... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

895. ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე, უგავს ამად აენთების მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს დაცაშრტების რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ევარგების თავიდაღმა რად არ იცი, ჩემი გული რაგვარ დნების

მბობა ტარიელისა და ავთანდილისა ლომ ვეფხვის დახოცისა

896. რა წამეკიდა ყველაი, წვრილად გიამბო ენითა მერმეღა გაპრჭევ მართალი, მაგა გულითა ბრძენითა შენ მოგელოდი მიმჭირდა, მოლოდინითა შენითა ქვაბს ვეღარ გავძელ მინდორთა, მოვლა მომინდა ცხენითა

897. იმა ქედსა გარდავადეგ, იგი შამბნი მომეარნეს ერთი ლომი ერთი ვეფხი, შეკრბეს ერთად შეიყარნეს ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს შემეზარნეს

898. ქედსა გარდავდეგ ლომვეფხი, მოვიდეს ერთგან რებულნი სახედ ვამსგავსე მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსნეს დებულნი შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი ლომი სდევს ვეფხი მიურბის, იყვნეს არ ჩემგან ქებულნი

899. პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს თვითო ტოტი ერთმანეთსა, ჰკრეს სიკვდილსა არ დარიდნეს გამოჰრიდა ვეფხმან გული, დედათამცა განა იდნეს ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს

900. ლომსა დაუგმე ნაქმარი, ვარქვი არა ხარ ცნობასა შენ საყვარელსა რად აწყენ, ფუ მაგა მამაცობასა ხრმალ გამოწვდილი გაუხე, მივეც ლახვართა სობასა თავსა გარდავჰკარ მოცავჰკალ, დავხსენ სოფლისა თმობასა

901. ხრმალი გავჰტყორცე გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა მიღრინვიდა და მაწყენდა, ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა ვეღარ გავუძელ იგიცა, მოვკალ გულითა ხელითა

902. რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე გავგულისდი მოვიქნივე, ვჰკარ მიწასა დავაწყვიდე მამეგონა ოდეს ჩემსა, საყვარელსა წავეკიდე სული სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს რომ ცრემლსა ვღვრიდე

903. აჰა ძმაო მითხრობია, ჭირი ჩემი რაცა მჭირდა სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად გიკვირდა სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულთქნა აცატირდა

აქა ტარიელისა და ავთანდილისაგან ქვაბს მისვლა და ასმათის ნახვა

904. ავთანდილცა მასთანავე, ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა უთხრა დათმე ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი და ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა

905. სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანაღვლებს მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს

906. იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს რა ასმათმან დაინახა, განაღამცა გაეხარნეს მოეგება მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს აკოცეს და აცატირდეს, კვლა ცნობანი ააჩქარნეს

907. ასმათ თქვა ღმერთო რომელი, არ ითქმი კაცთა ენითა შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა გაქო ვით გაქო რა გაქო, არსაქებელო სმენითა დიდება შენდა არ მომკალ, ამათთვის ცრემლთა დენითა

908. ტარიელ იტყვის აჰ დაო, მით ცრემლი აქა მდენია საწურთო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია ვა შენი ბრალი თვარა და, სიკვდილი ჩემი ლხინია

909. სწყუროდეს წყალსა ვინ დაღვრის, კაცი უშმაგო ცნობილი მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი უწყლოობა ჰკლავს და წყალი სდის, არ ოდეს არ გახმობილი ვა წარხდა ვარდი ჰპობილი, ვა მარგალიტი წყობილი

910. ავთანდილსცა მოეგონა, მისი მზე და საყვარელი იტყვის ჩემო ვით ვეგები, მე უშენოდ სულთა მდგმელი შენ არ გახლავ ჩემი ჩემთვის, სიცოცხლეა სანანელი გითხრამცა ვინ რა მჭირს ანუ, რა ცეცხლი მწვავს რაგვარ ცხელი

911. ვარდი ამას ვით იაზრებს, მზე მომშორდეს არ დავძრეო ანუ ჩვენ გლახ რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო გულო გიჯობს გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დალეო

912. სული დაიღეს დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა ასმათი შეჰყვა შევიდა, მათებრ სახმილი გზებოდა დაუგო ტყავი ვეფხისა, რომელ კვლა მიწყივ ჰგებოდა ორნივე დასხდეს უბნობდეს, რაცა მათ ეამებოდა