... (H-757), 1671 წ.

742. ხეთა჻ ძირსა჻ მივიძინე჻ მათ჻ მონათა჻ ჭამეს჻ პური მერმე჻ ავდეგ჻ სევდიანი჻ მიღამებდა჻ გულსა჻ მური ვერა჻ მეცნა჻ ეგზომ჻ გრძელად჻ ვერ჻ ჭორი჻ ვერ჻ დასტური ველთა჻ ცრემლი჻ ასოვლებდა჻ თუალთა჻ ჩემთა჻ მონაწური

743. ზახილი჻ მესმა჻ შევხედენ჻ მოყმე჻ ამაყად჻ ყიოდა შემოირბევდა჻ ზღუის჻ პირპირ჻ მას჻ თურმე჻ წყლული჻ სტკიოდა ჴრმლისა჻ ნატეხი჻ დასურილი჻ აქვს჻ სისხლი჻ ჩამოსდიოდა მტერთა჻ ექადდა჻ წყრებოდა჻ იგინებოდა჻ ჩიოდა

744. ფრიდონ჻ მოყმე჻ დაკოდილი჻ შავს჻ ზის჻ მოვა჻ ზღუაზღუა჻ ცურვით ჴელთ჻ ჴრმალი჻ აქვს჻ გატეხილი჻ ბიძაძეთა჻ მწყრომი჻ მდურვით მას჻ ისრები჻ ზედ჻ ასვია჻ სისხლი჻ ღუარად჻ არ჻ მოწურვით მოჴდომია჻ მას჻ ლომგულსა჻ იგ჻ დოლბანი჻ მრუდად჻ ბურვით

745. ზედა჻ ჯდა჻ შავსა჻ ტაიჭსა჻ ესე჻ აწ჻ მე჻ მითქს჻ რომელი მართ჻ ვითა჻ ქარი჻ მოქროდა჻ გაფიცხებული჻ მწყრომელი მონა჻ მივსწივე჻ მისისა჻ შეყრისა჻ ვიყავუ჻ მნდომელი შევსთუალე჻ დადეგ჻ მიჩუენე჻ ლომსა჻ ვინ჻ გაწყენს჻ რომელი

746. აქ჻ ტარიელ჻ შეეყრების჻ მიეგებვის჻ ზღუისა჻ პირსა უცხო჻ უცხოს჻ შეემცნების჻ ამოართუამს჻ ისრის჻ პირსა მას჻ უამბობს჻ ღალატსა჻ და჻ იგ჻ მტერთაგან჻ წანაკიდსა ჰკითხავს჻ ვინ჻ ხარ჻ ლომო჻ გმირო჻ პირი჻ გიგავს჻ მზისა჻ პირსა

747. მას჻ მონასა჻ არა჻ უთხრა჻ არცა჻ სიტყუა჻ მოუსმინა ფიცხლად჻ შევჯე჻ ჩავეგებე჻ მე჻ ჩაუსწარ჻ ჩავე჻ წინა უთხარ჻ დადეგ჻ გამიგონე჻ შენი჻ საქმე჻ მეცა჻ მინა შემომხედნა჻ მოვეწონე჻ სიარული჻ დაითმინა

748. გამიცადა჻ ღმერთსა჻ ჰკადრა჻ შენ჻ ასეთნი჻ ხენი჻ ვით჻ ხენ მერმე჻ მითხრა჻ მოგახსენებ჻ აწ჻ სიტყუანი჻ რომე჻ მკითხენ იგი჻ მტერნი჻ გამილომდეს჻ აქამდისცა჻ რომე჻ ვითხენ უკაზმავსა჻ მიღალატეს჻ საჭურველნი჻ ასრე჻ ვითხენ

749. მე჻ უთხარ჻ დადეგ჻ დაწყნარდი჻ გარდავჴდეთ჻ ძირსა჻ ხეთასა არ჻ შეუდრკების჻ ჭაბუკი჻ კარგი჻ მახუილთა჻ კუეთასა თანა჻ წამომყვა჻ წავედით჻ უტკბოსი჻ მამაძეთასა მე჻ გავეკუირვე჻ ჭურეტასა჻ მის჻ ყმისა჻ სინაზეთასა

750. ერთი჻ მონა჻ დასტაქარი჻ მყუა჻ და჻ წყლულნი჻ შეუხუივნა ისრის჻ პირნი჻ ამოუხუნა჻ დაკოდილნი჻ არ჻ ატკივნა მერე჻ ვჰკითხე჻ ვინ჻ ხარ჻ ანუ჻ მკლავმან჻ შენმან჻ ვისგან჻ ივნა საამბობლად჻ დამირიგდა჻ თავი჻ მისი჻ გაამჩივნა

751. პირველ჻ მითხრა჻ არა჻ ვიცი჻ რა჻ ხარ჻ ანუ჻ რას჻ გამსგავსო ანუ჻ ეგრე჻ რამ჻ დაგლია჻ ანუ჻ პირველ჻ რამ჻ გაგავსო რამან჻ შეგქმნა჻ მოყუითანოდ჻ ვარდგიშერი჻ რომე჻ ჰრგავსო ღმერთმან჻ მისგან჻ ანთებული჻ სანთელიმცა჻ რად჻ დაგავსო

