... (H-757), 1671 წ.

897. ყრმა჻ გარდასვა჻ მასპინძელმან჻ არ჻ ღაფალმან჻ ავმან჻ უქმან ფერჴთა჻ ქუეშე჻ ხატაურსა჻ უფენენ჻ და჻ მიწად჻ უქმან ყმამან჻ სახლი჻ გაანათლნა჻ ვით჻ სამყარო჻ მზისა჻ შუქმან თქუეს჻ სურნელი჻ სული჻ ვარდთა჻ დღეს჻ მოგვბერა჻ ქუენა჻ ბუქმან

898. დაჯდა჻ მისთა჻ შემხედველთა჻ გული჻ მათი჻ მართლად჻ ხელეს მისთა჻ მჭურეტთა჻ მისთვის჻ ბნედა჻ თავისათვის჻ ისახელეს სულთქმა჻ ბევრი჻ აათასეს჻ აღარა჻ თუ჻ აერთხელეს გაყრა჻ ბრძანეს჻ გაიყარნეს჻ ჯალაბობა჻ გაათხელეს

899. რა჻ ჯალაბი჻ გაიყარა჻ ყმა჻ ვაზირსა჻ ეუბნების ეტყუის჻ შენი჻ დამალული჻ დარბაზს჻ არა჻ არ჻ იქნების რაცა჻ გწადდეს჻ საურავი჻ მეფე჻ იქს჻ და჻ შენ჻ გეთნების გაიგონე჻ ჭირი჻ ჩემი჻ მკურნე჻ რაცა჻ მეკურნების

900. მის჻ ყმისა჻ ცეცხლი჻ მედების჻ წუა჻ მისისა჻ მჭირს჻ მწველისა მკლავს჻ სურვილი჻ და჻ ვერნახუა჻ ჩემისა჻ სასურველისა მას჻ ჩემთუის჻ სულნი჻ არ჻ შურდეს჻ შეზღვა჻ ჴამს჻ შეუზღველისა ჴამს჻ სიყუარული჻ მოყვრისა჻ უხვისა჻ უშურველისა

901. მისი჻ ნახვა჻ გულსა჻ ჩემსა჻ ვითა჻ ბადე჻ დაებადა მუნვე჻ დარჩა჻ დათმობაცა჻ მასთანავე჻ დაება჻ და რათგან჻ დასწუავს჻ მოახლეთა჻ ღმერთსა჻ მზედცა჻ დაებადა მერმე჻ ასმათ჻ ჩემთუის჻ დისა჻ მართ჻ დად჻ უფრო჻ დაებადა

902. ოდეს჻ წამოვე჻ შევჰფიცე჻ ფიცითა჻ საშინელითა კვლა჻ მოვალ჻ გნახავ჻ პირითა჻ არ჻ მტერთა჻ საწუნელითა შენსა჻ მე჻ ვეძებ჻ ნათელსა჻ შენ჻ ხარ჻ გულითა჻ ბნელითა ჟამია჻ ჩემგან჻ წასულისა჻ მით჻ მწვავს჻ ცეცხლითა჻ ნელითა

903. ყოველსავე჻ მართლად჻ გითხრობ჻ არ჻ სიტყვასა჻ საკვეხელსა მიმელის჻ და჻ ვერ჻ მივსულვარ჻ ესე჻ მიდებს჻ ცეცხლსა჻ ცხელსა ვერ჻ გაუტეხ჻ ზენაარსა჻ ვერ჻ გავსწირავ჻ ხელი჻ ხელსა რამცა჻ სადა჻ გაუმარჯუდა჻ კაცთა჻ ფიცთა჻ გამტეხელსა

904. რაცა჻ გითხრა჻ ჩემაგიერ჻ როსტანს჻ ჰკადრე჻ მიედ჻ სრასა თავმან჻ მისმან჻ ფიცით჻ გეტყუი჻ შენ჻ ვაზირსა჻ ოსტასრასა არ჻ შემიპყრობს჻ არ჻ დავდგები჻ თუ჻ შემიპყრობს჻ მაქნევს჻ რასა მიშველე჻ რა჻ გული჻ ცეცხლმან჻ არ჻ დამიჭრას჻ არცა჻ სრასა

905. კადრე჻ ვინ჻ გაქო჻ ყოველმან჻ პირმან჻ არ჻ მეუმზრახემან ვითა჻ ვიშიშვი჻ გაცნობოს჻ ღმერთმან჻ თქვენმანვე჻ სახემან მაგრა჻ მან჻ ყმამან჻ ცეცხლითა჻ დამწუა჻ ალვისა჻ სახემან გული჻ წამსავე჻ წამიღო჻ ვერათ჻ ვერ჻ შევინახე჻ მან

906. აწ჻ მეფეო჻ უმისობა჻ ჩემგნ჻ ყოლა჻ არ჻ ეგების გული჻ მას჻ აქვს჻ უგულოსა჻ აქა჻ ჴელი჻ რა჻ მეჴდების თუ჻ რას჻ ვარგებ჻ პირველ჻ ხუალემ჻ თუით჻ სახელი჻ თქუენ჻ მოგხუდების ვერას჻ ვარგებ჻ გულსა჻ დავსდებ჻ ჩემი჻ ფიცი჻ არ჻ გატყდების

