... (H-757), 1671 წ.

858. ეგონების჻ მისი჻ მკვლელი჻ იარების჻ ცრემლთა჻ მფრქვნელი არ჻ შესჯერდეს჻ შემოქმედსა჻ ზღუადცა჻ მისცეს჻ საქონელი ცუდად჻ შვრების჻ იარების჻ გამოჭრილა჻ ჰინდოელი მიწყივ჻ უდებს჻ ცეცხლსა჻ მასვე჻ მისი჻ დამდაგველი

859. ნუ჻ მკითხავ჻ ქება჻ რა჻ გკადრო჻ ჩემგან჻ რა჻ გაგეგონების მისსა჻ მნახავსა჻ ნახული჻ აღარა჻ მოეწონების თუალი჻ მჭურეტელი჻ ვით჻ მზისა჻ ციაგსა჻ დაეღონების ვარდი჻ არ჻ ქნილი჻ ზაფრანად჻ აწ჻ ია჻ შეიკონების

860. წურილად჻ ჰკადრა჻ რა჻ იცოდა჻ რა჻ ნახული჻ რა჻ ნასმენად ვითა჻ ვეფხსა჻ წავარნა჻ და჻ ქუაბი჻ აქო჻ სახლად჻ მენად ქალი჻ ახლავს჻ სასურველად჻ სულთა჻ დგმად჻ და჻ ჭირთა჻ თმენად ვაი჻ სოფელმან჻ სოფელს჻ მყოფი჻ ყოვლი჻ დასვა჻ ცრემლთა჻ დენად

861. ქალსა჻ რა჻ ესმა჻ ამბავი჻ მიხუდა჻ წადილი჻ ნებისა განათლდა჻ პირი჻ მთუარისა჻ ვით჻ ნათლად჻ ნავანებისა იტყუის჻ რა჻ უთხრა჻ პასუხი჻ მას჻ სათნებლისა჻ თნებისა რაა჻ წამალი჻ მისისა჻ წყლულისა჻ განკურნებისა

862. ყმა჻ ეტყვის჻ ვის჻ აქუ჻ მინდობა჻ კაცისა჻ მომცქაფავისა მან჻ ჩემთუის჻ დაწვა჻ თავისი჻ დადვა჻ არ჻ დასაწვავისა დრო჻ დამიც჻ ჩემგან჻ მისულისა჻ მითქუამს჻ დადება჻ თავისა მზე჻ შემიფიცავს჻ თავისა჻ ჩემგან჻ მზედ჻ სახედავისა

863. ხამს჻ მოყვარე჻ მოყვრისათვის჻ თავი჻ ჭირსა჻ არ჻ დამრიდად გული჻ მისცეს჻ გულისათვის჻ სიყუარული჻ გზად჻ და჻ ჴიდად კულა჻ მიჯნურსა჻ მიჯნურისა჻ ჭირი჻ უჩნდეს჻ ჭირად჻ დიდად აჰა჻ მაქვსმცა჻ უმისოსა჻ ლხინი჻ არმად჻ თავი჻ ფლიდად

864. მზე჻ ეტყუის჻ მომხუდა჻ ყოველი჻ ჩემი჻ წადილი჻ გულისა პირველ჻ შენ჻ მოხუელ჻ მშვიდობით჻ მპოვნელი჻ დაკარგულისა მერმე჻ ზრდა჻ სიყვარულისა჻ გაქუ჻ ჩემგან჻ დანერგულისა ვპჰოვე჻ წამალი჻ გულისა჻ აქამდის჻ დადაგულისა

865. საწუთრო჻ კაცსა჻ ყოველსა჻ ვითა჻ ტაროსი჻ უხუდების ზოგჯერ჻ მზეა჻ და჻ ოდესმე჻ ცა჻ რისხვით჻ მოუქუხდების აქამდის჻ ჭირი჻ ჩემზედა჻ აწ჻ ესე჻ ლხინად჻ უხუდების რადგან჻ შუება჻ აქვს჻ სოფელსა჻ თუით჻ რად჻ ვინ჻ შეუწუხდების

866. შენ჻ არ჻ გატეხა჻ კარგი჻ გჭირს჻ ზენაარისა჻ ფიცისა ჴამს჻ გასრულება჻ მოყვრისა჻ სიყვარულისა჻ მტკიცისა ძებნა჻ წამლისა჻ მისისა჻ ცოდნა჻ ჴამს჻ უვიცისა ჩემი჻ თქუი჻ რა჻ ვქნა჻ ბნელქმნილმან჻ მზე჻ მიმეფაროს჻ მე჻ ცისა

867. ყმამან჻ ჰკადრა჻ სიახლითა჻ შევრთე჻ ჭირი჻ შვიდსა჻ მე჻ რვა ცუდი჻ არის჻ დამზრალისა჻ გასათბობლად჻ წყლისა჻ ბერვა ცუდი჻ არის჻ სიყვარული჻ ქუეით჻ კოცნა჻ მზისა჻ წურვა თუ჻ გიახლო჻ ერთხელ჻ ვა჻ და჻ რა჻ მოგშორდე჻ ათასჯერ჻ ვა

