... (H-1090), XIX ს.

701. სისხლმან ცრემლისა გარევით, ღაწვი ქნის ღარად და ღარად჻ იტყვის მზე ჩემგან თავისა, კმა დასადებლად აღარ჻ მიკჳრს თუ გული ალმასი, შავმან წამწამმან დაღა რად ად჻ ვირემ ვნახჳდე სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად჻

702. ვინ უწინ ედემს ნაზარდი, ალვა რგვით მორწყო მახია჻ დღეს საწუთრომან ლახვარმან, მიმცა დანასა მახია჻ დღეს გული ცეცხლით უშრეტსა, დაბმით დამაბა მახია჻ აწღა ვჰსცან საქმე სოფლისა, ზღაპარია და ჩმახია჻

703. ამას მოჰსთქვამს ცრემლსა აფრქვევს, ათრთოლებს და აწანწარებს჻ გულ ამოსკვნით ოხვრა სულთქმით, მიხრის ტანსა მიახარებს჻ საყუარლისა სიახლესა, მოშორვება გაამწარებს჻ ვაჲ საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს აზეწარებს჻

704. ყმა მივიდა საწოლს დაწვა, ზოგჯერ ჰსტირს და ზოგჯერ ბნდების჻ მაგრა ახლავს გონებითა, საყუარელსა არ მოსწყდების჻ ვით მწვანვილსა თრთვილისაგან, პირსა ფერი მოაკლდების჻ ჰხედავთ ვარდსა უმზეობა, როგორ ადრე დააჩნდების჻

705. გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი჻ გული ჟამ ჟამად ყოველთა, ჭირთ მთმო ლხინთა მდომელი჻ გული ბრმა ურჩი ხედვისა, თჳთ ვერას ვერ გამზომელი჻ ვერცა პატრონობს სიკუდილი, ვერცა მეფეა რომელი჻

706. რა გულსა უთხრა გულისა, სიტყვანი საგულისონი჻ მან მარგალიტი მოიხვნა, მის მზისა სამეყვისონი჻ მის მზისა მკლავსა ნაბამი, მათ კბილთა შესატყვისონი჻ პირსა დაიდვა აკოცა, ცრემლი სდის ვითა ბისონი჻

707. რა გათენდა კაცი მივა, მომკითხავი დარბაზს მხმობი჻ ყმა წავიდა ლაღი ნაზი, ნაღვიძები ძილ ნაკრთობი჻ ერთმანერთსა ეჯავრვიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი჻ მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოეკაზმა დაბდაბ ნობი჻

708. მეფე შეჯდა მაშინდელი, ზარი აწმცა ვით ითქმოდა჻ ქოს დაბდაბთა ცემისაგან, ყურთა სიტყვა არ ისმოდა჻ მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა მიდამოდა჻ მას დღეს მათგან დანაღვარი, სისხლი ველთა მოესხმოდა჻

709. ინადირეს შემოიქცეს, მხიარულნი მინდორს რულნი჻ შეიტანეს დიდებულნი თავადნი და სპანი სრულნი჻ დაჯდა დახვდეს მოკაზმულნი, საჯდომნი და სრანი სრულნი჻ ჴმას ჰსცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყვნეს სრულნი჻

710. ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა ეუბნებოდა჻ ბაგეთა გასჭვირს ბროლ ლალი, მათ კბილთა ელვა კრთებოდა჻ ღირსნი ახლოს სხდეს ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა჻ უტარიელოდ ხსენება, არვისგან იკადრებოდა჻

711. ყმა მივიდა გულმოკლული, ცრემლი ველთა მოედინა჻ მართ მისივე სიყვარული, უარებდის თვალთა წინა჻ ზოჯერ ადგის ზოგჯერ დაწვის, ჴელსა რადმცა დაეძინა჻ რაცა აჯა დათმობისა, გულმან ვისმცა მოუსმინა჻

712. წეუს იტყვის გულსა სალხინო, რამცაღა დაუსახეო჻ მოგშორდი ედემს ნაზარდო, ლერწამო და ხეო჻ შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერ მჭვრეტთა სივაგლახეო჻ [..]ადად ნახვასა არ ღირს ვარ ნეტარმცა სიზმრად გნახეო჻

713. ამას მოსთქმიდის ტირილით, ცრემლისა დასაღვაროთა჻ კულა გულსა ეტყვის დათმობა, ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა჻ არ დავსთმოთ რა ვქნათ სევდასა, მითხარ რა მოუგვაროთა჻ თუ ლხინი გვინდა ღ~თისაგან, ჭირნიცა შევიწყნაროთა჻

714. კულა იტყჳს გულო რაზდემცა, გაქვს სიკუდილისა წადება჻ სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება჻ მაგრა დამალე არ გაჩნდეს, შენი ცეცხლისა კვლა დება჻ ავად შეჰფერობს მიჯნურსა, მიჯნურობისა ცხადება჻

დათხოვნა ავთანდილისაგან როსტევან მეფისა და ვეზირის საუბარი და ხვეწნა:

715. რა გათენდა შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე჻ იტყჳს ნეტარ მიჯნურობა, არ დამაჩნდეს დაცავფარე჻ დათმობასა ეაჯების, გულსა შინა რა მოუგვარე჻ ცხენსა შეჯდა წამოვიდა, ვაზირისა სახლსა მთვარე჻

716. ვეზირმან ჰსცნა გაეგება, ჩემსა მზეა ამოსრული჻ ამას თურმე მახარებდა, დღეს ნიშანი სახარული჻ მიეგება თაყუანიჰსცა, კადრა სრულსა ქება სრული჻ ჰჴამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული჻

717. ყმა გარდასვა მასპინძელმან, არ ღაფალმან ავმან უქმან჻ ფერხთა ქვეშე ხატაურსა, უფენენ და მიწად უქმან჻ ყმამან სახლი განანათლნა, ვით სამყარო მზისა შუქმან჻ თქვეს სურნელი სული ვარდთა, დღეს მოგუბერნა ქვენამ ბუქმან჻

718. დაჯდა მისთა შემხედველთა, გული მათი მართლად ხელეს჻ მისთა მჭვრეტთა მისთჳს ბნედა, თავისათვის ისახელეს჻ სულთქმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს჻ გაყრა ბრძანეს გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს჻

719. რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვეზირსა ეუბნების჻ იტყვის შენი დამალული, დარბაზს არა არ იქნების჻ რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქმს და შენ გეთნების჻ გაიგონე ჭირი ჩემნი, მკურნე რაცა მეკურნების჻