... (H-757), 1671 წ.

704. კარვის჻ კალთა჻ ჩახლათული჻ ჩავჭერ჻ ჩავაქარაბაკე ყმასა჻ ფერჴსა჻ მოვეკიდე჻ თავი჻ სვეტსა჻ შეუტაკე წინა჻ მწოლთა჻ დაიზახეს჻ გლოვა჻ მიხუდა჻ საარაკე ცხენსა჻ შევჯე჻ წამოცაველ჻ ჯაჭუი჻ მეცვა჻ საკურტაკე

705. აწ჻ გაუცუდდეს჻ ფარსადანს჻ იგ჻ მისი჻ თათბირობანი ავად჻ მოუხდა჻ ხუარაზმშას჻ ქორწილი჻ სიძერძლობანი მზე჻ დაუკარგავს჻ ტარიელს჻ ეწივნეს჻ ვარდთა჻ ძრობანი წესია჻ ამა჻ სოფლისა჻ გაზაფხულს჻ მოზდევს჻ სთლობანი

706. ხმა჻ დამივარდა჻ შეიქმნა჻ ზახილი჻ მოსაწევარი წამოველ჻ წევნა჻ დამიწყეს჻ დავჰჴოცე჻ ჩემი჻ მდევარი ქალაქი჻ მქონდა჻ მაგარი჻ მტერთაგან჻ მოურევარი მუნ჻ შიგან჻ შევე჻ მშვიდობით჻ ამოდ჻ იგივე჻ მე჻ ვარი

707. კაცი჻ გავგზავნენ჻ ვაცნობე჻ ყოვლგან჻ ლაშქარსა჻ ყველასა აქა჻ მომართეთ჻ ვინცაღა჻ ჩემსა჻ იქმოდეთ჻ შველასა არ჻ გაწყდა჻ მოსლვა჻ მდევართა჻ ღამესა჻ დია჻ ბნელასა ჩემი჻ რა჻ სცნიან჻ სცუდიან჻ თავებსა჻ მათსა჻ მრთელასა

708. ცისკრად჻ ავდეგ჻ შევეკაზმე჻ რა჻ გათენდა჻ ღამე჻ დილად ვნახენ჻ სამნი჻ დიდებულნი჻ მეფისაგან჻ მოგზავნილად ებრძანა჻ თუ჻ ღმერთმან჻ იცის჻ გამეზარდე჻ ვითა჻ შვილად ჩემი჻ ასრე჻ რად჻ შესცვალე჻ სიხარული჻ სიმძიმილად

709. ხუარაზმშას჻ სისხლი჻ უბრალო჻ სახლად჻ რად჻ დამადებინე თუ჻ ჩემი჻ ქალი჻ გინდოდა჻ რად჻ არა჻ შემაგებინე მე჻ ბერსა჻ შენსა჻ გამზრდელსა჻ სიცოცხლე჻ მაარმებინე დღედ჻ სიკვდილამდის჻ შენიცა჻ თავი჻ არ჻ მაახლებინე

710. მე჻ შეუთვალე჻ მეფეო჻ ვარ჻ უმაგრესი჻ რვალისა თუ჻ არ჻ რად჻ მიშლის჻ სიკვდილსა჻ ცეცხლი჻ სირცხუილთა჻ ალისა მაგრა჻ თუით჻ იცით჻ ჴელმწიფე჻ ჴამს჻ მქნელი჻ სამართალისა მე჻ თქვენმან჻ მზემან჻ მაშოროს჻ ნდომა჻ თქუენისა჻ ქალისა

711. იცით჻ ჰინდოთა჻ სამეფო჻ რაზომი჻ სრასაჯდომია ერთიღა჻ მე჻ ვარ჻ მემკვიდრე჻ ყველაი჻ თქვენ჻ მოგჴდომია ამოწყდა჻ მათი჻ ყუელაი჻ მამული჻ შენ჻ დაგრჩომია დღესამდის჻ ტახტი჻ უჩემოდ჻ არავის჻ არ჻ მონდომია

712. ვერ჻ გათნევ჻ თქვენმან჻ კეთილმან჻ აწ჻ ეგე჻ არმართალია ღმერთმან჻ არ჻ მოგცა჻ ყმა჻ შვილი჻ გიზის჻ ერთაი჻ ქალია ხუარაზმშა჻ დასვა჻ ჴელმწიფედ჻ დამრჩების჻ რა჻ ნაცვალია სხუა჻ მეფე჻ დაჯდეს჻ ჰინდოეთს჻ მერტყას჻ მე჻ ჩემი჻ ჴრმალია

713. შენი჻ ქალი჻ არად჻ მინდა჻ გაათხოვე჻ გამარიდე ჰინდოეთი჻ ჩემი჻ არის჻ არვის჻ მივსცე჻ ჩემგან჻ კიდე ვინცა჻ ჩემსა჻ დამეცილოს჻ მისით჻ მასცა჻ ამოვფხურიდე სხუას჻ მეშველსა჻ გარეგანსა჻ მომკალ჻ ვისცა჻ ვინატრიდე

