... (W-17), XVII ს.

953. ვირ ვარდი იყოს და მზეს ჯდეს კირჩხიბსა და საროტანსა აქა ქვაბსვე მამნახევდი მოარებდი ლომო ტანსა ვერას ვჰპოვებ მაშინ მოვალ თუ რას ვჰპოვებ მოსატანსა უაქაოდ არ დავდგები ერანს ვარ თუ ზულისტანსა

954. ამა დროსა გარდავსცილდე აქა ქუაბსა არ მოვიდე სცან ცოცხალი არ თურე ვარ უღონიოდ მოვკუე კიდე ესე ნიშნად მისად კმარის შენ თუ ჩემთუის ცრემლსა ღურიდე მაშინ გინდა იხარებდი გწადდეს ჭმუნვა გაადიდე

955. აწ რაცა გკადრე ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი მოგშორდები და არ ვიცი თუ ცხენი დამცემს თუ ნავი არ უთქმელობა არ ვარგა არ პირუტყუი ვარ მჩმუნავი ვინ იცი ღმერთი რას მიზამს ანუ ცა მიწყივ მბუნავი

956. ყმამან უთხრა აღარ გაწყენ არცა სიტყვა გამეტადდეს არ მამისმენ ვიცი რაზომ ცეცხლი მეტად მიდიადდეს თუ არ მოგყუეს საყუარელი შენ მას მიჰყევ რაცა სწადდეს ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს

957. არ დაიჯერო მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა ჩემთვის ყუელაი სწორია გაჭრა და გაუჭრელობა შენ რაცა გითქუამს მაგას ვიქ მრჯის რაზომ გინდა ხელობა უშენოდ მამხუდეს რაღა ვქნა არ დია დღეთა გრძელობა

958. საუბარი გარდასწყვიტეს დააპირეს ესე პირი ცხენსა შესხდეს მოიარეს თვითო მოკლეს ველს ნადირი შემოიქცეს აატირეს გული კულაცა ანატირი ხვალ გაყრისა გონებამან სხვა მიმატა ჭირსა ჭირი

959. ლექსთა მკითხველო თქვენიმცა თვალნი ცრემლისა მღურელია გულმან გლახ რა ქნას უგულოდ თუ გული გულსა ელია ვაი მოშორვება მოყვრისა გაყრა კაცისა მკულელია ვისცა არ ესმის არ იცის ესე დღე როგორ ძნელია

960. დილა გათენდა შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს ტარიელ ასმათ ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი დალამნეს სამთავე ღაწუთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს მათ ლომთა მიწყივ მჴეცქმნილთა თავნი მჴეცთანა ალამნეს

961. ქუაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი ასმათ ტირს მოთქუამს ჵე ლომნო ვისნი ვით მოგთქმენ ენანი მზემან დაგწუნა და დაგუდაგნა ცისა მნათობნი ზენანი ვაი ჭირნი ჩემნი ეზომნი ვაი სიცოცხლისა თმენანი

962. ორთავე მუნით წასულთა იგი დღე ერთგან იარეს ზღვის პირს მივიდეს მუნ დადგეს არ ჴმელთა არე იარეს არ გაიყარნეს მას ღამეს კულავ ცეცხლი გაიზიარეს ერთმანერთისა შორს ყოფნა იტირეს იმგლოვიარეს

963. ავთანდილ უთხრა ტარიელს რუ გაჴმა ცრემლთა დენისა რად მოიშორე შენ ფრიდონ მამცემი მაგა ცხენისა მუნით იცნობის ამბავი ღონე მის მზისა ლხენისა აწ მე მუნ მივალ მასწავლე გზა ძმად ფიცისა შენისა

964. ტარიელ სიტყვით ასწავლის გზასა ფრიდონის გზისასა მართ გააგონა რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა აღმოსავლითკენ წადიო პირსა იარე ზღვისასა თუ ნახე ჩემი უამბე გკითხავს ამბავსა ძმისასა

965. თხა მოკლეს და მიითრიეს ცეცხლი შექნეს ზღვისა პირსა შეწვეს ჭამეს რაცა ჭამა შეჰფეროდა მათსა ჭირსა მას ღამესა ერთად იყვნეს ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა ვგმობ მუხთალსა საწუთროსა ზოგჯერ უხუსა ზოგჯერ ძვირსა

966. ცისკრად ადგეს გასაყრელად[ ...................................] მაშინ მათგან ნაუბარნი დადნეს[................................] თვალთა ვითა წყაროს წყალნი [ .................................] დიდხანს იდგნენ შეჭედილნი[ ................................]

967. გაიყარნეს ტირილით პირსა[ .......................................] ერთი აღმა ერთი დაღმა[ ...............................................] ვირე უჩნდა[ .....................................................................] იგი ნახნოს[........................................................................]

წასვლა ავთ[.........................]

968. ვაი სოფელო[ .......................................................................] ყოვლი შენი[ .........................................................................] სადაურსა[.............................................................................] მაგრა[......................................................................................]

969. ველს მ[....................................................................................] ვერ[ .........................................................................................] ჰკლავ[....................................................................................] ბაგეთათ [...............................................................................]

970. ავთანდილ[ ..........................................................................] იტყუის[ ...............................................................................] აწ ეგრე[ ................................................................................] კაცი[ .....................................................................................]

971. [.................................]ღვრებოდა ალვისა შტო ირხეოდა [..............................]ლილი ლაჟუარდად გარდიქცეოდა [....................................................]ამისთუის არ უმჴნეოდა [...............................]მიკვირს რადგან დაგაგდე მზეო და