... (H-757), 1671 წ.

723. მის჻ მეფისა჻ წესი჻ იყო჻ თავი჻ მისი჻ ძუირად჻ ფიცის თუცა჻ ფიცის჻ არ჻ გატეხის჻ მასვე჻ წამსა჻ დაამტკიცის ესე჻ წყრომა჻ მეფისაგან჻ ვისცა჻ ესმა჻ ვინცა჻ იცის მან჻ უანმბა჻ დავარ჻ ქაჯსა჻ ვინ჻ გრძნებითა჻ ცაცა჻ იცის

724. დავარს჻ დასა჻ მეფისასა჻ უთხრა჻ ვინმე჻ ღმრთისა჻ მტერმან თავი჻ ფიცა჻ ძმამან჻ შენმან჻ არ჻ დაგარჩენს჻ იცის჻ ერმან მან჻ აგრე჻ თქუა჻ უბრალო჻ ვარ჻ იცის჻ ღმერთმან჻ სახიერმან ვისგან჻ მოვკვდე჻ ვისთუის჻ მოვკვდე჻ მიიხვედროს჻ იგი჻ ვერ჻ მან

725. პატრონი჻ ჩემი჻ აგრევე჻ იყო჻ წამოხუე჻ შენ჻ ოდეს შენეულივე჻ რიდენი჻ ებურნეს჻ ტურფად჻ შვენოდეს დავარ჻ მოსთქმიდა჻ სიტყვითა჻ რომელნი჻ არა჻ მსენოდეს ბოზო჻ შენ჻ ბოზო჻ რად჻ მომკალ჻ ვეჭუ჻ შენცა჻ არა჻ გლხენოდეს

726. როსკიპო჻ ბოზო჻ დიაცო჻ საქმრო჻ რად჻ მოაკვლევინე ანუ჻ სისხლითა჻ მისითა჻ ჩემი჻ რად჻ მოაზღუევინე არ჻ ცუდად჻ მომკლავს჻ ძმა჻ ჩემი჻ რა჻ გიყავ჻ რა჻ გაქნევინე აწ჻ ღმერთსა჻ უნდეს჻ ვერ჻ მიხუდე჻ ვის჻ ესე჻ დააშლევინე

727. ჴელი჻ მიჰყო჻ წამოზიდნა჻ თმანი჻ გრძელნი჻ დაუფუშნა დაალება჻ დაალურჯა჻ მედგრად჻ პირნი჻ მოიქუშნა მან჻ პასუხი჻ ვერა჻ გასცა჻ ოდენ჻ სულთქნა჻ ოდენ჻ უშნა ქალმან჻ შავმან჻ ვერა჻ არგო჻ ვერცა჻ წყლული჻ დაუშუშნა

728. რა჻ დავარ჻ გაძღა჻ ცემითა჻ მისითა჻ დალურჯებითა წამოდგეს჻ ორნი჻ მონანი჻ პირითა჻ მით჻ ქაჯებითა მათ჻ კიდობანი჻ მოიღეს჻ ეუბნეს჻ არ჻ აჯებითა მას჻ შიგან჻ ჩასუეს჻ იგი჻ მზე჻ ჰგავს჻ იქნა჻ დარაჯებითა

729. მან჻ უთხრა჻ წადით჻ დაკარგეთ჻ მუნ჻ სადა჻ ზღუისა჻ ჭიპია წმინდისა჻ წყალი჻ ვერ჻ ნახოს჻ მყინვარე჻ ვერცა჻ ლიპია მათ჻ გაეხარნეს჻ ჴმა჻ მაღლად჻ იყივლეს჻ იპი჻ იპია ესე჻ ვნახე჻ და჻ არ჻ მოვჰკვე჻ არა჻ მგავს჻ არცა჻ სიპია

730. ზღუათაკენ჻ გაარნეს჻ სარკმელნი჻ მაშინვე჻ გაუჩინარდა დავარ჻ თქვა჻ მქმნელი჻ ამისი჻ ვინ჻ არ჻ დამქოლოს჻ ვინ჻ არ჻ და ვირემ჻ მომკლევდეს჻ მოვკვდები჻ სიცოცხლე჻ გასაწყინარდა დანა჻ დაიცა჻ მოცაკვდა჻ დაეცა჻ გასისხლმდინარდა

731. ნესტან჻ დარეჯან჻ ქაჯთ჻ მისცა჻ დავარ჻ ეხევის჻ დანებსა მზისა჻ სხივსა჻ და჻ მწერვალსა჻ უფრსკულსა჻ ჩაიყვანებსა მას჻ უებროსა჻ მნათობსა჻ ნავსა჻ სმენ჻ კიდობანებსა პირსა჻ ბუცვენ჻ და჻ უკლეტენ჻ შუქსა჻ ვინა჻ მოივანებსა

732. მზე჻ დაუკარგა჻ სოფელსა჻ დავარ჻ გულს჻ იცემს჻ დანას჻ ეს჻ ქაჯს჻ მისცა჻ ზღუაში჻ დაანთქა჻ ვარდი჻ დათრთუილა჻ დანასეს ტარიელისთვის჻ ხელქმნა჻ და჻ ჭირთა჻ სიმრავლე჻ ანასეს მამას჻ გაჰყარა჻ სამკვიდროდ჻ და჻ მოაშორევს჻ ანას჻ ეს

