... (H-757), 1671 წ.

838. როსტევან჻ მეფე჻ უკადრი჻ მორჭმული჻ შეუპოველი჻ შერმადინ჻ მოციქულობა჻ თუით჻ მოახსენა჻ ყოელი ავთანდილ჻ მოვა჻ წინაშე჻ მის჻ ყმისა჻ ვისმე჻ მპოელი ბრძანა჻ ვცან჻ ჩემი჻ ღ~თისაგან჻ სააჯო჻ და჻ სათხოელი

839. თინათინს჻ ჰკადრა჻ შერმადინ჻ ნათელსა჻ მას჻ უღამოსა ავთანდილ჻ მოვა჻ წინაშე჻ გკადრებს჻ ამბავსა჻ ამოსა იგი჻ მით჻ აკრთთობს჻ ელვასა჻ მზისაცა჻ უთამამოსა მას჻ საბოძვარი჻ უბოძა჻ მისი჻ ყველაი჻ დამოსა

840. მეფე჻ შეჯდა჻ გაეგება჻ ყმასა჻ მუნით჻ მომავალსა ამას჻ პირმზე჻ მეფისაგან჻ ივალებდა჻ ვითა჻ ვალსა მიეგება჻ მოეგება჻ მხიარული჻ გულმჴურვალსა დიდებულთა჻ ჯარისაგან჻ ზოგნი჻ ჰგუანდეს჻ ვითა჻ მთურალსა

841. მოვიდა჻ პირმზე჻ ავთანდილ჻ მპოვნელი჻ ტარიელისა მეფე჻ ეხუევის჻ გულ჻ ტკბილად჻ ცრემლი჻ აღარა჻ დენისა გამზრდელგაზრდილთა჻ საქებრად჻ ხმარება჻ უნდა჻ ენისა ამათ჻ უამბობს჻ ამბავსა჻ მის჻ მზისა჻ ნახვს[ა]ც჻ ელისა

842. რა჻ მიეახლა჻ გარდაჴდა჻ ყმა჻ თაყვანისსცა჻ მეფესა აკოცა჻ როსტან჻ მიმხვდარმან჻ ნიშატთა჻ სიიეფესა გულმხიარულნი჻ შვებულნი჻ მივლენ჻ დარბაზსა჻ სეფესა მის჻ ყმისა჻ მოსულა჻ უხარის჻ ყოველსა჻ მუნ჻ მეკრეფესა

843. მას჻ ავთანდილ჻ თაყუანისცა჻ ლომთა჻ ლომმან჻ მზეთა჻ მზესა მუნ჻ ბროლი჻ და჻ ვარდგიშერი჻ გაეტურფა჻ სინაზესა პირი჻ მისი჻ უნათლეა჻ სინათლესა჻ ზესთა჻ ზესა სახლსაყოფი჻ არა჻ ჰმართებს჻ ცამცა჻ გაიდარბაზესა

844. მას჻ დღე჻ დასხდეს჻ ნადიმობად჻ გაამრავლეს჻ სუმა჻ და჻ ჭამა ყმასა჻ მეფე჻ ასრე჻ უჭურეტს჻ ვითა჻ შვილსა჻ ტკბილი჻ მამა მათ჻ ორთავე჻ აშუენებდა჻ ფიფქსა჻ თოვნა჻ ვარდსა჻ ნამა უხუად჻ გასცეს჻ საბოძვარი჻ მარგალიტი჻ ვითა჻ დრამა

845. სუმა჻ გარდაჴდა჻ თავისთავის჻ გაიყარნეს჻ მსმელნი჻ შინა დიდებულნი჻ არ჻ გაუშვნეს჻ ყმა჻ დაისუეს჻ ახლოს჻ წინა მეფე჻ ჰკითხავს჻ იგი჻ ჰკადრებს჻ რაცა჻ ჭირი჻ დაეთმინა მერმე჻ მისი჻ უცნობოსა჻ რა჻ ენახა჻ რა჻ ესმინა

846. ყმა჻ ახლოს჻ უჯდა჻ მეფესა჻ ისმენდა჻ ეუბნებოდა ბაგეთათ჻ გასჭურის჻ ბროლ჻ ლალი჻ მათ჻ კბილთა჻ ელვა჻ ჰკრთებოდა ახლოს჻ სხდეს჻ ღირსნი჻ ისმენდეს჻ შორს჻ ჯარი჻ დაიჯრებოდა უტარიელო჻ ხსენება჻ არვისგან჻ იკადრებოდა჻

847. მას჻ ვახსენებდე჻ ნუ჻ გიკვირს჻ თქმა჻ მჭირდეს჻ მიწყივ჻ ახისა ნუთუ჻ მზე჻ ვთქვა჻ მსგავსი჻ მისი჻ და჻ ან჻ მისისა჻ სახისა ვინ჻ უნახავ჻ ქნას჻ გონება჻ ყოველთა჻ კაცთა჻ მნახისა ვარდი჻ დამჭკნარი჻ ეკალთა჻ შუა჻ შორსმყოფი჻ ახ჻ ის჻ ა

