... (H-757), 1671 წ.

937. ყმამან჻ უთხრააღარ჻ წასლვა჻ არ჻ ეგების჻ ჩემგან჻ აროს იადონი჻ მაშინ჻ მოკუდეს჻ ოდეს჻ ვარდმან჻ იდამჭკნაროს ჴამს჻ უძებნოს჻ ცუარი჻ წყლისა჻ მისთუის჻ თავი჻ ყოვლგან჻ აროს ვერ჻ უპოვოს჻ რა჻ ქნას჻ ანუ჻ გული჻ რათა჻ დაიწყნაროს

938. უმისოდ჻ მყოფი჻ ვერ჻ გავსძლებ჻ ჯდომასა჻ ვერცა჻ წოლასა მართ჻ ნადირთაებრ჻ გაჭრასა჻ ვირჩევ჻ მათთანა჻ რბოლასა ასრე჻ გასრულსა჻ რად჻ მნუკევს჻ მისთა჻ მებრძოლთა჻ ბრძოლასა სჯობს჻ უყოლობა჻ კაცისა჻ მომდურავისა჻ ყოლასა

939. მოვახსენებ჻ ერთხელ჻ კულაცა჻ აწ჻ რაზომცა჻ მეფე჻ წყრების ნუთუ჻ გაბრჭოს჻ გული჻ ჩემი჻ ვით჻ იწვის჻ და჻ ვით჻ ენთების არ჻ გამიშვებს჻ გავიპარვი჻ რა჻ იმედი჻ გარდმიწყდების მე჻ თუ჻ მოვჰკვდე჻ ჩემი჻ კერძი჻ სოფელიმცა჻ გარდიფხურების

940. მოიუბნეს჻ ვაზირმან჻ ქნა჻ ჭამასუმანი჻ მათნი჻ ფერნი უმასპინძლა჻ ძღუენი჻ უძღუნა჻ შუენიერსა჻ შუენიერნი მისნი჻ მყოლნი჻ ავეავსნა჻ მოყმენი჻ თუნდა჻ ბერნი გაიყარნეს჻ ყმა჻ წავიდა჻ სახლად჻ ჩადგეს჻ მზისა჻ წვერნი

941. შეკრა჻ წითელი჻ ასი჻ ათასი჻ პირად჻ მზემან჻ და჻ ტანად჻ სარომან სამასი჻ თავი჻ სტავრაატლასი჻ უხვმან჻ ნიადაგ჻ მიუმცდარომან სამოცი჻ თუალი჻ ლალიაგუნდი჻ ფერად჻ არ჻ მათმან჻ საუარომან კაცი჻ გაგზავნა჻ ვაზირისასა჻ ესე჻ ყველაი჻ მისთუის჻ არო჻ მან

942. შესთუალა჻ თუ჻ რაცა჻ გმართებს჻ ვით჻ მოგცე჻ და჻ ვით჻ გაქონო ვალთა჻ შენთა჻ გარდასაჴდლად჻ რა჻ ნაცვალი჻ მოვიგონო თუღა჻ დავრჩე჻ შენთუის჻ მოვკვდე჻ თავი჻ ჩემი჻ დაგამონო სიყუარული჻ სიყუარულსა჻ შეგიცალო჻ შეგიწონო

943. მე჻ ვითა჻ ვთქუა჻ უებრობა჻ სიკეთე჻ და჻ ქება჻ მისი კაცი჻ იყო჻ საქმისაცა჻ შესაფერი჻ შესატყუისი ასრე჻ უნდა჻ მოხმარება჻ ჰგავიდოდეს჻ ვისცა჻ ვისი ოდეს჻ კაცსა჻ დაეჭიროს჻ მაშინ჻ უნდა჻ ძმა჻ და჻ თვისი

შერმადინის საუბარი ავთანდილთანა ოდეს გაიპარა჻

944. შერმადინს჻ ეტყუის჻ უბრძანებს჻ პირმზე჻ ნათელთა჻ მფენელი ესე჻ დღე჻ არის჻ იმედი჻ ჩემის჻ გულისა჻ მლხენელი შენგან჻ თავისა჻ შენისა჻ საჩემოდ჻ გამომჩენელი მქებრად჻ ამბისა჻ მათისა჻ ჴამს჻ მკითხავი჻ და჻ მსმენელი

945. იტყვის჻ როსტან჻ არ჻ გამიშვა჻ არცა჻ სიტყვა჻ მომისმინა მან჻ არ჻ იცის჻ რათა჻ ვინა჻ და჻ სულდგმული჻ ვისგან჻ ვინა უმისომცა჻ ნუ჻ ცოცხალ჻ ვარ჻ ნუცა჻ გარე჻ ნუცა჻ შინა რაცა჻ საქმე჻ უსამართლო჻ ღმერთმან჻ ვისმცა჻ შეარჩინა

