... (H-757), 1671 წ.

956. თუ჻ მიჯნური჻ ვარ჻ ერთი჻ ვჴამ჻ ხელი჻ მინდორთა჻ მე჻ რებად არ჻ მარტო჻ უნდა჻ გაჭრილი჻ ცრემლისა჻ სისხლსა჻ ფერებად გაჭრა჻ ჴელია჻ მიჯნურთა჻ რად჻ სცალს჻ თავისა჻ ბერებად ასრეა჻ ესე჻ სოფელი჻ შესჯერდი჻ კულა჻ შეჯერებად

957. რა჻ მოგშორდე჻ მაჴსენებდი჻ სიყვარული჻ ჩემი჻ გქონდეს არ჻ ვეშიშვი჻ მტერთა჻ ჩემთა჻ თავი჻ მონად჻ მომიმონდეს ჴამს჻ მამაცი჻ გაგულისდეს჻ ჭირსა჻ შიგან჻ არ჻ დაღონდეს჻ მძულს჻ რა჻ კაცსა჻ სააუგო჻ საქმე჻ არა჻ არ჻ შესწონდეს

958. მე჻ იგი჻ ვარ჻ ვინ჻ სოფელსა჻ არ჻ ამოვჰკრეფ჻ კიტრად჻ ბერად ვის჻ სიკვდილი჻ მოყვრისათუის჻ თამაშად჻ და჻ მისჩანს჻ მღერად ჩემსა჻ მზესა჻ დავეთხოვე჻ გავუშვივარ჻ დავდგე჻ მე჻ რად მას჻ თუ჻ დავსთმობ჻ სახლსა჻ ჩემსა჻ ვეღარ჻ დავსთმობ჻ ვისსა჻ მე჻ რად

959. აწ჻ ანდერძსა჻ ჩემსა჻ მოგცემ჻ როსტანს჻ წინა჻ დაწერილსა შენ჻ შეგვედრებ჻ დაგიჭიროს჻ ვითა჻ გმართებს჻ ჩემსა჻ ზრდილსა მოვკუდე჻ თავსა჻ ნუ჻ მოიკლავ჻ სატანისგან჻ ნუ჻ იქ჻ ქნილსა ამაზედა჻ ატირებდი჻ დაიდებდი჻ თუალთა჻ მილსა

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა჻

960. საწოლს჻ ზის჻ პირმზე჻ ავთანდილ჻ გავს჻ ანდერძისა჻ მწერებად჻ თუალნი჻ მელნისა჻ წამწმითურთ჻ წარბი჻ გიშრისა჻ ფერებად჻ ახლა჻ აშლია჻ ულვაში჻ ია჻ ეხუევის჻ წუერებად჻ არაბეთს჻ როსტევანისთვის჻ მზე჻ ლამის჻ დანაწვერებად

961. დაჯდა჻ წერად჻ ანდერძისად჻ საბრალოსა჻ საუბრისად ჰე჻ მეფეო჻ გავიპარე჻ ძებნად჻ ჩემგან჻ საძებრისად ვერ჻ დავდგები჻ შეუყრელად჻ ჩემთა჻ ცეცეხლთა჻ მომდებრისად შემინდევ჻ და჻ წამატანე჻ მოწყალება჻ ღმრთაებრისად

962. ვიცი჻ ბოლოდ჻ არ჻ დამიგმობ჻ ამა჻ ჩემსა჻ გაზრახულსა კაცი჻ ბრძენი჻ ვერ჻ გასწირავს჻ მოყუარესა჻ მოყუარულსა მე჻ სიტყვასა჻ ერთსა჻ გკადრებ჻ პლატონისგან჻ სწავლათქმულსა სიცრუე჻ და჻ ორპირობა჻ ავნებს჻ ჴორცსა჻ მერმე჻ სულსა

963. რათგან჻ თავია჻ სიცრუე჻ ყოვლისა჻ უბადობისა მე჻ რად჻ გავწირო჻ მოყუარე჻ ძმა჻ უმტკიცესი჻ ძმობისა არა჻ ვიქ჻ ცოდნა჻ რას჻ მარგებს჻ ფილასოფოსთა჻ ბრძნობისა მით჻ ვისწავლებით჻ მოგუეცეს჻ შერთვა჻ ზესთ჻ მწყობრთა჻ მწყობისა

964. წაგიკითხავს჻ სიყუარულსა჻ მოციქულნი჻ რაგუარ჻ სწერენ ვით჻ იტყუიან჻ ვით჻ აქებენ჻ ცან჻ ცნობანი჻ მიაფერენ სიყუარული჻ აღგუამაღლებს჻ ვით჻ ეჟუანი჻ ამას჻ ჟღერენ შენ჻ არ჻ ჯერხარ჻ უსწავლელნი჻ კაცნი჻ რადმცა჻ შეაჯერენ