907. წასლვა჻ ჩემი჻ გულსა჻ თქუენსა჻ არ჻ ეწყინოს჻ არ჻ დაჭმუნდეს თავსა჻ ჩემსა჻ გაგებული჻ იქნას჻ რაცა჻ ღმერთსა჻ უნდეს მანვე჻ ქნას჻ და჻ გაგიმარჯვდეს჻ თქუენი჻ თქუენკე჻ დავებრუნდეს არ჻ მოვბრუნდე჻ თქვენმცა჻ სუფევთ჻ თქვენი჻ მტერი჻ დაძაბუნდეს

908. კულა჻ პირმზე჻ ეტყვის჻ ვაზირსა჻ მე჻ სიტყვა჻ შევამცირეო წა჻ ესე჻ ჰკადრე჻ მეფესა჻ შევინ჻ ვიდოდეს჻ ვირეო მიაჯე჻ ამოდ჻ გაშვება჻ და჻ თავი჻ გაიგმირეო ასი჻ ათასი჻ წითელი჻ შენ჻ ქრთამად჻ შეიწირეო

909. ვაზირმან჻ უთხრა჻ სიცილით჻ ქრთამი჻ შენ჻ გქონდეს჻ შენია შენგან჻ კმა჻ ჩემად჻ წყალობად჻ რომე჻ გზა჻ გაგიჩენია მაგას჻ რა჻ ვჰკადრებ჻ მეფესა჻ რაცა჻ აწ჻ თქუენგან჻ მსმენია ვიცი჻ უცილოდ჻ ამავსებს჻ შოება჻ არ჻ საწყენია

910. თავმან჻ მისმან჻ მუნვე჻ მამკლავს჻ ვეჭუ჻ წამიცა჻ არ჻ წამაროს შენი჻ ოქრო჻ შენვე჻ დაგრჩეს჻ მე჻ გლახ჻ მიწა჻ მესამაროს მომკალ჻ კაცსა჻ სიცოცხლისა჻ სწორად჻ რაცა჻ მოეჴმაროს არ჻ ითქუმის჻ და჻ ვერცა჻ ვიტყუი჻ რა჻ გინდა჻ ვინ჻ მისგან჻ აროს

911. გზა჻ არ჻ წავა჻ თავსა჻ წინა჻ სიცოცხლე჻ გლახ჻ ვით჻ გათნიო ამიკლებს჻ და჻ ანუ჻ მომკლავს჻ ეგე჻ სიტყუა჻ ვითა჻ სთქვიო რად჻ არ჻ მუნვე჻ გაიგონე჻ რად჻ ხარ჻ შმაგი჻ ეგეთიო სჯობს჻ სიკვდილი჻ აკლებასა჻ ამას჻ თავსა჻ აწვე჻ ვსწურთიო

912. თუ჻ მეფეცა჻ გაგიშვებდეს჻ თუით჻ ლაშქარნი჻ რად჻ მოღორდენ რად჻ გაგიშვან჻ რად჻ დაღორდენ჻ ანუ჻ მზესა჻ რად჻ მოშორდენ შენ჻ წახუიდე჻ მტერნი჻ ჩვენნი჻ დაგუთამამდენ჻ გაგვისწორდენ ეგე჻ ასრე჻ არ჻ იქნების჻ ვითა჻ ჩიტნი჻ არ჻ გაქორდენ

913. ყმა჻ ატირდა჻ ცრემლით჻ უთხრა჻ ჴამს჻ თუ჻ დანა჻ გულსა჻ ვიცი ჰე჻ ვაზირო჻ შეგეტყობის჻ სიყვარული჻ არ჻ თურ჻ იცი ანუ჻ სხუაცა჻ არ჻ გინახავს჻ მოყვრობა჻ და჻ არცა჻ ფიცი თუ჻ გინახავს჻ უმისოსა჻ ჩემი჻ ლხინი჻ ვით჻ ამტკიცი

914. მზე჻ დაბრუნდა჻ არ჻ ვიცოდი჻ მზესა჻ რამცა჻ დააბრუნვებს აწ჻ უშველოთ჻ გვიჯობს჻ იგი჻ ნაცვლად჻ დღესა჻ დაგვითბუნვებს ჩემი჻ ჩემებრ჻ არვინ჻ იცის჻ რა჻ მამწარებს჻ რა჻ მატკბუნვებს ცუდთა჻ კაცთა჻ საუბარი჻ კაცსა჻ მეტად჻ დააჭმუნვებს

915. მეფე჻ ანუ჻ მისნი჻ სპანი჻ ნეტარ჻ ჴელსა჻ რასა჻ მჴდიან აწ჻ ვითამცა჻ უცნობოსა჻ გაუწყვეტლად჻ ცრემლი჻ მდიან სჯობს჻ წავიდე჻ არ჻ გავტეხნე჻ კაცსა჻ ფიცნი჻ გამოსცდიან ჭირნი჻ მისგან჻ უნახავნი჻ კაცსა჻ ვისმცა჻ გარდუჴდიან

916. აწ჻ ვაზირო჻ მაგა჻ პირსა჻ გული჻ კრული჻ ვით჻ მოგთმინდეს რკინა჻ ჩემი჻ მონაცვალე჻ ჴამს჻ გაცვილდეს჻ არ჻ გატინდეს ვერ჻ გარდვიჴდი჻ ცრემლთა჻ მისთა჻ ჯეიჰუნიც჻ თუალთა჻ მდინდეს მომეჴმარე჻ ნუთუ჻ ჩემგან჻ მოჴმარება჻ შენცა჻ გინდეს