... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

875. რა სთქვი რას იტყვი არ მესმის, არცა მცალს სმენად მაგისად სიკვდილი მახლავს ხელქნილსა, სიცოცხლე არის წამისად აწ გამიარმდა სიცოცხლე, მეტად ყოვლისა ჟამისად მუნ მეცა მივალ ცრემლისა, მიწად სად გამდის ლამი სად

876. ბრძენი ვინ ბრძენი რა ბრძენი, ხელი ვითა იქს ბრძნობასა ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა ვარდი ვერ არის უმზეოდ, იყოს დაიწყებს ჭკნობასა მაწყენ დამეხსენ არა მცალს, არცაღა ვახლავ თმობასა

877. კვლა ეუბნების ავთანდილ, სიტყვითა მრავალფერითა ეტყვის თუ მოჰკვდე გერგების, სიტყვათა რა ოხერითა ნუ იქ არა სჯობს საქმითა, ნუ ხარ თავისა მტერითა ვერ წაიყვანა ვერა ქნა, სიტყვითა ვერა ვერითა

878. მერმე უთხრა აჰა რათგან, არ მომისმენ არას არა აღარ გაწყენს ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცთარა თუ სიკვდილი გიჯობს მოკვე, ვარდი დაჭკნეს დაცამჭკნარა ერთსა რასმე გეაჯები მიყავ, ცრემლი ამდუღარა

879. სადა ჰინდონი ბროლ ვარდსა, სარვენ გიშრისა სარითა მას მოვეშორვე წამოვე, სიჩქარით არ სიწყნარითა ვერ დამიჭირა მეფემან, მშობლურად საუბარითა შენ არ შემიყრი გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა

880. ნუ გამგზავნი გულმოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი ერთხელ შეჯე ცხენოსანი, გნახო ჩემი სულთა მხდელი ნუთუ მაშინ მოვიქარვო, სევდა ესე აწინდელი მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქნას შენი საქადელი

881. ეხვეწებოდა შეჯეო, აჯას ხვეწნითა არვებდა იცოდა რომე შეჯდომა, კაეშანს მოაქარვებდა ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა დაიმორჩილა ეამა, არ ივაგლახა არ ვებდა

882. ცხადად უთხრა შევჯდებიო, მომიყვანე ცხენი წინა მან მოგვარა წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა მინდორთაკენ წაიყვანა, ტანი მჭევრი აძრვევინა ხანი წავლეს სიარულმან, მოჯობება დააჩნინა

883. შეაქცევს და ეუბნების, საუბართა შვენიერთა მისთვის ძვრიდა სასაუბროდ, მათ ბაგეთა ძოწის ფერთა მისი სმენა გააყრმობდა, მსმენელისა ყურთა ბერთა მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა

884. რა შეატყვა მოჯობება, მან სევდისა მუფარახმან გაანათლა პირი ვარდი, სიხარულმან დაუსახმან ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრვაახმან ცნობიერი სიტყვა უთხრა, უცნობოსა რასმე მზრახმან

885. შერასმეჰყვეს საუბარსა, სიტყვა ჰკადრა არ მალული ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული რაგვარ გიყვარს რაგვარ გიღირს, თქვი დავიღო მერმე სული

886. მან უთხრა სახე რა გითხრა, მის უსახოსა სახისა ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მომცემი ახისა მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა მიწისა და ხისა არ სასმენლისა მოსმენა, არს უმჟავესი წმახისა

887. ავთანდილ უთხრა ვლამოდი, მართ მაგისისა თქმევასა აწ რადგან გითქვამს პასუხსა, გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა სჯობს ასმათისა არ ლევა, მაგა სამხრისა ლევასა ამად არ გიქებ საქმისა, უარესისა რჩევასა

888. სამხრე გაბია ოქროსა, ოქრომჭედლისა დნობილი უასაკო და უსულო, არ სიტყვიერი ცნობილი აღარად გინდა ასმათი, ნახე მათალი ბრჭობილი პირველ გლახ მისი ნაჭვრეტი, თვით მერმე შენი დობილი

889. თქვენს შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა თქვენი შემყრელი მსახური, შენგან ღირსქმნილი ხმობისა მისი გამზრდელი გაზრდილი, მისთვის მიხდილი ცნობისა გლახ დაგიგდია არ ნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა

890. მან უბრძანა რაცა გითქვამს, უმართლე ხარ მეტისმეტად საბრალოა ასმათ მისად, მგონებლად და ჩემად მჭვრეტად მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად რადგან დავრჩი გვალე ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერცა რეტად

891. დაჰმორჩილდა გაემართნეს, ავთანდილ და ამირბარი ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი კბილნი ვითა მარგალიტნი, ბაგე ვარდი ნაპობარი გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი

892. ამას ეტყვის შენთვის დავსდებ, გონებასა სულსა გულსა მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა არას გარგებს სწავლებული, თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა არ იხმარებ რას ხელსა ჰხდი, საუნჯესა დაფარულსა

893. არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე რა გერგების არ თუ იცი უგანგებოდ, არათ კაცი არ მოკვდების მზისა შუქთა მომლოდინე, ვარდი სამ დღე არ დაჭნების ბედი ცდაა გამარჯვება, ღმერთსა უნდეს მოცაგხვდების

894. მოახსენა ეგე სწავლა, ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს გონიერსა მწრთელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდეს მაგრა რა ვქმნა რაგვარ გავსძლო, მეტისმეტი რა მიმჭირდეს შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო არ მიკვირდეს