... (H-757), 1671 წ.

799. ეგრე჻ უთხარ჻ თქუენი჻ გაყრა჻ მეცა჻ დია჻ მეძნელების მაგრა჻ ლხინი჻ უმისოსა჻ ჩემგან჻ ძნელად჻ გაიძლების ჩემსა჻ ტყუესა჻ ვერ჻ გავსწირავ჻ თქვენცა჻ დია჻ გებრალების ნუვინ჻ მიშლით჻ არ჻ დავდგები჻ არცა჻ ვისგან჻ დამეშლების

800. მერმე჻ ფრიდონ჻ მოიყვანა჻ მიძღუნა჻ ესე჻ ჩემი჻ ცხენი მითხრა჻ ხედავ჻ პირი჻ მზისა჻ თქუენ჻ საროსა჻ ეგეც჻ ხენი ვიცი჻ მეტი჻ არა჻ გინდა჻ ძღუენი჻ რამცა჻ გავკიცხენი თუით჻ ამანვე჻ მოგაწონოს჻ სახედრობა჻ სიფიცხენი

801. ფრიდონგამომყვა჻ წავედით჻ ორთავე჻ ცრემლნი჻ ვღუარენით მუნ჻ ერთმანერთსა჻ ვაკოცეთ჻ ზახილით჻ გავიყარენით სრულად჻ ლაშქარნი჻ მტიროდეს჻ გულითა჻ მართლად჻ არ჻ ენით გაზრდილ ჻გამზრდელთა჻ გაყრასა჻ ჩუენ჻ თავნი჻ დავადარენით

802. ფრიდონისით჻ წამოსრულმან჻ წავე჻ ძებნად჻ კულა჻ ვიარე რომე჻ არა჻ არ჻ დამირჩა჻ ჴმელთა჻ ზედა჻ ზღუათა჻ გარე მაგრა჻ მისსა჻ მნახავსაცა჻ კაცსა჻ ვერას჻ შევეყარე გული჻ სრულად჻ გამიშმაგდა჻ თავი჻ მჴეცთა჻ დავადარე

803. ვჰთქვი჻ თუ჻ ჩემი჻ აღარაა჻ სიარული჻ ცუდი჻ ცურვა ნუთუ჻ მჴეცთა჻ სიახლემან჻ უკუმყაროს჻ გულსა჻ ურვა მონათა჻ და჻ ამა჻ ასმათს჻ სიტყვა჻ უთხარ჻ შვიდი჻ თუ჻ რვა ვიცი჻ რომე჻ დამირჯიხართ჻ დია჻ გმართებს჻ ჩემი჻ მდურვა

804. აწ჻ წადითო჻ მე჻ დამაგდეთ჻ ეტერენით჻ თავთა჻ თქვენთა ნუღარ჻ უჭურეტთ჻ ცრემლთა჻ ცხელთა჻ თუალთა჻ ჩემთათ჻ მონადენთა რა჻ ესენი჻ მოისმენნეს჻ საუბართა჻ ესოდენთა მითხრეს჻ ჰაი჻ ჰაი჻ რასა჻ ბრძანებთ჻ ნუ჻ მოასმენ჻ ყურთა჻ ჩუენთა

805. უშენოსა჻ ნუმცა჻ ვნახავთ჻ ნუ჻ პატრონსა჻ ნუ჻ უფალსა ნუთუ჻ ღმერთმან჻ არ჻ გაგუყარნეს჻ ცხენთა჻ თქუენთა჻ ნატერფალსა თქუენ჻ გიჭურეტდეთ჻ საჭურეტელსა჻ შუენიერსა჻ სატურფალსა თურე჻ ბედი჻ მოაღაფლებს჻ კაცსა჻ აგზომ჻ არღაფალსა

806. ვეღარ჻ გავგზავნენ჻ სიტყვანი჻ მესმნეს჻ მონათა჻ ჩემთანი მაგრა჻ დავყარენ჻ არენი჻ მე჻ კაცრიელთა჻ თემთანი სახლად჻ სამყოფნი჻ მიმაჩნდეს჻ თხათა჻ და჻ მათ჻ ირემთანი გავიჭერ჻ სრულად჻ დავტკეპნენ჻ ქვე჻ მინდორნი჻ და჻ ზე჻ მთანი

807. ესე჻ ქვაბნი჻ უკაცურნი჻ ვჰპოვენ჻ დევთა჻ შეეკაფნეს შემოვები჻ ამოვწყვიტენ჻ ყოლა჻ ვერას჻ ვერ჻ მეჴაფნეს მათ჻ მონანი჻ დამიჴოცნეს჻ ჯაჭვნი჻ ავად჻ მოექაფნეს საწუთრომან჻ დამაღრიჯა჻ ცქაფნი჻ მისნი჻ კვლა჻ მეცქაფნეს

808. დევნი჻ დაჴოცნა჻ ტარიელ჻ შექმნა჻ სისხლისა჻ მდენები ასმათ჻ ილოცავს჻ ღმერთს჻ წინა჻ გამარჯუებისა჻ მქენები ვით჻ მოჴდომია჻ შეკაზმა჻ ბევრი჻ ჴამს჻ ქებად჻ ენები მკლავისა჻ ძალით჻ დაჴოცნა჻ არ჻ შეჰყაროდა჻ სენები