752. მულღაზანზარის჻ ქალაქი჻ ახლოს჻ მე჻ მაქუსო჻ რომელი ნურადინფრიდონ჻ სახელი჻ მეფე჻ ვარ჻ მუნა჻ მჯდომელი ესე჻ საზღუარი჻ ჩემია჻ სადა჻ ხარ჻ გარდამჴდომელი ცოტა჻ მაქვს჻ მაგრა჻ ყოველგნით჻ სიკეთემიუთხრობელი

753. მამის჻ ძმა჻ და჻ მამაჩემი჻ პაპმან჻ ჩემმან჻ გაყვნა჻ ოდეს ზღუასა჻ შიგან჻ კუნძულია჻ ჩემად჻ წილად჻ მას჻ იტყოდეს თუით჻ ბიძასა჻ ჩემსა჻ მიხუდა჻ ვისთა჻ შვილთა჻ აწ჻ დამკოდეს მათკე჻ დარჩა჻ სანადიროარ჻ მივსცემდი჻ მამერჩოდეს

754. დღეს჻ გამოველ჻ ნადირობას჻ ზღუისა჻ პირსა჻ ვინადირე მუნა჻ გასვლა჻ მომდომოდა჻ მით჻ მრეკალი჻ არ჻ ვაჴშირე სპათა჻ უთხარ჻ მომიცადეთ჻ მოვიდოდე჻ მეცა჻ ვირე ხუთთა჻ ოდენ჻ ბაზიერთა჻ მეტი჻ არა჻ დავიჭირე

755. ნავითა჻ გავე჻ ზღუისაგან჻ შტო჻ რამე჻ გამოვიდოდა არ჻ ამოვჰკრეფდი჻ გამყოფთა჻ ვთქუი჻ ჩემთა჻ რად჻ დავრიდო჻ და დამეძაბუნნეს჻ სიმრავლე჻ მე჻ მათი჻ არ჻ გამვიდოდა ვნადირობდი჻ და჻ ვიზახდი჻ ჴმა჻ ჩემი჻ არ჻ უდიოდა

756. მართლად჻ იჯავრეს჻ წუნობა჻ მათი჻ თუ჻ ესე჻ ჴმდა჻ ვითა გამომაპარნეს჻ ლაშქარნი჻ გზანი჻ შემიკრეს჻ ნავითა თვით჻ ბიძასძენი჻ ჩემნიცა჻ შესხდეს჻ მათითა჻ თავითა ჩემთა჻ გაუჴდეს჻ ლაშქართა჻ ომად჻ მათითა჻ მკლავითა

757. მათი჻ მესმა჻ დავინახე჻ ზახილი჻ და჻ ჴრმალთა჻ ელვა ნავი჻ ვსთხოვე჻ მენავეთა჻ მით჻ ვიყივლე჻ მე჻ ერთხელ჻ ვა ზღუასა჻ შეველ჻ მომეგება჻ მეომარი჻ ვითა჻ ღელვა სწადდა჻ მაგრა჻ ვეღარა჻ ქნეს჻ ჩემი჻ ზედა჻ წამოკელვა

758. კვლა჻ სხუანი჻ დიდნი჻ ლაშქარნი჻ უკანა჻ მომეწეოდეს იქით჻ და჻ აქათ჻ მომიჴდეს჻ ერთგნით჻ ვერ჻ მომერეოდეს არ჻ მომწურვოდეს჻ წინანი჻ ზურგით჻ მესროდეს჻ მე჻ ოდეს ჴრმალსა჻ მივენდევ჻ გამიტყდა჻ ისარნი჻ დამელეოდეს

759. მომეჯარნეს჻ ვეღარა჻ ვქენ჻ ნავით჻ ცხენი჻ გარდვიხლტუნვე ზღუა჻ ზღუა჻ ცურვით჻ წამოუველ჻ ჩემი჻ მჭურეტი჻ გავაცბუნვე თანა჻ მყოლი჻ ყველაკანი჻ დამიხოცნეს჻ დარჩა჻ მუნვე ვინმცა჻ მდევდა჻ ვერ჻ შემამხუდა჻ მიუბრუნდი჻ მივაბრუნვე

760. აწ჻ იგი჻ იქნას჻ რაღაცა჻ ენებოს჻ ღმრთისა჻ წადილსა ვეჭუ჻ ჩემი჻ სისხლი჻ არ჻ შერჩეს჻ ძალი჻ შესწევდეს჻ ქადილსა ოჴრად჻ გაუჴდი჻ ყოფასა჻ მათ჻ საღამოსა჻ და჻ დილსა უჴმობ჻ ყვავთა჻ და჻ ყორანთა჻ მათ჻ ზედა჻ ვაქნევ჻ ხადილსა

761. ამა჻ ყმამან჻ შემიკვეთა჻ გული჻ მისკე჻ მიმიბრუნდა მოვახსენე჻ აჩქარება჻ შენი჻ ყოლა჻ არად჻ უნდა მეცა჻ თანა჻ წამოგყვები჻ დაიჴოცნენ჻ იგი჻ მუნ჻ და ჩუენ჻ ორთავე჻ მეომარი჻ განაღამცა჻ შეგუიძრწუნდა