... (H-757), 1671 წ.

819. რა჻ აქიმი჻ დასნეულდეს჻ რაზომ჻ გინდა჻ საქებარი მან჻ სხუა჻ უჴმოს჻ მკურნალი჻ და჻ მაჯასაცა჻ შემტყვებარი მან჻ უამბოს჻ რაცა჻ სჭირდეს჻ სენი჻ ცეცხლთა჻ მომდებარი სხუისა჻ სხუამან჻ უკეთ჻ იცის჻ სასარგებლო჻ საუბარი

820. რაცა჻ გითხრა჻ მომისმინე჻ ბრძენი჻ გეტყუი჻ არა჻ ხელი ასი჻ გმართებს჻ გაგონება჻ არ჻ გეყოფის჻ არ჻ ერთხელი კარგად჻ ვერას჻ ვერ჻ მოავლენს჻ კაცი჻ აგრე჻ გულფიცხელი აწ჻ მე჻ მინდა჻ ნახვა჻ მისი჻ ვისგან჻ დამწუავს჻ ცეცხლი჻ ცხელი

821. იგი჻ ვნახო჻ სიყუარული჻ მისი჻ ჩემთუის჻ დავამტკიცო მოვახსენო჻ რაცა჻ მეცნას჻ მეტი჻ საქმე჻ არა჻ მიცო შენ჻ გენუკევ჻ შემაჯერო჻ ღმერთი჻ იღთო჻ ცაცა჻ იცო ერთმანერთი჻ არ჻ გავწიროთ჻ მაფიცო჻ და჻ შემომფიცო

822. რომე჻ აქათ჻ არ჻ წახვიდე჻ შენ჻ თუ჻ ამას჻ შემეპირო მეცა჻ ფიცით჻ შეგაჯერებ჻ არასათუის჻ არ჻ გაგწირო კვლა჻ მოვიდე჻ შენად჻ ნახუად჻ შენთვის჻ მოვკვდე჻ შენთუის჻ ვირო ღმერთსა჻ უნდეს჻ ვისთუის჻ ჰკვდები჻ მისთუის჻ აგრე჻ არ჻ გატირო

823. მან჻ მიუგოუცხოს჻ უცხო჻ აგრე჻ ვითა჻ შეგიყვარდი გასაყრელად჻ გეძნელები჻ იადონსა჻ ვითა჻ ვარდი რაგუარამცა჻ დაგივიწყე჻ რაგუარამცა჻ უკუმქარდი ღმერთმან჻ ქნას჻ და჻ კვლაცა჻ გნახო჻ ალვა჻ მორჩი჻ განაზარდი

824. პირი჻ შენი჻ ნახუად჻ ჩემად჻ თუ჻ მობრუნდეს჻ ტანი჻ იხოს გული჻ მინდორს჻ არ჻ გაიჭრეს჻ არ჻ ირმოს჻ არცა჻ ითხოს თუ჻ გიტყუვო჻ მოგაღორო჻ ღმერთმან჻ რისხუით჻ გამიკითხოს შენმან჻ჭურეტა჻ სიახლემან჻ მომაქარვოს჻ სევდა჻ მითხოს

825. ამას჻ ზედა჻ შეიფიცნეს჻ მოყუარენი჻ გულსადაგნი იაგუნდნი჻ ქარვის჻ ფერნი჻ სიტყვაბრძენნი჻ ცნობაშმაგნი შეუყვარდა჻ ერთმანერთი჻ სწუიდეს჻ მიწყივ჻ გულსა჻ დაგნი მას჻ ღამესა჻ ერთგან჻ იყუნეს჻ შუენიერნი჻ ამხანაგნი

826. ავთანდილცა჻ მასვე჻ თანა჻ ტიროდა჻ და჻ ცრემლი჻ ღუარა რა჻ გათენდა჻ წამოვიდა჻ აკოცა჻ და჻ გაეყარა ტარიელს჻ თუ჻ ვით჻ ეწყინა჻ რა჻ ქნას჻ ამას჻ ვერ჻ მიმხუდარა ავთანდილცა჻ ჩატიროდა჻ შამბი჻ შიგან჻ ჩაიარა

827. ავთანდილს჻ ასმათ჻ ჩამოჰყვა჻ ზენარით჻ ეუბნებოდა მუჴლთა჻ უყრიდა჻ ტიროდა჻ თითითა჻ ეხვეწებოდა ადრე჻ მოსულასა჻ ჰვედრებდა჻ მართ჻ ვითა჻ ია჻ ჭკნებოდა მან჻ უთხრა჻ დაო჻ უთქვენოდ჻ სხუა჻ რამცა჻ მეგონებოდა

828. ადრე჻ მოვალ჻ არ჻ გაგწირავ჻ არას჻ დავზამ჻ შინა჻ ხანსა ოდენ჻ სხუაგან჻ არ჻ წავიდეს჻ ნუ჻ სად჻ არებს჻ იმა჻ ტანსა აქათ჻ ორ჻ თვე჻ არ჻ მოვიდე჻ ვიქმ჻ საქმესა჻ დაუგვანსა შეიგენით჻ მივცემივარ჻ ჭირსა჻ რასმე჻ თანისთანსა

