... (H-54), 1680 წ.

953. რაცა: თქუენთვინ: არ: ვარგიყოს: საჭურჭლესა: დასადებლად: მიეც: ზოგი: ჴანაგათა: ზოგი: ჴიდთა: ასაგებლად: ნურა: ნუ: გშურს: საქონელი: ჩემი: ჩემთუის: წასაგებლად: შენგან: კიდევ: არვინ: მივის: ცეცხლთა: ცხელთა: დამავსებლად:

954. ამას: იქით: ჩემგან: ჩემი: ამბავიცა: არ: გეცნევის: ამად: გვედრებ: სულსა: ჩემსა: წიგნი: გკადრებსარ: გეთნევის: არას: მარგებს: ეშმაკისა: საქმეთაგან: დაეძლევის: შემინდევ: და: შემივედრე: მკუდარსა: რაღა: გარდმეჴდევის:

955. გვედრებ: მეფეო: შერმადინს: მონასა: ჩემსა: რჩეულსა ნაკად: აქუს: ჭირი: სამისოდ: ამ: წელიწადსა: წლეულსა ნუგეშინისეცი: წყალობით: ჩემგან: წყალობა: ჩუეულსა: ნუ: დაადინებ: თვალთაგან: ცრემლსა: სისხლითა: ფრქვეულსა:

956. გასრულდა: ჩემი: ანდერძი: ჩემგან: ნაწერი: ჴელითა: აჰა: გამზრდელო: მოგშორდი: წაველ: გულითა: ჴელითა: ნუ: სჭმუნავთ: ჩემთუის: მეფენი: ნუ: ხართ: მოსილნი: ბნელითა: სუფევით: ხარმცა: თავითა: მტერთაგან: საკრძალველითა:

957. მისცა: ანდერძი: შერმადინს: რა: გაათავა: წერითა: უთხარ: ჰკადრეო: მეფესა: საქმითა: მეცნიერითა: შენ: დაგამეტებს: ვერავინ: მსახურებითა: ვერითა: მოეხვია: და: ატირდა: ცრემლითა: სისხლთა: ფერითა:

958. ყმა: შეეკაზმა: წასავლად: ცრემლითა: მოერწყო: ველი: მზე: წავიდოდა: დაეცა: არაბეთს: ბინდი: ყოველი: ჴამს: შეპოვნება: მაღლისა: ვინცა: არს: ჭირსა: მოველი: მიზგითას: მივა: ღ~თისაგან: გამარჯუებისა: მთხოველი:

ლოცვა ავთანდილისაგან მასჯითას და გაპარვა:

959. ილოცავს: იტყუის: მაღალო: ღმერთო: ჴელთა: და: ცათაო: ზოგჯერ: მომცემო: პატიჟთა: ზოგჯერ: კეთილთა: მზათაო: უცნაურო: და: უთქმელო: უფალო: უფლებათაო: მომეც: დათმობა: სურვილთა: მფლობელო: გულის: თქმათაო:

960. ღმერთო: ღმერთო: გეაჯები: რომელი: ჰფლობ: ქუენათ: ზესა: შენ: დაჰბადე: მიჯნურობა: შენ: აწესებ: მისსა: წესსა: მე: სოფელმან: მომაშორვა: უკეთესსა: ჩემსსა: მზესა: ნუ: ამოჰფხური: სიყუარულსა: მისგან: ჩემთუის: დანათესსა:

961. ღმერთო: ღმერთო: მოწყალეო: არვინ: მივის: შენგან: კიდე: შენგან: ვითხოვ: შეწევნასა: რაზომსაცა: გზასა: ვლიდე: მტერთა: ძლევა: ზღვათა: ღელვა: ღამით: მავნე: გამარიდე: თუღა: დავრჩე: გმსახურებდე: შენდა: მსხვერპლსა: შემოვსწირდე:

962. რა: ილოცა: ცხენსა: შეჯდა: მალვით: კარნი: გაიარნა: შერმადინცა: დააბრუნა: თუმცა: ვამნი: ადიადნა: მონა: ტირს: და: მკერდსა: იცემს: საბრალომან: ცრემლი: ღუარნა: პატრონისა: ვერა: მჭურეტმან: ყმამან: რამცა: გაიხარნა:

963. მოსთქუამს: და: იტყუის: ვაი: მზეო: შენი: ადგილი: ჩრდილდები: შენ: მოგეშორე: დაღამდა: ჩემთუის: აღარა: დილდების: მე: მანდით: მესურის: ისარი: ერთიცა: არ: ამცილდების გამყარა: ლხინა: სოფელმან: აწ: თვალთა: ცრემლი: მილდების:

964. აწ: ამბავი: სხუა: დავიწყო: ყმასა: წავჰყუე: წამავალსა: არ: შეექნა: დარბაზობა: მას: დღეს: როსტანს: გულ: გამწყრალსა: რა: გათენდა: ქუში: ადგა: ჰგავს: თუ: ადენს: პირით: ალსა: ჴმობა: ბრძანა: ვაზირისა: მიიყუანდეს: შიშით: მკრძალსა:

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა მაშინ:

965. რა: ვაზირი: მოწიწებით: დარბაზს: ნახა: შემოსრული: როსტან: უთხრა: არა: მახსოვს: გუშინდელი: შენგან: თქმული: მაწყინე: და: გამარისხე: ვერ: დაიღე: დიდხანს: სული: აზომ: რომე: გაგათრივე: შენ: ვეზირი: გულის: გული:

966. თუ: რად: მახსოვს: რად: უნდოდა: ისრე: ავად: რად: გაგჴადე: მართლად: უთქუამს: მეცნიერთა: წყენააო: ჭირთა: ბადე: ესე: გვარსა: ნუოდის: იქ: საქმე: ხოლე: გაიცადე: აწ: მითხარ: თუ: რას: იტყოდი: თქუი: და: სიტყუა: გააკვლადე:

967. კულა: მოახსენა: ვაზირმან: სიტყუა: ნაგუშინდელევი: რა: გაიგონა: შესთუალა: პასუხი: არ: ნაგრძელევი: შენ: თუ: უშმაგო: მგონიხარ: ვარმცა: ურია: მე: ლევი: კულავ: მაგის: მეტად: ნუ: მასმენ: თვარა: მე: სრულად: გელევი:

968. რა: გამოვიდა: ვეზირმან: ძებნა: ვერ: პოვა: მინანი: მართ: გაპარვასა: უთხრობდეს: მონანი: ცრემლთა: მდინანი: მან: თქუა: მე: დარბაზს: ვერ: შევალ: მახსოვან: დღენი: წინანი: ვინცაღა: ჰკადრებს: მან: ჰკადროს: რაცა: ვთქუი: მასცა: ვინანი:

969. რა: ვაზირი: არ: შევიდა: კულა: მეფემან: კაცი: გზავნის: კაცმან: ცნის: და: გარეთ: დადგის: წასლვა: ვერვინ: გაამჟღავნის: როსტანს: ეჭუი: შეუვიდა: ჭმუნვა: ამით: გაათავნის: თქუა: უცილოდ: გაიპარა: ვინ: მარტომან: ასთა: ავნის:

970. თავდადრეკით: იგონებდა: გულსა: ჰქონდა: ჭმუნვა: დიდი: უში: ჰქნა: და: აიხედნა: უბრძანებდა: მონას: მიდი: მოვიდეს: და: აწ: მიანბოს: შემოვიდეს: იგი: ფლიდი: რა: ვაზირი: შემობრუნდა: ფერი: ჰკრთა: და: ჰქონდა: რიდი: