... (H-757), 1671 წ.

878. ვინ჻ გუშინ჻ ედემს჻ ნაზარდი჻ ალვა჻ მრწყო჻ დამრგო჻ მახია დღეს჻ საწუთრომან჻ ლახუარსა჻ მიმცა჻ დამხია჻ მახია დღეს჻ გული჻ ცეცხლსა჻ უშრეტსა჻ დაბმითა჻ და჻ ამახია აწყა჻ ვცან჻ საქმე჻ სოფლისა჻ ზღაპარია჻ და჻ ჩმახია

879. ამას჻ მოსთქვამს჻ ცრემლსა჻ აბნევს჻ ათრთოლებს჻ და჻ აწანწარებს გულამოსკვნით჻ ოხვრასულთქმით჻ მიხრის჻ ტანსა჻ მიაწარებს საყუარლისა჻ სიახლესა჻ მოშორვება჻ გაამწარებს ვაი჻ საწუთრო჻ ბოლოდ჻ თავსა჻ ასუდარებს჻ აზეწარებს

880. ყმა჻ მივიდა჻ საწოლს჻ დაჯდა჻ ზოგჯერ჻ ტირს჻ და჻ ზოგჯერ჻ ბნდების მაგრა჻ ახლავს჻ გონებითა჻ საყვარელსა჻ არ჻ მოსწყდების ვით჻ მწუანვილსა჻ თრთუილისაგან჻ პირსა჻ ფერი჻ მოაკლდების ხედავთ჻ ვარდსა჻ უმზეობა჻ რაგუარ჻ ადრე჻ დააჩნდების

881. საწოლს჻ მჯდომმან჻ პირსა჻ ცემით჻ ბროლი჻ ბღუჯოს჻ ვარდი჻ კონოს გულსა჻ იდებს჻ იტყუის჻ კაცმან჻ ჭირი჻ ლხინსა჻ შეაწონოს ლხინმან჻ სძლიოს჻ გაძლება჻ ჴამს჻ ჭირი჻ სთმოს჻ და჻ ჟამთა჻ მონოს ვით჻ ქონება჻ არ჻ იმადლოს჻ მას჻ სხუა჻ ღმერთმან჻ რა჻ აქონოს

882. გული჻ კრულია჻ კაცისა჻ ხარბი჻ და჻ გაუძღომელი გული჻ ჟამჟამად჻ ყოველთა჻ ჭირთ჻ მომთმო჻ ლხინთა჻ მდომელი გული჻ ბრმა჻ ურჩი჻ ხედვისა჻ თვით჻ ვერას჻ ვერ჻ გამზომელი ვერცა჻ ჰპატრონობს჻ სიკვდილი჻ ვერცა჻ პატრონი჻ რომელი

883. ამ჻ სოფელსა჻ კარგად჻ ყოფით჻ კეისარი჻ იყო჻ ვითა რა჻ მოკვდების჻ წარიყვანონ჻ მძიმედ჻ შეკრან჻ ბორკილითა მიაბარონ჻ გეენიას჻ დაწუან჻ მისით჻ სიბნელითა ეს჻ სოფელი჻ ამას჻ გიზამს჻ კარგსა჻ ნუ჻ ვინ჻ მოელითა

884. რა჻ გულსა჻ უთხრა჻ გულისა჻ სიტყუანი჻ საგულისონი თუით჻ მარგალიტნი჻ მოიხვნა჻ მის჻ მზისა჻ სამეყვისონი მის჻ მზისა჻ მკლავსა჻ ნაბამნი჻ მათ჻ კბილთა჻ შესატყუისონი პირსა჻ დასდვა჻ აკოცა჻ ცრემლი჻ სდის჻ ვითა჻ ბისონი

885. რა჻ გათენდა჻ კაცი჻ მოვა჻ მომკითხავი჻ დარბაზს჻ მჴმობი ყმა჻ წავიდა჻ ლაღი჻ ნაზი჻ ნაღუიძები჻ ძილნაკრთობი ერთმანერთსა჻ ეჯავრიან჻ დგას჻ მჭურეტელთა჻ ჯარი჻ მსწრობი მეფე჻ მინდორს჻ ეკაზმოდა჻ მოემზადა჻ დაბდაბნობი

886. მეფე჻ შეჯდა჻ მაშინდელი჻ ზარი჻ აწმცა჻ ვით჻ ითქუმოდა ქოსდაბდაბთა჻ ცემისაგან჻ ყურთა჻ სიტყვა჻ არ჻ ისმოდა მზესა჻ ქორნი჻ აბნელებდეს჻ ძაღლთა჻ რბოლა჻ მიდამოდა მას჻ დღეს჻ მათგან჻ დანაღუარი჻ სისხლი჻ ველთა჻ მოესხმოდა

