... (H-742), XIX ს.

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონისას მულღაზანზარს რომ შეეყარა.

995. ვაი სოფელო რაშიგან ხარ რას გვაბრუნვებ რა ზნე გჭირსა. ყოვლიმც შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა. სად წაიყვან სადაურსა სად აღუფხვრი სადით ძირსა. მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა.

996. ავთანდილ მისი გაყრილი ჰსტირს ხმა მისწვდების ცათამდის. იტყვის თუ ღვარი სისხლისა კვლაცა მდენია კვლაცა მდის. აწ აგრე გაყრა ძნელია ვით მაშინ შეყრა ცათამდის. კაცი არ ყველა სწორია დიდი ძეს კაცით კაცამდის.

997. ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს ცრემლითა მუნ ნატირითა. ვერ დაივსებდა სახმილსა იწვის ცეცხლითა ხშირითა. კვლავ თინათინის გონება ავსებს უფროვე ჭირითა. ბაგეთა ვარდი ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა.

998. ვარდი სჭკნებოდა ღვრებოდა ალვისა შტო ირხეოდა. ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა. გამაგრებოდა სიკვდილსა ამისთვის არ უმხნეოდა. იტყვის თუ ბნელი რას მიკვირს რადგან დამაგდე მზეო და.

999. მზესა ეტყვის მზეო გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად. შენ მას ჰგავ და იგი შენ გავს თქვენ ანათებთ მთა და ბარად. ხელსა მალხენს ნახვა შენი ამად გიჭვრეტ არ დამცდარად. მაგრა ჩემი რად დააგდეთ გული ცივად გაუმთბარად.

1000. თთვე ერთისა მოშორება მზისა ზამთრის გაგვამცივებს. მე გლახ ორნი დამიყრიან გული ამად რად არ ივნებს. მაგრა კლდესა არა შეჰსწონს არაოდეს არ ატკივნებს. წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს გაჰკვეთს ანუ გაასივნებს.

1001. მიმავალი ცასა შესტირს ეუბნების ეტყვის მზესა. აჰა მზეო გიაჯები შენ უმძლევთა მძლეთა მძლესა. ვინ მდაბალთა გაამაღლებ მეფობასა მისცემ სვესა. მე ნუ გამყრი საყუარელსა ნუ შემიცვლი ღამედ დღესა.

1002. მო ზუალო მამიმატე ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა. გული შავად შემიღებე სიბნელესა მიმეც ხშირსა. შემომყარე კაეშანი ტვირთი მძიმე ვითა ვირსა. მას უთხარ თუ ნუ გასწირავ შენია და შენთვის ტირსა.

1003. ჰე მუშთარო გიაჯები შენ მართალსა ბრჭესა სრულსა. მო და უყავ სამართალი გაებჭობის გული გულსა. ნუ ამართლებ უმართლესა ნუ წაიწყმედ ამით სულსა. მართალი ვარ გამიკითხე რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა.

1004. მოდი მარიხო უწყალოდ დამჭარ ლახურითა შენითა. შეცამღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა. მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი მას გააგონენ ენითა. როგორ გასრულვარ შენ იცი გულია აღარს ლხენითა.

1005. მოდი ასპიროზ მაგრე რა მან დამწვა ცეცხლთა დაგითა. ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა. შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა. ვისმე ჩემებრსა დააგდებს გაჰხდი ცნობითა შმაგითა.

1006. ოტარიდო შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა. მზე მაბრუნვებს არ გამიშვებს შემიყრის და მიმცემს წვასა. დაჯე წერად ჭირთა ჩემთა მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა. კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა წვრილსა ვითა ლერწამსა.

1007. მოი მთვარეო შემიბრალე ვილევი და შენებრ ვმჭლდები. მზე გამავსებს მზევე გამლევს ზოგჯერ ვსხვდები ზოგჯერ ვწვლდები. მას უამბენ სჯანი ჩემნი რა მჭირს ანუ როგორ ვბნდები. მიდი უთხარ ნუ გაჰსწირავ მისი ვარ და მისთვის ვჰკვდები.

1008. აჰა მმოწმობენ ვარსკვლავნი შვიდნივე მემოწმებიან. მზე ოტარიდი მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან. მთვარე ასპიროზ მარიხი მოვლენ და მოწმად მყვებიან. მას გააგონენ რანიცა ცეცხლი უშენოდ მდებიან.

1009. აწ გულსა ეტყვის ვითამცა გდის ცრემლი არ გაგხმობია. რას გარგებს მოკლვა თავისა ეშმა ძმად თურე გძმობია. მეც ვიცი ჩემსა ხელმქმნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია. მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ ლხინი რა დასათმობია.

1010. თუ დავრჩეო ესე მიჯობს სიცოცხლისა იტყვის თუსა. ნუთუ მამხვდეს ნახვა მზისა ნუ ვიძახი მიწყივ უსა. მიიმღერის ხმასა ტკბილსა არ გასწყვეტდის ცრემლთა რუსა. მისსა ხმისა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა.

1011. რა ესმოდის მღერა ყმისა სმენად მხეცნი მოვიდიან. მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან. ისმენდიან გაჰკვირდიან რა ატირდის ატირდიან. იმღერს ხმითა საბრალოთა ღვარისაებრ ცრემლნი სდიან.

1012. მოვიდიან შესამკობლად ქვეყნით ყოვლნი სულიერნი. ტყით ნადირნი წყალში თევზნი ზღვით ნიანგნი ცით მფრინველნი. ინდო არაბთ საბერძნეთით მაშრიყით და მაღრიბელნი. რუსნი სპარსნი მოფრანგენი და მისრეთით მეგვიპტელნი.

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა ტარიელს რომ გაეყარა.