... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

984. მის ყმისა ცეცხლი მედების, ვტირი ცეხლითა მისითა შემებრალნეს და გავშმაგდი, გაჰჰვხე ცნობითა ვისითა მომინდა მისთა წამალთა, ძებნა ზღვითა და ქვიშითა შევიქეც ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა მქისითა

985. დავეთხოვე და გამიწყრეს, მეფე მიეცა ჭმუნვასა დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იზახიან მუნ ვასა გამოვეპარე დავეხსენ, სისხლისა ცრემლთა წურვასა აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქ იქითაქათ ბრუნვასა

986. შენი მან მითხრა ამაბავი, მისგან ძმობისა შენისა აწ მიპოვნიხარ უებრო, შენ საქებელი ენისა გამომირჩიე სით მიჯობს, ძებნა მის მზისა ზენისა მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერმჭვრეტთა ამაზრზენისა

987. აწ ფრიდონ იტყვის სიტყვითა, მის ყმისა ნაუბარითა ორნივე სწორად მოსთქმიდეს, მოთქმითა საქებარითა გულ ამოსკვნილნი გულითა, ტირან ვერ დამთმობარითა მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა, რწყვენ ტევრთა საგუბარითა

988. ლაშქართა შიგან შეიქმნა, ხმა ტირილისა დიდისა ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა რიდისა ფრიდონ ტირს მოთქვამს ხმა მაღლად, გაყრილი წლისა შვიდისა უხანობა და სიცრუვე, ვა საწუთროსა ფლიდისა

989. ფრიდონ მოსთქვამს რა შეგასხათ, ვერსაქებო ვერსათქმელო ხმელთა მზეო სამყაროსა, მზისა ეტლთა გარდამსხმელო მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო სულთა მდგმელო ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო

990. რა მოგეშორვე მას აქათ, სიცოცხლე მომძულვებია თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მომსურვებია შენ უჩემობა ლხინად გიჩს, მე დია მიმჭირვებია ოხერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია

991. ფრიდონ თქვნა ესე სიტყვანი, მოთქმითა შვენიერითა გული დაიღეს დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს, ტურფითა აერფერითა მელნისა ტბათა მიჯარვით, ჰბურავს გიშრისა ჭერითა

992. ქალაქს შევიდეს მუნ დახვდა, სრა მოკაზმული სრულითა სახელმწიფოთა ყოვლითა, გასაგებლითა სრულითა მონანი ტურფად მოსილნი, წესითა იყვნეს რულითა შეჰფრფინევდიან ავთანდილს, გულითა სულწასრულითა

993. შევიდეს და დიდი შექმნეს, ჯალაბობა არ ხალვათი იქით აქათ დიდებულნი, წარიგებით ათჯერ ათი თვით ორნივე ერთგან დასხდეს, ვინმცა ვით თქვა ქება მათი ბროლ ბალახშსა აშვენებდა, ზოგან მინა ზოგან სათი

994. დასხდეს შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მზახალი მზახალსა მოიღებდიან ჭურჭელსა, ტურფასა ახალახალსა მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა, გული მიეცა გლახ ალსა

995. მას დღე სვეს ჭამეს გარდახდა, ნადიმი მსმელთა დასისა გათენდა ბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა შესამოსელი შემოსეს, დრაჰკნისა ბევრათასისა შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა

996. ყმამან დაყვნა დღენი რამე, თუცა ყოვნას ვერა სთმობდა ფრიდონს თანა ნადირობას, გავიდეს და თამაშობდა სწორად ჰხოცდის შორს და ახლოს, თუ რას ხელსა მიაპყროდა მისი სროლა მშვილდოსანსა, ყველაკასა აწბილობდა

997. ყმა ფრიდონს ეტყვის გესმოდეს, ჩემი აწ მონახსენები მე თქვენი გაყრა სიკვდილად, მიჩს და მით თავსა ვევნები მაგრა არა მცალს დღეკრულსა, ცეცხლი მე სხვაცა მედების გზა გრძელი საქმე სასწრაფო, მიც დია დამეყოვნები

998. მართალ ა შენი გამყრელი, თვალთათ თუ ცრემლსა ღვრიდესა დღეს წაუვალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქს თავსა სწვრთიდესა სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა

999. ფრიდონ უთხრა დასაშლელი, ჩემგან არა არ გეთხრობის ვიცი რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის წადი ღმერთი გიწინამძღვრებს, შენი მტერი დაემხობის მაგრა თქვი თუ უშენობა, ჩემგან ვითა დაითმობის

1000. ამას გკადრებ არ ეგების, მარტოსაგან წასლვა შენი თანა ყმათა წამოგატან, იმსახურენ იახლენი აბჯარი და საგებელი, ერთი ჯორი ერთი ცხენი არ წაიტან გაირჯები, ღაწვივარდი ცრემლთა მდენი

1001. მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა სრული აბჯარი საკაცო, ქაფითა საბარკულითა სამოცი ლიტრი წითელი, აწონით არნაკლულითა ერთი ტაიჭი უებრო, მით უნაგრითა სრულითა

1002. ერთსა ჯორსა წვივმაგარსა, საგებელი აუკიდა წავიდა და ფრიდონ შეჯდა, მასთანავე გამოვიდა აწ გაყრისა მომლოდნესა, ედებოდა ცეცხლი სწვიდა მოსთქვამს თუმცა მზე გვეახლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა

1003. ზარი მის ყმისა გაყრისა, გაჰხდა მიეცნეს წუხილსა მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ჰყიდდა თუ ხილსა ხმა ზახილისა მათისა, ჰგვანდა ჰაერთა ქუხილსა იტყოდეს მზესა მოვშორდით, მო თვალნი მივსცნეთ წუხილსა