848. რა჻ ჭირი჻ კაცსა჻ სოფელმან჻ მოუთმოს჻ მოუთმინამან ქაცუი჻ ლერწამმან჻ ზაფრანა჻ იმსგავსოს჻ ფერად჻ მინამან ავანდილ჻ მისმან჻ მხსენებმან჻ ღაწვი჻ ცრემლითა჻ მინამან წურილად჻ უამბო჻ ამბავი჻ მან჻ მისმან჻ მონასმინამან

849. ქვაბნი჻ ომითა჻ წაუხმან჻ სახლად჻ აქვს჻ დევთა჻ სახლები საყუარელისა჻ მისისა჻ ქალი჻ ჰყავს჻ თუით჻ ნაახლები ვეფხისა჻ ტყავი჻ აცვია჻ ცუდად჻ უჩს჻ სტავრანახლები აღარა჻ ნახავს჻ სოფელსა჻ ცეცხლი჻ სწუავს჻ ახალახლები

850. რა჻ დაასრულა჻ ამბავი჻ საქმე჻ მისისა჻ ჭირისა ნახვა჻ მის჻ მზისა჻ ნათლისა჻ მის჻ თუალად჻ არ჻ დუხჭირისა იამა჻ უქეს჻ ვარდისა჻ ხელი჻ მძლედ჻ დანამჭირისა ეგე჻ კმა჻ სიმჴნე჻ სიმჴნისა჻ რადღა჻ ხარ჻ მომხუეჭი჻ რისა

851. გამხიარულდა჻ თინათინ჻ ამა჻ ამბისა჻ სმენითა მას჻ დღე჻ იხარებს჻ სუმითა჻ და჻ ჭამისა჻ არ჻ მოწყენითა კვლა჻ საწოლს჻ დახუდა჻ მას჻ მზესა჻ მუნცა჻ სიტყვითა჻ ბრძენითა მისულა჻ ებრძანა჻ იამა჻ თქუმა჻ არ჻ ეგების჻ ენითა

852. ყმა჻ წავიდა჻ მხიარული჻ ლმობიერი჻ არ჻ გამწყრალი ლომი჻ მინდორს჻ ლომთა჻ თანა჻ მინდორს჻ რული჻ ფერნამკრთალი ყმა჻ სოფლისა჻ ხასიათი჻ ჯავარი჻ და჻ სრული჻ ლალი მაგრა჻ ჰქონდა჻ გულისათვის჻ გული჻ გულსა჻ განაცვალი

853. მზე჻ უკადრი჻ ტახტსა჻ ზედა჻ ზის჻ მორჭმული჻ არ჻ ნადევრი წყლად჻ ეფრატსა჻ უხვად჻ ურწყო჻ ედემს჻ რგული჻ ალვა჻ მჭევრი ბროლბალახშსა჻ აშუენებდა჻ თმა჻ გიშერი჻ წარბი჻ ტევრი მე჻ ვინ჻ ვაქებ჻ ათენს჻ ბრძენთა჻ ჴამს჻ აქებდეს჻ ენა჻ ბევრი

854. ყმა჻ მხიარული჻ წინაშე჻ დასუა჻ სკამითა჻ მისითა სხენან჻ სავსენი჻ ლხინითა჻ ორთავე჻ შესატყუისითა უბნობენ჻ ლაღნი჻ წყლიანნი჻ არა჻ სიტყუითა჻ მქისითა უთხრა჻ ჰპოეა჻ პატიჟნი჻ ნახენ჻ ძებნითა჻ ვისითა

855. ჰკადრა჻ რა჻ კაცსა჻ სოფელმან჻ მისცეს჻ წადილი჻ გულისა ხსოვნა჻ არა჻ ჴამს჻ ჭირისა჻ ვით჻ დღისა჻ გარდასრულისა ვჰპოვე჻ ხე჻ ტანი჻ ალვისა჻ სოფლისა჻ წყალთა჻ რწყულისა მუნ჻ პირი჻ მსგავსი჻ ვარდისა჻ მაგრა჻ აწ჻ ფერნაკლულისა

856. მუნ჻ სარო჻ მსგავსი჻ ვარდისა჻ ვნახე჻ მისჭირდა჻ მინები იტყუის჻ დავჰკარგე჻ ბროლი჻ და჻ სადა჻ რთავს჻ ბროლსა჻ მინები მით჻ ვიწვი჻ რათგან჻ ჩემებრვე჻ ცეცხლი჻ სწუავს჻ მოუთმინები მერმე჻ კვლა჻ ჰკადრა჻ ამბავი჻ მან჻ მისგან჻ მონასმინები

857. სიარულსა჻ მისგან჻ ძებნად჻ სრულ჻ პატიჟთა჻ მოსთულის჻ ჭირსა მერმე჻ ჰკადრა჻ საწადლისა჻ ღმერთმან჻ პოვნა჻ ვით჻ აღირსა საწუთრო჻ და჻ სოფელს჻ ყოფა჻ კაცი჻ უჩსო჻ ვით჻ ნადირსა ოდენ჻ ხელი჻ მჴეცთა჻ თანა჻ იარების჻ მინდორს჻ ტირსა