... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

ამა ამბვისა პირველი ამო და სასმენელად შუჱნიერი სწავლისათჳს მოშაირეთა ტარიელიისა და ნესტან დარეჯანს ვეფხვის ტყაოსნად უხმობენ

1. რომელმან შექმნა სამყარო, ძალითა მით ძლიერითა ზე გარდმო არსნი სულითა, ჰყვნა ზეცით მონაბერითა ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა მისგან არს ყოვლი ჴელმწიფე, სახითა მის მიერითა

2. ჰე ღმერთო ერთო შენ შეჰქმენ, სახე ყოვლისა ტანისა შენ დამიფარე ძლევა მეც, დათრგუნვად მე სატანისა მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკუდიდმდე გასატანისა ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა

3. ვის შვენის ლომსა ჴმარება, ფარისა შუბ შიმშერისა მეფისა მზის თამარისა, ღაწვ ბალახშ თმა გიშერისა მას არა ვიცი შევკადრო, შესხმა ხოტბისა ჴშირისა მისთა მჭვრეტელთა ყანდისა, მირთმა ხამს მართ მი შერისა

4. თამარს ვაქებდეთ მეფესა, სისხლისა ცრემლ დათხეული ვჰქვენით ქებანი ვისმინე, არ ავად გამორჩეული მელნად ვიხმარე გიშრის ტბა, და კალმად მინა რხეული ვინცა ისმინოს დაესვას, ლახვარი გულსა ხეული

5. მიბრძანეს მათად საქებრად, თქმა ლექსების ტკბილისა ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე კბილისა ბროლ ბალახშისა თლილისა, მით მიჯრით მიწყობილისა გასტეხს ქვასაცა მაგარსა, გრდემლი ტყვიისა ლბილისა

6. აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება ძალი მამეც და შეწევნა, შენგნით მაქვს მივსცე გონება მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცს უნდა ხსენება მათ სამთა გმირთა მნათობთა, სჭირს ერთმანერთის მონება

7. შენ გევედრები მაღალო, მცნობელო გულის ხმათაო მომეც ძალი და შეწევნა, უფალო უფლებათაო ჩვენ ქება გვინდა მათ გმირთა, მათ ფერად კადრებათაო პირველად ტარიელისა ,და მერმე მისთა ძმათაო

8. მო დავსხდეთ ტარიელისთვის, ცრემლი გვდის შეუშრობილი მისებრი მართ დაბადებით, ვინცა ყოფილა შობილი დავჯე რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულლახვარსობილი აქამდის ამბვათ ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი

9. მიჯნურსა თვალად სიტურფე, მართებს მართ ვითა მზეობა სიბრძნე სიუხვე სიმდიდრე, სიყმე და მოცალეობა ენა გონება დათმობა ,მძლეთა მებრძოლთა მძლეობა ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა

10. მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი იგი სხვაა სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი ნურვინ გარევთ ერთმანეთსა, გესმის ჩემი ნაუბარი

11. ჴამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი ბილწი მრუში რა მოშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა უში გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიხვდეს თუნდა ქუში მძულს უგულოდ სიყვარული, ხვევნა კოცნა მტლაშიმტლუში

12. ამა საქმესა მიჯნური, ნუ უხმობს მიჯნურობასა დღეს ერთი უნდეს ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა ესე მღერასა ბედითსა, ჰგავს ვაჟთა ყმაწვილობასა კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა

13. არს პირველი მიჯნურობა, არ დაჩნევა ჭირთა მალვა თავისწინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა შორით კდომა შორით ბნედა, შორით დაგვა შორით ალვა დათმოს წყრომა მეფეთაგან, მის ჰქონდეს შიში კრძალვა

14. ჰჴამს თავისსა ხვაშიადსა, არვისთანა ამჟღავნებდეს არ ბედითად აჰ ი ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს არსიდ უჩნდეს მიჯნურობა, მისთვის იფერებდეს მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს

15. მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჟღავნოს ამის მეტი რამცა ირგოს, მას ავნოს და თჳთცა ივნოს რათამცაღა ასახელა, რა სიტყვითა მოაყივნოს რა გავა თუ მოყვარესა, კაცმან გული არ ატკივნოს

16. მე რუსთველი ჴელობითა, ვიქმ საქმესა ამად არი ვის მორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ მისთვის მკვდარი დავუძლურდი მიჯნურთათჳ, კვლავ წამალი არსით არი ანუ მამცეს განკურნება, ანუ მიწა მესამარი

17. ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები ვით მარგალიტი ობოლი, ჴელის ჴელ საგოგმანები ვპოვე და ლექსად გარდავსთქვი, საქმე ვჰქენ საჭოჭმანები ჩემმან ჴხელ მქმნელმან დამართოს, ლაღმან და ლამაზმა ნები

18. თვალთა მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა აჰა გული გამიჯნურდა, მიხდომია ველთა რბენა მიაჯეთ ვინ ჴორცთა დაწვა, კმარის მისცეს სულთა ლხენა სამთა ფერთა საქებელთა, ლამის ლექსთა უნდა ვლენა

19. რაც რა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს მუშა მიწყივ მუშაობდეს, მეომარი გულოვნობდეს კვლა მიჯნურსა მიჯნურობა, უყვარდეს და გამოსცნობდეს არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვათა უწუნობდეს