946. თუცა჻ მისი჻ არ჻ გაწირვა჻ ჩემგან჻ მტკიცობს჻ არ჻ სათუობს ყოვლი჻ ცრუ჻ და჻ მოღალატე჻ ღმერთსა჻ ჰგმობს჻ და჻ აგრე჻ ცრუობს გული჻ მისი჻ უნახავი჻ ტირს჻ და჻ სულთქვამს჻ ვაებს჻ უშობს ლხინსა჻ არას჻ არ჻ იახლებს჻ ჰკრთების჻ კუშტობს჻ ვახშობს჻ უშობს

947. ოდეს჻ ბრძენმან჻ გაიგონოს჻ გონებითა჻ მთით჻ და჻ გორით მიჯნური჻ და჻ სამიჯნურო჻ ერთმანერთსა჻ შევასწორით ერთად჻ ვთქუენით჻ გაუყრელად჻ მათი჻ არა჻ გავაორით მოყვარესა჻ მოყვრისაგან჻ მოგონება჻ უნდა჻ შორით

948. სამი჻ არის჻ მოყვრისაგან჻ მოყვრობისა჻ გამოჩენა პირველ჻ ნდომა჻ სიახლისა჻ სიშორისა჻ ვერ჻ მოთმენა მიცემა჻ და჻ არას჻ შური჻ ჩუქებისა჻ არ჻ მოწყენა გავლენა჻ და჻ მოჴმარება჻ მისად჻ რგებად჻ ველთა჻ რბენა

949. მან჻ გამისრულა჻ ყუელაი჻ ესე჻ წესი჻ და჻ რიგები აწ჻ ჩემგან჻ ჰმართებს჻ მუქაფა჻ გულომცა჻ ჭირსა჻ შეები თუ჻ ვერა჻ ვარგო჻ მისთანა჻ მეცა჻ წასადმე჻ ვეგები ხარ჻ რაზომ჻ ფერი჻ სოფელო჻ არვისგან჻ არ჻ შეიგები

950. რადღა჻ ვაგრძელებ჻ სიტყუასა჻ ჟამია჻ შემოკლებისა აწ჻ გაპარვაა჻ წამალი჻ ამა჻ გულისა჻ ხლებისა რასაცა჻ გვედრებ჻ ისმენდი჻ ვიდრე჻ დრო჻ გქონდეს჻ ხლებისა შენ჻ გაამაგრე჻ დაჭირვა჻ ჩემისა჻ ნასწავლებისა

951. აწ჻ მეფეთა჻ სამსახურად჻ პირველ჻ თავი჻ დაამზადე სიკეთე჻ და჻ უკლებლობა჻ შენი჻ ერთობ჻ გააცხადე სახლი჻ ჩემი჻ შეინახე჻ სპათა჻ ჩემთა჻ ეთავადე სამსახური჻ აქანამდის჻ კულა჻ გავლენა჻ გააკულადე

952. მტერთა჻ ჩემთა჻ ენაპირე჻ ძალი჻ ნურა჻ მოგაკლდების ერთგულთათუის჻ კარგი჻ ნუ჻ გშურს჻ ორგულიმცა჻ შენი჻ კუდების შემოვიქცე჻ შენი჻ ჩემგან჻ ვალი჻ კარგად჻ გარდიხდების პატრონისა჻ სამსახური჻ არაოდეს჻ არ჻ წახდების

953. ესე჻ ესმა჻ ცრემლი჻ ცხელი჻ შერმადინსა჻ თუალთა჻ სდინდი მოახსენა჻ მარტოობით჻ ჭირსა჻ რადმცა჻ შევუშინდი მაგრა჻ რა჻ ვქმნა჻ უშენომან჻ დამეცემის჻ გულსა჻ ბინდი წამიტანე჻ სამსახურად჻ მოგეხმარო჻ რაცა჻ გინდი

954. ვის჻ ასმია჻ მარტოსაგან჻ ღარიბობა჻ ეგზომ჻ დიდი ვის჻ ასმია჻ პატრონისა჻ ჭირსა჻ შიგან჻ ყმისა჻ რიდი დაკარგულსა჻ გიგონებდე჻ რა჻ ვიქნები჻ აქა჻ ფლიდი ყმამან჻ უთხრა჻ ვერ჻ წაგიტან჻ რაზომსაცა჻ ცრემლსა჻ ღურიდი

955. შენგან჻ ჩემი჻ სიყვარული჻ ვითამც჻ არა჻ დამეჯერა მაგრა჻ საქმე჻ არ჻ მოჴდების჻ ჟამი჻ ასრე჻ დამემტერა ვის჻ მივანდო჻ სახლი჻ ჩემი჻ შენგან჻ კიდევ჻ ვინმც჻ მეფერა გული჻ დადევ჻ დაიჯერე჻ ვერ჻ წაგიტან჻ ვერა჻ ვერა