809. დევთა჻ ყვირილი჻ ზახილი჻ ზეცამდის჻ აიწეოდა მათითა჻ ლახტის჻ ცემითა჻ ქუეყანა჻ შეირყეოდა მზე჻ დააბნელეს჻ მტუერითა჻ ალვის჻ შტო჻ შეირხეოდა ასნი჻ ერთკერძთა჻ მომიჴდეს჻ დავფრიწე჻ დაიხეოდა

810. პირველ჻ რაზმი჻ დავფრიწე჻ შევლეწე჻ ქუაბის჻ კარები დიდი჻ რამ჻ დევი჻ მომიჴდა჻ მას჻ ჴელთა჻ ჰქონდა჻ ფარები რქასა჻ ვსტაცე჻ დავითრივე჻ არ჻ მოვაჴმარე჻ მჴარები ხანჯლითა჻ გული჻ გაუპე჻ რუდ჻ დის჻ სისხლისა჻ ღუარები

811. დაღამდა჻ ომი჻ დასწყნარდა჻ გუმბათსა჻ დაჯდა჻ მთუარეო დაჴოცილითა჻ დევითა჻ აივსო჻ არემარეო გლახ჻ მე჻ და჻ ასმათ჻ მარტონი჻ გავჰყრიდით჻ ქვაბთა჻ გარეო ხელსა჻ მიმჭირდა჻ მას჻ აქათ჻ სულნი჻ ამომჴდენ჻ ბარეო

812. აჰა჻ ძმაო჻ მაშინდიდგან჻ აქა჻ ვარ჻ და჻ აქა჻ ვკუდები ხელი჻ მინდორს჻ გავიჭრები჻ ზოგჯერ჻ ვტირ჻ და჻ ზოგჯერ჻ ვბნდები ესე჻ ქალი჻ არ჻ დამაგდებს჻ არს჻ მისთუისვე჻ ცეცხლნადები ჩემად჻ ღონედ჻ სიკუდილისა჻ მეტსა჻ არას჻ არ჻ ვეცდები

813. რომე჻ ვეფხი჻ შვენიერი჻ სახედ჻ მისად჻ დამისახავს ამად჻ მიყვარს჻ ტყავი჻ მისი჻ კაბად჻ ჩემად჻ მომინახავს ესე჻ ქალი჻ შემიკერავს჻ ზოგჯერ჻ სულთქვამს჻ ზოგჯერ჻ ახავს რადგან჻ თავი჻ არ჻ მომიკლავს჻ ჴრმალი჻ ცუდად჻ მომიმახავს

814. მისსა჻ ვერ჻ იტყვის჻ ქებასა჻ ყოველი჻ ბრძენთა჻ ენები მას჻ დაკარგულსა჻ ვიგონებ჻ მე჻ სიცოცხლისა჻ მთმენები მას჻ აქათ჻ ვახლავ჻ ნადირთა჻ თავსა჻ მათებრვე჻ მჴსენები სხვად჻ არას჻ ვიაჯ჻ ღ~თისაგან჻ ვარ჻ სიკუდილისა჻ მქენები

815. აწ჻ ათია჻ წელიწადი჻ ჰინდოეთით჻ რა჻ წასრულა მის჻ მთუარისა჻ ჩემგან჻ პოვნა჻ ანუ჻ ნახუა჻ გარდასრულა აჰა჻ მიკვირს჻ ალმასისა჻ გული჻ გასძლებს჻ ამას჻ რულა჻ ყმამან჻ ჴელი჻ პირსა჻ იკრა჻ რა჻ ამბავნი჻ დაასრულა

816. პირსა჻ იცა჻ გაიხეთქა჻ ღაწვი჻ ვარდი჻ აახეწა ლალი჻ ქარვადგარდაიქცა჻ ბროლი჻ სრულად჻ დაილეწა ავთანდილსცა჻ ცრემლი჻ წასდის჻ წამწამთაგან჻ ერთსახე჻ წა მერე჻ ქალმან჻ დაადუმა჻ მუჴლმოყრილი჻ შეეხუეწა

817. ტარიელ჻ უთხრა჻ ავთანდილს჻ ასმათის჻ დად჻ სამებულმან შენ჻ ყველაკაი჻ გაამე჻ მე჻ ვერას჻ ვერ჻ ამებულმან გიამბე჻ ჩემი჻ ამბავი჻ სიცოცხლეგაარმებულმან აწ჻ წადი჻ ნახე჻ შენი჻ მზე჻ ნახუისა჻ მოჟამებულმან

818. ავთანდილ჻ უთხრამე჻ შენი჻ გაყრა჻ არ჻ მამეთმინების თუ჻ გაგეყრები჻ თუალთაგან჻ ცრემლიცა჻ დამედინების მართალსა჻ გითხრობ჻ ამისა჻ კადრება჻ ნუ჻ გეწყინების შენ჻ ვისთუის჻ ჰკუდები჻ მაგითა჻ მას჻ არა჻ არ჻ ელხინების