ამბავი ავთანდილისა ტარიელთაგან არაბეთს შექცევისა჻

829. იგი჻ მუნით჻ წარმოსრული჻ სევდამანცა჻ განა჻ მოკლა პირსა჻ იხოკს჻ ვარდსა჻ აპობს჻ ჴელი჻ მისი჻ გაამხოკლა სისხლსა჻ მისგან჻ დადენილსა჻ მჴეცი჻ ყოვლი჻ გაამლოკლა მისმან჻ ფიცხლად჻ სიარულმან჻ შარა჻ გრძელი჻ შეამოკლა

830. მუნ჻ მივიდა჻ სადა჻ იგი჻ მისნი჻ სპანი჻ დაეყარნეს ნახეს჻ იცნეს჻ რაგუარაცა჻ მართებს჻ ეგრე჻ გაეხარნეს შერმანდისცა჻ ახარებდეს჻ ფიცხლად჻ თავნი჻ არნეს მოვიდაო჻ აქანამდის჻ ვითუის჻ ლხინი჻ გაგვუმწარნეს

831. გაეგება჻ მოეხუია჻ ზედა჻ დახვდა჻ პირი჻ ჴელსა აკოცებდა჻ სიხარულით჻ ცრემლსა჻ ღურიდა჻ ველთა჻ მსვრელსა ესე჻ თქუა჻ თუ჻ ნეტარ჻ ღმერთო჻ ცხადსა჻ ვხედავ჻ ანუ჻ ბნელსა მე჻ ვით჻ ღირს჻ ვარ჻ ამას჻ რომე჻ თუალნი჻ ჩემნი჻ ჭურეტდენ჻ მრთელსა

832. ყმამან჻ მდაბლად჻ მოიკითხა჻ ზედა჻ დასდვა჻ პირი჻ პირსა უბრძანა჻ თუ჻ ღ~თსა჻ ვმადლობ჻ შენ჻ თუ჻ ჭირი჻ არა჻ გჭირსა დიდებულთა჻ თაყვანისცეს჻ აკოცებდეს჻ ვინცა჻ ღირს჻ ა ზარსა჻ სცემდეს჻ უხაროდა჻ უფროსსა჻ თუნდა჻ მცირსა

833. მოვიდეს჻ სადა჻ სამყოფლად჻ სახლი჻ დგა჻ მუნ჻ აგებული მოვიდა჻ ნახვად჻ ყოველი჻ მის჻ ქალაქისა჻ კრებული მაშინვე჻ დაჯდა჻ ნადიმად჻ მორჭმით჻ ლაღი჻ და჻ შუებული ენა჻ მის჻ დღისა჻ შუებასა჻ ყოლა჻ ვერ჻ იტყუის჻ კლებული

834. შერმადინს჻ უთხრა჻ უამბო჻ ყოველი჻ მისგან჻ ნახული ანუ჻ ვით჻ პოვა჻ იგი჻ ყმა჻ მისგანვე჻ მზედ჻ დასახული ავთანდილს჻ ცრემლი჻ უყოფდა჻ უბნობდა჻ თუალდაფახული უმისოდ჻ მყოფსა჻ სწორად჻ მიჩს჻ ჩემთუის჻ დარბაზი჻ და჻ ხული

835. მუნ჻ ამბავი჻ შინაური჻ ყველაკაი჻ მოახსენა შენი჻ წასულა჻ არვინ჻ იცის჻ რაცა჻ მითხარ჻ აგრე჻ ვქენა მას჻ დღე჻ მუნით჻ არ჻ წავიდა჻ ინადიმა჻ გაისვენა ცისკრად჻ შეჯდა჻ გაემართა჻ დღე჻ რა჻ მზემან჻ გაათენა

836. არცაღა჻ დაჯდა჻ ნადიმად჻ არცა჻ ქნად჻ კულა჻ ხალვათისა შერმადინ჻ მახარობელი჻ წავა჻ მისულისა჻ მათისა ფიცხლად჻ წავიდა჻ სავალი჻ სამ჻ დღე჻ ვლო჻ დღისა჻ ათისა მას჻ ლომსა჻ ნახვა჻ უხარის჻ მის჻ მზისა჻ მეკამათისა

837. შესთუალა჻ მეფე჻ უკადრი჻ ხარმცა჻ მორჭუმით჻ და჻ დიდებით ამა჻ საქმესა჻ ვიკადრებ჻ შიშით჻ კრძალვით჻ და჻ რიდობით მის჻ ყმისა჻ ვერას჻ ვერ჻ მცნობი჻ უჴმობდი჻ თავსა჻ ფლიდებით აწ჻ ვცან჻ და჻ გაცნევ჻ ყოველსა჻ მოვალ჻ შუებით჻ და჻ მშუიდობით