868. ვაი჻ თუ჻ გავიჭრა჻ გაჭრილსა჻ სადა჻ გლახ჻ დამწუავს჻ სად჻ ალი გული჻ ძეს჻ საგნად჻ ისრისა჻ მესვრის჻ საკრავად჻ სამალი დრო჻ სიცოცხლისა჻ ჩემისად჻ დღისითღა჻ ჩანს჻ ნასამალი჻ მალვა჻ მწადს჻ მაგრა჻ გარდაჴდა჻ ჟამი჻ პატიჟთა჻ სამალი

869. მესმა჻ თქუენი჻ ნაუბარი჻ გავიგონე჻ რაცა჻ ბრძანე ვარდსა჻ ქაცვი჻ მოაპოვებს჻ ეკალთამცა჻ რად჻ ვეფხანე მაგრა჻ მზეო჻ თავი჻ მზესა჻ ჩემთუის჻ სრულად჻ დააგვანე სიცოცხლისა჻ საიმედო჻ ნიშანი჻ არ჻ წამატანე

870. მონა჻ სელს჻ უდგამს჻ ავთანდილს჻ პირისპირ჻ მზისა჻ ჯდებოდა უჭვრეტდა჻ მისსა჻ ხელქმნელსა჻ ცეცხლი჻ აღარა჻ ზდებოდა ტკბილად჻ უამბობს჻ ამბავსა჻ იგ჻ არ჻ თუ჻ ავად჻ ყბედობდა ქალი჻ უქებდა჻ სიმჴნესა჻ შეყრასა჻ უიმედებდა

871. ნუთუ჻ ვარგო჻ რა჻ მას჻ ხელსა჻ კვლავ჻ წასვლად჻ ეთხოებოდა იგ჻ სიცოცხლისა჻ ნიშისა჻ მას჻ მისაგან჻ ეთხოებოდა მან჻ მარგალიტი჻ შეისხნა჻ რომელი჻ მკლავსა჻ ებოდა჻ კვლავცა჻ უმტკიცებს჻ ქმრობასა჻ სხუას჻ არვის჻ ეთხოებოდა

872. ყმა჻ ტკბილი჻ და჻ ტკბილქართული჻ სიკეთისა჻ ჴელის჻ მჴდელი ამაზედა჻ ეუბნების჻ ვით჻ გაზრდილსა჻ ამო჻ მზრდელი ქალმან჻ მისცა჻ მარგალიტი჻ სრულქნა჻ მისი჻ საწადელი ღმერთმან჻ ქნას჻ და჻ გაუსრულდეს჻ ლხინი჻ ესე჻ აწინდელი

873. რა჻ სჯობს჻ რა჻ კაცმან჻ გიშერი჻ ბროლლალსა჻ თანა჻ ახუიოს ანუ჻ ბაღს჻ ალვა჻ საროსა჻ ახლოს჻ რგოს჻ მორწყოს჻ ახიოს მისსა჻ მჭურეტელსა჻ ალხინოს჻ ვერმჭურეტსა჻ ავაგლახიოს ვა჻ მოყვარისა჻ გაყრილსა჻ ახიო჻ ეყოს჻ ახიოს

874. ყმა჻ მხიარული჻ წყლიანი჻ დაიჩენს჻ არ჻ სიმძიმილსა მისნი჻ კბილნი჻ და჻ ბაგენი჻ დაიშუენებდეს჻ ღიმილსა რა჻ მოიშორო჻ მოყვარე჻ თუალთაგან჻ დასდები჻ მილსა მუნით჻ ადენდი჻ წყაროსა჻ სოფლისა჻ დასაწვიმილსა

875. მათ჻ მიხუდა჻ ლხინი჻ ყოველი჻ ერთმანერთისა჻ ჭურეტითა ყმა჻ წამოვიდა჻ გაყრილი჻ მივა჻ გულითა჻ რეტითა მზე჻ ტირს჻ სისხლისა჻ ცრემლითა჻ ზღუისაცა჻ მეტისმეტითა იტყვის჻ ვერ჻ გაძღა჻ სოფელი჻ ვაი჻ ჩემთა჻ სისხლთა჻ ხურეტითა

876. ყმა჻ წავიდა჻ სევდიანი჻ მკერდსა჻ იცემს჻ ამად჻ ილებს რომე჻ კაცსა჻ მიჯნურობა჻ ატირებს჻ და჻ გააფლიდებს რა჻ ღრუბელი჻ მიეფარვის჻ მზე჻ ჴმელეთსა჻ დააჩრდილებს მის჻ მოყვრისა჻ მოშორება჻ აწ჻ აბინდებს჻ არ჻ აჩრდილებს

877. სისხლმან჻ და჻ ცრემლმან჻ გარევით჻ ღაწუი჻ ქნის჻ ღარად჻ და჻ ღარად იტყვის჻ მზე჻ ჩემგან჻ თავისა჻ კმა჻ დასადებლად჻ აღარად მიკვირს჻ თუ჻ გული჻ ალმასი჻ შავმან჻ წამწამმან჻ დაღა჻ რად ვირე჻ ვნახვიდე჻ სოფელო჻ მინდი჻ სალხინოდ჻ აღარად