... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

933. ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვივნეს მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს ვინცა მოისმინეს თვალთა ვითა წყაროს თვალი, ცრემლი ველთა მოადინეს დიდხანს დგანან შეჭდობილნი, მკერდი მკერდსა შეარკინეს

934. გაიყარნეს ტირილით, პირსა ხოკით თმათა გლეჯით ერთი აღმა ერთი ჩაღმა, უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით ვირე უჩნდა ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით იგი ნახნეს დაღრეჯილნი, მზე დაიღრეჯს მისით ღრეჯით

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონისას მულღაზანზარს რომ შეეყარა

935. ვა სოფელო რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ რა ზნე გჭირსა ყოვლი შენი მონდობილი, ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა მაგრა ღმერთი არ გასწირავს, კაცსა შენგან განაწირსა

936. ავთანდილ მისი გაყრილი, ტირს მისწვდომია ხმა ცათამდის იტყვის თუ ღვარი სისხლისა, კვლაცა მდენია კვლაცა მდის აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა ცათამდის კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის

937. ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს, სისხლითა მუნ ნატირითა ვერ დაივსებდა სახმილსა, იწვის ცეცხლითა ხშირითა კვლა თინათინის გონება, ავსებს უფრორე ჭირითა ბაგეთათ ვარდსა ანათობს, ბროლი ძოწისა ძირითა

938. ვარდი ჭნებოდა ღვრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა ბროლი და ლალი გათლილი, ლაჟვარდად გარდიქცეოდა გამაგრებოდა სიკვდილსა, ამისთვის არ უმხნეოდ ა იტყვის თუ ბნელი რას მიკვირს, რადგან დაგაგდე მზეო და

აქა ავთანდილ ვარსკვლავთა ეუბნება თავის ბუნებასა

939. მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების ეტყვის მზესა აჰა მზეო გეაჯები, შენ უმძლესთა მძლეთა მძლესა ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ სვესა მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა

ამას სევდიანთა ეტლად იტყვიან

940. მო ზოჰრაო მომიმატე, ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა შემომყარე კაეშანი, ტვირთი მძიმე ვითა ვირსა მას უთხარ თუ ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყვიან

941. ჰე მუშთარო გეაჯები, შენ მართალსა ბჭესა ღმრთულსა მო და უყავ სამართალი, გაებჭობის გული გულსა ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა მართალი ვარ გამიკითხე, რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა

ამას მესისხლედა ეტლად იტყვიან

942. მოდი მარიხო უწყალოდ, დამჭერ ლახვრითა შენითა შეცამღებე და შემსვარე, წითლად სისხლისა დენითა მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა რაგვარ გასრულვარ შენ იცი, გულია აღარს ლხენითა

ამას მკურნალთა ეტყვიან ეტლად

943. მოდი ასპიროზ მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა ვინ მარგალიტსა გარეშე, მოსცავს ძოწითა ბაგითა შენ დააშვენებ კეკლუცთა, დაშვენებითა მაგითა ვისმე ჩემებრსა დააგდებ, გაჰჴდი ცნობითა შმაგითა

ამას მწიგნობართა ეტლად იტყვიან

944. ოთარიდო შენგან კიდე, არვის მიგავს საქმე სხვასა მზე მაბრუნვებს არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა კალმად გიკვეთ გაწლობილსა, ტანსაწვრილსა ვითა თმასა

ამას მოწყალეთა და სნეულთა ეტლად იტყვიან