, ჩაეპარნეს ვითა ფრენით დაევაჭრნეს არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით

922. მე სარკმელთა გარდავადეგ, რა შევიგენ არ მოჰყიდეს შევუზახენ დაჰჴოცენით, შეიპყრეს და თავსა სჭრიდეს იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა სცვიდეს ჩავეგებე გამოვგუარე ,ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს

923. რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე რა ნაზობა ვფიცავ რომე იგი მზეა, არა მართებს მზესა მზობა ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინმცა ვით ქნა ნახაზობა მე თუ დამწუავს აჰა მზა ვარ, არღა უნდა ამას მზობა

924. ესე სიტყვა დაასრულა, ფატმან იკრნა პირსა ჴელნი ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი დაავიწყდა ერთმანერთი, მისთუის გახდეს ვითა ხელნი ღვარმან ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი

925. მოიტირეს ყმამან უთხრა, ნუღარ გასწყვედ გაასრულე ფატმან იტყუის მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე გარდუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე გავესულე

926. ვჰკადრე მითხარ ვინ ხარ მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა ამა ზანგთა სით მოჰყუანდი, შენ პატრონი ცისა ჴომთა მან პასუხი არა მითხრა, მე სიტყვათა ესე ზომთა ასნაკეცი წყარო ვნახე, ცრემლთა მისთა მონაწთომთა

927. რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბარითა გულ ამოჴრჩვინვით ატირდა, მით ჴმითა რათმე წყნარითა ბროლ ლალსა ღვარი ნარგისთა, მოსდის გიშრისა ღარითა მისი მჭურეტელი დავიწვი, გავჴე გულითა მკუდარითა

928. მითხრა შენ ჩემთუის დედაო, ხარ უმჯობესი დედისა რას აქნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა ღარიბი ვინმე შემსწრობი, ვარ უბედოსა ბედისა თუ რაღა მკითხო ძალიმცა, გიგმია არსთა მხედისა

929. ვთქვი უჟამოდ არ წესია, მოყუანა და მზისა ხმობა მამყუანელი გაშმაგდების, და წაუვა ერთობ ცნობა ჴმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა რად არ ვიცი ამა მზისა, საუბრისა უჟამობა

930. ავიყვანე იგი მთუარე, ნაქები და ვერ ვთქუი უქი ჩამოვბურე მრავალკეცი, სტავრა მძიმე არ სუბუქი სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მზისა შუქი ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოქრის ბუქი

931. მოვიყუანე შინა ჩემსა, იგი პირმზე ტანით ალვით მოუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით არვის უთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით კრძალვით ერთი ზანგი ვამსახურე, მე შევიდი იდუმალვით

932. შინა შევიდი მას წინა, ედგის ცრემლისა გუბები შიგან მელნისა მორევსა, ეყრდნის გიშრის შუბები მელნისა ტბათათ იღვრების, სავსე სათისა რუბები შუა ბროლსა და აყიყსა, სჭვირს მარგალიტი ტყუბები

933. ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა, ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან თუმცა მეკითხა ვინა ხარ და, ეგრე გასრული რისაგან მჩქეფრად სისხლისა ნაკადი, მოსდის ალვისა ხისაგან მას ჴორციელი არ გასძლებს, სხვა კიდეგანი ქვისაგან

934. რა გიამბო საკვირველი, მე გლახ მისი ყოფა ქცევა დღე და ღამე გაუწყვედლად, ტირილი და ცრემლთა ფრქვევა შევეხვეწი დადუმდიო, წამერთ ქონდის ჩემი თნევა აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, აჰა ჩემთვის ვაგლახ მე ვა

935. არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა მიწყივ იყვის რიდითა და, მით ერთითა ყაბაჩითა მკლავი მისი სასთაულად, მიიდვის და მიწვის მითა ძლივ ვაჭამი ცოტა რამე, ათასითა შეხვეწითა

936. სხვა გიამბო საკვირველი, რიდისა და ყაბაჩისა ვარ მნახავი ყოვლისავე, უცხოსა და ძვირფასისა მაგრამ მისი არა ვიცი, ქნილი იყო რაგვარ რისა სილბო ჰქონდა ნაქსოვისა, და სიმტკიცე ნაჭედისა

937. მან ტურფამან სახლსა ჩემსა, ეგრე დაყო ხანი დიდი ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი ვთქუი თუ უთხრობ ვიცი დარბაზს, გამამჟღავნებს ისი ფლიდი ესე მეყო საგონებლად, კულავ შევიდი კულავ გავიდი

938. ვთქუი თუ არ ვუთხრა რა უყო, ჩემგან რა მოეგვარების არცა რა ვიცი რა უნდა, რა ვისგან მოეჴმარების ქმარი რა მიგრძნობს მოცამკლავს, ვერღარა მამეჴმარების ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების