... (H-757), 1671 წ.

917. არ჻ გამიშვებს჻ გავიპარვი჻ წავალ჻ მათგან჻ შეუგებლად ვითა჻ მნუკევს჻ ეგრე჻ დავრთო჻ გული჻ ცეცხლსა჻ მოსადებლად ვიცი჻ ჩემთუის჻ არას჻ გიზამს჻ თუ჻ არ჻ უნდი჻ გასაძებლად თქუი჻ რა჻ გინდა჻ წაგეკიდოს჻ თავი჻ დადევ჻ საწამებლად

918. ვაზირმან჻ თქუა჻ შენი჻ ცეცხლი჻ მეცა჻ ცეცხლად჻ მომედების ვეღარ჻ უჭვრეტ჻ ცრემლთა჻ შენთა჻ სოფელიცა჻ გაქარდების ზოგი჻ თქუმა჻ სჯობს჻ არათქუმასა჻ ზოგი჻ თქუმითა჻ დაშავდების ვიტყვი჻ მოვჰკვდე჻ არა჻ გამა჻ ჩემი჻ მზეცა჻ თქუენ჻ მოგჴუდების

919. რა჻ ვაზირმან჻ ესე჻ უთხრა჻ ადგა჻ დარბაზს჻ გაემართა მეფე჻ დახუდა჻ შეკაზმული჻ პირი჻ მზეებრ჻ ეწაღმართა შეუშინდა჻ საწყენლისა჻ მოხსენება჻ ვერ჻ შემართა დაყრით჻ დგა჻ და჻ იგონებდა჻ არ჻ საქმეთა჻ საომართა

920. მეფემან჻ ნახა჻ ვაზირი჻ დაღრეჯით჻ დაყმუნვებული უბრძანა჻ რა჻ გჭირს჻ რა჻ იცი჻ რად჻ მოხუე჻ შეჭირვებული მან჻ ჰკადრა჻ არა჻ ვიციო჻ მართ჻ ვარ჻ თავისა჻ ვებული მართალ჻ ხართ჻ მომკლათ჻ რა჻ გესმათ჻ ამბავი჻ გაკუირვებული

921. ჩემი჻ ჭმუნვა჻ ჭირსა჻ ჩემსა჻ არცა჻ მეტს჻ და჻ არცა჻ დიდობს მეშინიან჻ თუცა჻ შიშსა჻ მოციქული჻ ვერ჻ დარიდობს აწ჻ ავთანდილ჻ გეთხოვების჻ მოაჯეობს჻ არ჻ წამკიდობს უმისყმისოდ჻ სოფელსა჻ და჻ საწუთროსა჻ მისთვის჻ ფლიდობს

922. რაცა჻ იცოდა჻ ყუელაი჻ ჰკადრა჻ მოშიშრად჻ ენითა კულა჻ მოახსენა჻ რამცა჻ სცნა჻ სიტყუითა჻ ესოდენითა თუ჻ რაგუარ჻ მყოფი჻ მინახავს჻ თუ჻ რაგუარ჻ ცრემლთა჻ დენითა მართალ჻ ხართ჻ თუმცა჻ რისხუანი჻ ჩემთუის჻ იანასდენითა

923. რა჻ მეფემან჻ მოისმინა჻ გაგულისდა჻ გაავცნობდა ფერი჻ ჰკრთა჻ და჻ გასაშიშრდა჻ შემხედველთა჻ შეაშთობდა შეუზახნა჻ რასთუის჻ შმაგობ჻ მაგას჻ სხვამცა჻ ვინ჻ მითხრობდა ავსა჻ კაცსა჻ ურჩევნია჻ ავსამცა჻ რას჻ ადრე჻ სცნობდა

924. ვითამც჻ რამე჻ სიხარული჻ საქმე჻ მითხარ჻ ვითა჻ ღადრად მაგის჻ მეტი჻ რა჻ ვინ჻ მიყოს჻ თუ჻ არ჻ მომკლას჻ მუხთლად჻ ღადრად შმაგო჻ ენა჻ ვით჻ იჴმარე჻ აწ჻ მაგისად჻ ჩემად჻ კადრად აგრე჻ შმაგი჻ არ჻ ვაზირად჻ არად჻ ვარგხარ჻ არცა჻ სხუად჻ რად

925. ჴამსა჻ კაცმან჻ პატრონისა჻ საწყინარსა჻ არ჻ დახედნეს ოდენ჻ სიტყვა჻ უმეცრული჻ უალაგოდ჻ დაიყბედნეს მე჻ მაგისად჻ მოსმენამდის჻ რად჻ არ჻ ყურნი჻ შემეჭედნეს შენ჻ თუ჻ მოგკლა჻ სისხლნი჻ შენნი჻ ჩემმან჻ ქედმან჻ მიიქედნეს

926. კულა჻ უბრძანა჻ თუმცა჻ მისგან჻ აწ჻ არ჻ იყავ჻ მოგზავნილი თავმან჻ ჩემმან჻ თავსა჻ მოგკუეთ჻ არად჻ უნდა჻ ამას჻ ცილი წა჻ უკუდეგ჻ ავი჻ შმაგი჻ უმეცარი჻ შლეგი჻ წბილი შაბაშ჻ სიტყვა჻ შაბაშ჻ კაცი჻ შაბაშ჻ საქმე჻ მისგან჻ ქმნილი