ამბვის ცნობა ტარიელისაგან ნესტან჻ დარეჯანისა დაკარგვისა჻

714. ესე჻ კაცნი჻ გამეგზავნნეს჻ გონებასა჻ გავეშმაგე რომე჻ მისი჻ ვერა჻ მეცნა჻ ამას჻ უფრო჻ დავედაგე მას჻ ზღუდესა჻ გარდავადეგ჻ მინდორთაკენ჻ რომე჻ ვაგე მესმა჻ საქმე჻ საშინელი჻ თუცა჻ თავი჻ ვერ჻ წავაგე

715. შავმან჻ საწყალმან჻ ასმათმან჻ ნახეთ჻ რა჻ ნახა჻ თუალითა჻ ტარიელისკენ჻ იარა჻ დამწუარმა჻ დანავალითა უთხრა჻ ამა჻ საქმის჻ მნახავი჻ სიკვდილით჻ შემიწყალითა მას჻ შენთუის჻ უყვეს჻ ყოველი჻ შენ჻ ხელქმნა჻ მიავალითა

716. გამოჩნდეს჻ ორნი჻ ქვევითნი჻ მე჻ მივეგებე჻ წინარე ქალი჻ ჰყვა჻ ერთსა჻ მონასა჻ ვცანმცა჻ თუ჻ მოღმა჻ ვინ჻ არე თავგაგლეჯილი჻ ასმათი჻ პირს჻ სისხლი჻ ჩამომდინარე აღარ჻ მიყივლა჻ ღიმილით჻ არცაღა჻ გამიცინა჻ რე

717. იგი჻ ვნახე჻ დავებნივე჻ გონებანი჻ გამიშმაგნა შორით჻ უჴმე჻ რაშიგან჻ ვართ჻ ანუ჻ ცეცხლმან჻ რად჻ დაგუდაგნა მან჻ საბრალოდ჻ შემომტირნა჻ ძლივ჻ სიტყვანი჻ გამოაგნა მითხრა჻ ღ~თმან჻ სიმგრგულე჻ ცისა჻ ჩუენთუის჻ რისხუით჻ წამოგრაგნა

718. ახლოს჻ მიველ჻ კვლაცა჻ ვჰკითხე჻ რაშიგან჻ ვართ჻ თქვი჻ მართალი კვლავ჻ საბრალოდ჻ ამიტირდა჻ კვლა჻ მოედვა჻ ამით჻ ალი დიდხან჻ სიტყვა჻ ვერა჻ მითხრა჻ მისთა჻ ჭირთა჻ ნაათალი მკერდსა჻ წითლად჻ უღებავიდა჻ სისხლი჻ ღაწუთა჻ ნაწუეთალი

719. მერმე჻ მითხრა჻ მოგახსენებ჻ ესე჻ რადმცა჻ დაგიმალე მაგრა჻ ვითა჻ გაგახარნე჻ შენცა჻ აგრე჻ შემიწყალე ნუ჻ მაცოცხლებ჻ ნუ჻ დამარჩენ჻ შემიხვეწე჻ შემიბრალე დამჴსენ჻ ჩემსა჻ საწუთროსა჻ ღმერთსა჻ შენსა჻ მიავალე

720. მიანბა჻ ოდეს჻ სასიძო჻ მოჰკალ჻ და჻ ჴმა჻ დაგივარდა მეფესა჻ ესმა჻ აიჭრა჻ მართ჻ მისგან჻ გასატკივარდა შენ჻ დაგიძახნა჻ მიჴმეთო჻ ჴმამაღლა჻ გაჴდა჻ ყივარ჻ და მოგნახეს჻ შინა჻ ვერ჻ გპოვეს჻ მით჻ მეფე჻ გამომჩივარდა

721. ჰკადრეს჻ აქა჻ აღარ჻ არის჻ კარნი჻ სადმე჻ გაუვლიან მეფე჻ ბრძანებს჻ ვიცი჻ ვიცი჻ მეტად჻ კარგად჻ შემიგიან მას჻ უყვარდა჻ ქალი჻ ჩემი჻ სისხლნი჻ ველთა჻ მოუღურიან რა჻ ნახიან჻ ერთმანერთი჻ არშეხედვა჻ ვერ჻ დათმიან

722. აწ჻ თავმან჻ ჩემმან჻ მას჻ მოვჰკლავ჻ ჩემად჻ დად჻ ვინცა჻ მადესა მე჻ ღმრთისა჻ ვუთხარ჻ დაუბამს჻ მას჻ ეშმაკისა჻ ბადესა მათ჻ ბოზკუროთა჻ ასეთი჻ რა჻ მისცეს჻ რა჻ უქადესა თუ჻ დავარჩინო჻ ღმერთი჻ ვგმო჻ მისად჻ პატიჟად჻ მზად჻ ესა