733. რად჻ არ჻ მიკვირვებ჻ ცოცხალსა჻ მე჻ ლახუარდაუსობელსა აწ჻ იგი჻ მიყავ჻ რა჻ მმართებს჻ ამისსა჻ მახარობელსა ზენაარ჻ დამჴსენ჻ სიცოცხლე჻ სულთადგმადაუთმობელსა საბრალოდ჻ ცრემლსა჻ ადენდა჻ უკლებსა჻ დაუშობელსა

734. მე჻ უთხარ჻ დაო჻ რად჻ მოგკლა჻ ანუ჻ რა჻ შენი჻ ბრალია რამცა჻ ვქმენ჻ ნაცვლად჻ თუით჻ რომე჻ მისი჻ ჩემზედა჻ ვალია აწ჻ თავსა჻ მისად჻ საძებრად჻ მივსცემ჻ სად჻ კლდე჻ და჻ წყალია სრულად჻ გავქვავდი჻ შემექმნა჻ გული჻ მართ჻ ვითა჻ სალია

735. მეტმან჻ ზარმან჻ გამაშმაგა჻ მომივიდა჻ ცხრო჻ და჻ თრთოლა გულსა჻ უთხარ჻ ნუ჻ მოჰკვდები჻ არას჻ გარგებს჻ ცუდი჻ წოლა გიჯობს჻ გაჭრა჻ ძებნად჻ მისად჻ გავარდნა჻ და჻ ველთა჻ რბოლა აჰა჻ ჟამი჻ ვისცა჻ გინდა჻ ჩემი჻ თანა჻ წამოყოლა

736. შევე჻ ფიცხლად჻ შევეკაზმე჻ ცხენსა჻ შევჯე჻ შეკაზმული ასსამოცი჻ კარგი჻ მოყმე჻ ჩემსა჻ თანა჻ ხანდაზმული გამომყვა჻ და჻ წამოვედით჻ კართა჻ გარე჻ დარაზმული ზღუის჻ პირს჻ მიველ჻ ნავი჻ დამხუდა჻ მენავემან჻ მნახა჻ ზმული

737. ნავსა჻ შევჯე჻ ზღუასა჻ შეველ჻ ზღუასა჻ შიგან჻ გავალაგდი არსით჻ ნავი჻ მომავალი჻ უნახავად჻ არ჻ დავაგდი მოველოდი჻ არა჻ მესმა჻ შმაგი჻ უფრო჻ გავეშმაგდი რომე჻ სრულად჻ მომიძულვა჻ ღმერთსა჻ თურე჻ ასრე჻ ვსძაგდი

738. რომე჻ დავჰყავ჻ წელიწადი჻ თუე჻ თორმეტი჻ გამეოცა მაგრა჻ მისი჻ მნახავიცა჻ სიზმრივ჻ კაცი჻ არ჻ მეოცა თანამყოლი჻ ყველაკაი჻ ამომიწყდა჻ დამეჴოცა ვსთქვი჻ თუ჻ ღ~თსა჻ ვერას჻ ვჰკადრებ჻ რაცა჻ სწადდეს჻ აგრე჻ ვყო჻ ცა

739. ზღუაზღუა჻ ცურვა჻ მომეწყინა჻ მით჻ გამოვე჻ ზღუისა჻ პირსა გული჻ სრულად჻ გამიმჴეცდა჻ არ჻ ვუსმენდი჻ არც჻ ვაზირსა ყველაკაი჻ დამეფანტნენ჻ დარჩომოდა჻ რაცა჻ ჭირსა კაცსა჻ ღმერთი჻ არ჻ გასწირავს჻ ასრე჻ მისგან჻ განაწირსა

740. ერთაი჻ ესე჻ ასმათი჻ და჻ დამრჩეს჻ ორნი჻ მონანი ჩემნი჻ გულისა჻ მდებელნი჻ და჻ ჩემნი჻ შემამგონანი მისი჻ ვერა჻ ვცნენ჻ ამბავნი჻ ვერცა჻ დრამისა჻ წონანი ტირილი჻ მიჩნდის჻ ლხინად჻ და჻ მდინდიან჻ ცრემლთა჻ ფონანი

ამბავი ნურადინ ჻ფრიდონისა ოდეს შემოეყარა჻

741. ღამით჻ მევლო჻ მოვიდოდი჻ ზღუისა჻ პირსა჻ აჩნდეს჻ ბაღნი ჰგუანდეს჻ ქალაქს჻ ვეახლენით჻ ცალკერძ჻ იყვნეს჻ კლდეთა჻ ნაღნი არ჻ მიამის჻ კაცთა჻ ნახვა჻ მიდაღვიდა჻ გულსა჻ დაღნი მუნ჻ გარდავჴე჻ მოსვენებად჻ დამხუდეს჻ რამე჻ ხენი჻ ლაღნი