887. ინადირეს჻ შემოიქცეს჻ მხიარულნი჻ მინდორს჻ რულნი შეიტანნეს჻ დიდებულნი჻ თავადნი჻ და჻ სპანი჻ სრულნი დაჯდა჻ დახუდეს჻ მოკაზმულნი჻ საჯდომნი჻ და჻ სრანი჻ სრულნი ჴმას჻ სცემს჻ ჩანგი჻ ჩაღანასა჻ მომღერალნი჻ იყვნეს჻ სრულნი

888. ყმა჻ ახლოს჻ უჯდა჻ მეფესა჻ ჰკითხვიდა჻ ეუბნებოდა ბაგეთა჻ გასჭუირს჻ ბროლლალი჻ და჻ კბილთათ჻ ელვა჻ ჰკრთებოდა ღირსნი჻ ახლოს჻ სხდეს჻ ისმენდეს჻ შორს჻ ჯარი჻ დაიჯრებოდა უტარიელოდ჻ ხსენება჻ არვისგან჻ იკადრებოდა

889. ყმამან჻ რაცა჻ არვის჻ უთხრის჻ კითხვად჻ ვინმცა჻ გამოჰრიდა მართალ჻ ა჻ თუ჻ საუბარსა჻ აძუირებსა჻ ძუირად჻ ღირდა სმა჻ გარდაჴდა჻ გაიყარნეს჻ ყმა჻ წავიდა჻ მიცასჭირდა ვეღარ჻ გასძლო჻ გულ჻ მისი჻ აუჩუქდა჻ აუტირდა

890. თქვა჻ ამა჻ ჟამსა჻ წუხელის჻ მე჻ დილა჻ გამთენებოდა მუნ჻ ვიყავ჻ სადა჻ სამყაროს჻ ღაწვთაგან჻ ელვა჻ ჰკრთებოდა აწ჻ სიშორისა჻ მომლოდე჻ გულიმცა჻ მისთუის჻ კვდებოდა მზემან჻ რა჻ მისცა჻ სინათლე჻ თუ჻ მთუარე჻ გაეყრებოდა

891. ყმა჻ მივიდა჻ გულმოკლული჻ ცრემლი჻ ველთა჻ მოედინა მართ჻ მისივე჻ სიყვარული჻ უარებდის჻ თუალთა჻ წინა ზოჯერ჻ ადგის჻ ზოგჯერ჻ დაწუის჻ ხელსა჻ რადმცა჻ დაეძინა რაცა჻ აჯა჻ დათმობისა჻ გულმან჻ ვისმცა჻ მოუსმინა

892. წევს჻ იტყვის჻ გულსა჻ სალხინო჻ რამცაღა჻ დაუსახეო მოგშორდი჻ ედემს჻ ნაზარდო჻ ტანო჻ ლერწამო჻ და჻ ხეო შენთა჻ მჭურეტელთა჻ ნიშატო჻ ვერ჻ მჭურეტთა჻ სავაგლახეო ცხადად჻ ნახუასა჻ არ჻ ღირს჻ ვარ჻ ნეტარმცა჻ სიზმრად჻ გნახეო

893. ამას჻ მოსთქმიდის჻ ტირილით჻ ცრემლისა჻ დასაღუაროთა კულა჻ გულსა჻ ეტყუის჻ დათმობა჻ ჰგვანდეს჻ სიბრძნისა჻ წყაროთა არ჻ დავსთმოთ჻ რა჻ ვქმნათ჻ სევდასა჻ მითხარ჻ რა჻ მოუგვაროთა თუ჻ ლხინი჻ გუინდა჻ ღმრთისაგან჻ ჭირნიცა჻ შევიწყნაროთა

894. კულა჻ იტყვის჻ გულო჻ რასთენცა჻ გაქუს჻ სიკვდილისა჻ წადება სჯობს჻ სიცოცხლისა჻ გაძლება჻ მისთუის჻ თავისა჻ დადება მაგრა჻ დამალე჻ არ჻ გიჩნდეს჻ შენი჻ ცეცხლისა჻ კვლა჻ დება ავად჻ შეჰფერობს჻ მიჯნურსა჻ მიჯნურობისა჻ ცხადება

დათხოვა ავთანდილისაგან როსტევან მეფისაგან და ვაზირის საუბარი჻

895. რა჻ გათენდა჻ შეეკაზმა჻ ყმა჻ გავიდა჻ ადრე჻ გარე იტყუის჻ ნეტარ჻ მიჯნურობა჻ არ჻ დამაჩნდა჻ დაცავფარე დათმობასა჻ ეაჯების჻ გულსა჻ შენ჻ რა჻ მოუგვარე ცხენსა჻ შეჯდა჻ წამოვიდა჻ ვაზირისა჻ სახლსა჻ მთუარე

896. ვაზირმან჻ ცნა჻ გაეგება჻ ჩემს჻ ა჻ მზეო჻ ამოსრული ამას჻ თურე჻ მახარებდა჻ დღეს჻ ნიშანი჻ სიხარული მიეგება჻ თაყუანისსცა჻ ჰკადრა჻ სრულსა჻ ქება჻ სრული ჴამს჻ სტუმარი჻ სასურველი჻ მასპინძელი჻ მხიარული