965. ვინ჻ დამბადა჻ შეძლებაცა჻ მანვე჻ მომცა჻ მძლევად჻ მტერთად ვინ჻ არს჻ ძალი჻ უხილავი჻ შემწედ჻ ყოვლთა჻ მიწიერთად ვინ჻ საზღუარსა჻ დაუსაზღვრებს჻ ზის჻ უკუდავი჻ ღმერთი჻ ღმერთად იგი჻ გაჰჴდის჻ წამისყოფით჻ ერთსა჻ ასად჻ ასსა჻ ერთად

966. რაცა჻ ღმერთსა჻ არა჻ სწადდეს჻ არა჻ საქმე჻ არ჻ იქნების მზისა჻ შუქთა჻ ვერ჻ მჭურეტელი჻ ია჻ ხმების჻ ვარდი჻ ჭკნების თუალთა჻ ტურფა჻ საჭურეტელი჻ უცხო჻ რამე჻ ეშუდინების მე჻ ვით჻ გავსძლო჻ უმისობა჻ ან჻ სიცოცხლე჻ ვით჻ გეთნების

967. რაზომცა჻ სწყრები჻ შემინდევ჻ შეცვლა჻ თქუენისა჻ მცნებისა ძალი჻ არ჻ მქონდა჻ ტყუექნილსა჻ მე჻ მაგისისა჻ თნებისა აწ჻ წასლვა჻ იყო჻ წამალი჻ ჩემთა჻ საჴუმილთა჻ გზნებისა სადა჻ გინდ჻ ვიყო჻ რა჻ მგამა჻ ყოფამცა჻ მქონდა჻ ნებისა

968. არას჻ გარგებს჻ სიმძიმილი჻ უსარგებლო჻ ცრემლთა჻ დენა არ჻ გარდავა჻ გარდუვალად჻ მომავალი჻ საქმე჻ ზენა წესი჻ არის჻ მამაცთაგან჻ მოჭირვება჻ ჭირთა჻ თმენა არვის჻ ძალუცს჻ ხორციელსა჻ განგებისა჻ გარდავლენა

969. რაცა჻ ღმერთსა჻ გაუგია჻ თავსა჻ ჩემსა჻ გარდასავლად გარდამჴდეს჻ და჻ შემოვიქცე჻ აღარ჻ დამრჩეს჻ გული჻ ავლად თქუენვე჻ გნახნე჻ მხიარულნი჻ დიდებით჻ და჻ დავლამრავლად მას჻ რა჻ ვარგო჻ დიდებად჻ და჻ კმარის჻ ესე჻ ჩემად჻ დავლად

970. მეფეო჻ ესე჻ თათბირი჻ მომკალ჻ ვინ჻ დამიწუნოსა მეფეო჻ ნუთუ჻ წასულამან჻ თქუენ჻ ჩემმან჻ დაგაჭმუნოსა ვერ჻ ვეცრუები჻ ვერ჻ უზამ჻ საქმესა჻ საძაბუნოსა პირისპირ჻ მარცხვენს჻ ორნივე჻ მივალთ჻ მას჻ საუკუნოსა

971. არ჻ დავიწყება჻ მოყურისა჻ აროდეს჻ გუიზამს჻ ზიანსა ვჰგმობ჻ კაცსა჻ უაუგოსა჻ ცრუსა჻ და჻ ღალატიანსა ვერ჻ ვეცრუები჻ ვერ჻ ვუზამ჻ მას჻ ჴელმწიფესა჻ მზიანსა რა჻ უარია჻ მამაცსა჻ სულდიდსა჻ წასლვაგუიანსა

972. რა჻ უარეა჻ მამაცსა჻ ომშიგან჻ პირისმჴმეჭელსა შედრეკილშეშინებულსა჻ და჻ სიკვდილისა჻ მეჭუელსა კაცი჻ ჯაბანი჻ რათა჻ სჯობს჻ დიაცსა჻ ქსლისა჻ მბეჭუელსა სჯობს჻ სახელისა჻ მოხვეჭა჻ ყოველსა჻ მოსახვეჭელსა

973. ვერ჻ დაიჭირავს჻ სიკვდილსა჻ გზა჻ ვიწრო჻ ვერცა჻ კლდოვანი მისგან჻ გასწორდეს჻ ყოველნი჻ სუსტი჻ და჻ ძალგულოვანი ბოლოდ჻ შეყარნეს჻ მიწამან჻ ერთგან჻ მოყმე჻ და჻ მჴცოანი სჯობს჻ სიცოცხლესა჻ ნაზრახსა჻ სიკვდილი჻ საჴელოვანი

974. მერმე჻ ვიშიშუი჻ მეფეო჻ თქვენად჻ კადრებად჻ ამისად სცთების჻ და჻ სცთების჻ სიკვდილსა჻ ვინ჻ არ჻ მოელის჻ წამისად მოვა჻ შემყრელი჻ ყოველთა჻ ერთად჻ დღისა჻ და჻ ღამისად თუ჻ ვერა჻ გნახე჻ ცოცხალმან჻ სიცოცხლე჻ მქონდა჻ ჟამისად