927. მეფე჻ სკამს჻ ესვრის჻ ვაზირსა჻ კედელსა჻ შეალეწებსა ნებით჻ არ჻ უშვებს჻ ავთანდილს჻ იგ჻ მისსა჻ შენახვეწელსა შეუთულის჻ თუღა჻ მეტყვიო჻ თეთრსა჻ დავიგლეჯ჻ მე჻ წვერსა ვერვინ჻ შეიპყრობს჻ ავთანდილს჻ გაპარვით჻ გარდახვეწელსა

928. დადრკა჻ სკამნი჻ შემოსტყორცნა჻ ჰკრნა჻ კედელსა჻ შეალეწნა დააცდუნვა჻ მაგრა჻ მისთუის჻ აალმასნა჻ არ჻ აძეწნა ვით჻ მიანბე჻ წასულა჻ მისი჻ ვინ჻ ალვისა჻ მორჩი჻ ხე჻ წნა ვაზირისა჻ ცრემლმან჻ ცხელმან჻ ღაწუნი჻ თეთრნი჻ აახეწნა

929. ვაზირმან჻ გლახ჻ გამორიდნა჻ მართ჻ ვეღარას჻ ვერ჻ იწრწინვებს გამოძრწა჻ და჻ გამომელდა჻ გულსა჻ წყლულსა჻ მოიმტკივნებს შეის჻ ხასობს჻ გაის჻ ქუშობს჻ ენა჻ ასრე჻ მოაყივნებს მტერი჻ მტერსა჻ ვერას჻ ავნებს჻ რომე჻ კაცი჻ თავსა჻ ივნებს

930. თქუაცოდვათა჻ ჩემთა჻ მსგავსი჻ ღმერთმან჻ მეტი჻ რა჻ მიჩუენოს რად჻ მოვღორდი჻ რად჻ დავბნელდი჻ ნეტარ჻ ვინღა჻ გამითენოს ვინცა჻ სხუარა჻ კადნიერად჻ პატრონსა჻ რა჻ მოახსენოს ჩემნი჻ დღენი჻ მასმცა჻ ადგან჻ რაძი჻ ვითა჻ გაისვენოს

931. ვაზირი჻ გაწბილებული჻ მივა჻ ბედითა჻ შავითა ავთანდილს჻ უთხრა჻ დაღრეჯით჻ პირითა჻ გამქუშავითა მადლი჻ რა჻ გკადრო჻ აწ჻ თქუენგან჻ გავხასდი჻ მე჻ მაშა჻ ვითა ვაი჻ კარგი჻ თავი჻ უებრო჻ დავკარგე჻ დავაშავითა

932. ქრთამსა჻ სთხოვს჻ და჻ ამხანაგობს჻ თუცა჻ ცრემლსა჻ ვერ჻ იწურვებს მიკვირს჻ რად჻ სცალს჻ წყლიანობად჻ რად჻ არ჻ გულსა჻ შეიურვებს჻ ვინ჻ არ჻ მისცეს჻ ქადებულსა჻ მოურავსა჻ მოიმდურვებს჻ თქმულა჻ ქრთამი჻ საურავსა჻ ჯოჯოხეთსცა჻ დაიურვებს

933. ვით჻ გამჴადა჻ რა჻ მიბრძანა჻ არ჻ ეგების჻ ჩემგან჻ თხრობა რა჻ სიავე჻ რა჻ სირეგუნე჻ რა჻ შლუობა჻ რა჻ შმაგობა მე჻ თუით჻ კაცად჻ აღარ჻ ვარგ჻ ვარ჻ აღარა჻ მიც჻ თავსა჻ ცნობა ესე჻ მიკვირს჻ რად჻ არ჻ მამკლა჻ მისცა჻ თურე჻ ღმერთმან჻ თმობა

934. მეცა჻ ვიცოდი჻ რაცა჻ ვქენ჻ ცთომით჻ არ჻ წამკიდებია ვიაზრე჻ გამიწყრებოდა჻ ჭმუნვა჻ მით჻ გამდიდებია განგებით჻ ქნილსა჻ რისხუასა჻ ვერავინ჻ დარიდებია შენთუის჻ სიკუდილი჻ ლხინად჻ მიჩს჻ ჭირი჻ არ჻ გამცუდებია

935. ყმამან჻ უთხრა჻ შენთვის჻ წყრომა჻ მემცა჻ განა჻ დამიმძიმდა მაგრა჻ ქრთამი჻ რადღა჻ გმართებს჻ გაიცინნა჻ გაცაღიმდა შენ჻ ადამი჻ გაგიმეშდა჻ ართუ჻ მეში჻ გიადიმდა რა჻ აქიმი჻ დასნეულდეს჻ ვისთუის჻ ვინმცა჻ გააქიმდა

936. მოახსენა჻ კვლა჻ ვაზირმან჻ მე჻ რა჻ გინდა჻ წამეკიდოს მოიწყრომებს჻ შეცამინდობსნუთუ჻ გული჻ გაიწმინდოს შენ჻ რასა჻ იქ჻ ესე჻ მოთხარ჻ ჩემი჻ ჭმუნვა჻ გაიდიდოს ჴამსცა჻ კაცმან჻ სასიკვდინოდ჻ თავსა჻ არა჻ არ჻ დარიდოს