... (H-599), 1646 წ.

813. არას: გარგებს: სიმძიმილი: უსარგებლო: ცრემლთა: დენა: არ: გარდავა: გარდუვალად: მომავალი: საქმე: ზენა: წესი: არის: მამაცთაგან: მოჭირვება: ჭირთა: თმენა: არვის: ძალუცს: ხორციელსა: განგებისა: გარდავლენა:

814. რაცა: ღმერთსა: გაუგია: თავსა: ჩემსა: გარდასავლად: გარდამხდეს: და: შემოვიქცე: აღარ: დამრჩეს: გული: ავლად: თქვენვე: გნახე: მხიარულნი: დიდებით: და: დავლამრავლად: მას: რა: ვარგო: დიდებად: კმა: ესე: ჩემად: დავლად:

815. მეფეო: ესე: თათბირი: მომკალ: ვინ: დამიწუნოსა: მეფეო: ნუთუ: წასვლამან: თქუენ: ჩემმან: დაგაჭმუნოსა: ვერ: ვეცრუები: ვერ: უზამ: საქმესა: საძაბუნოსა: პირისპირ: მარცხვენს: ორნივე: მივალთ: მას: საუკუნოსა:

816. არ: დავიწყება: მოყვრისა: აროდეს: გვიზამს: ზიანსა: ვგმობ: კაცსა: უაუგოსა: ცრუსა: და: ღალატიანსა: ვერ: ვეცრუები: ვერ: ვუზამ: მას: ხელმწიფესა: მზიანსა: რა: უარია: მამაცსა: სულდიდსა: წასლვა: გვიანსა:

817. რა: უარეა: მამაცსა: ომშიგან: პირის: მხმეჭელსა: შედრეკილსა: შეშინებულსა: და: სიკვდილისა: მეჭუელსა: კაცი: ჯაბანი: რათა: სჯობს: დიაცსა: ქსლისა: მბეჭველსა: სჯობს: სახელისა: მოხვეჭა: ყოველსა: მოსახვეჭელსა:

818. ვერ: დაიჭირავს: სიკვდილსა: გზა: ვიწრო: ვერცა: კლდოვანი: მისგან: გასწორდეს: ყოველნი: სუსტი: და: ძალგულოვანი: ბოლოდ: შეჰყარნა: მიწამან: ერთგან: მოყმე: და: მხცოანი: სჯობს: სიცოცხლესა: ნაზრახსა: სიკვდილი: სახელოვანი:

819. მერმე: ვიშიშუი: მეფეო: თქვენად: კადრებად: ამისად: სცდების: და: სცდების: სიკვდილსა: ვინ: არ: მოელის: წამისად: მოვა: შემყრელი: ყოველთა: ერთად: დღისა: და: ღამისად: თუ: ვერა: გნახე: ცოცხალმან: სიცოცხლე: მქონდა: ჟამისად:

820. თუ: საწუთრომან: დამამხოს: ყოველთა: დამამხობელმან: ღარიბი: მოვკვდე: ღარიბად: ვერ: დამიტიროს: მშობელმან: ვეღარ: შემსუდრონ: დაზრდილთა: და: ვერცა: მისანდობელმან: მუნ: შემიწყალოს: თქვენმავე: გულმან: მოწყალე: მლმობელმან:

821. მაქუს: საქონელი: ურიცხვი: ვერვისგან: ანაწონები: მიეც: საჭურჭლე: გლახაკთა: ათავისუფლე: მონები: შენ: დაამდიდრე: ობოლი: ყოველი: არას: მქონები: მიღწვიან: მომიგონებენ: დამლოცვენ: მოვეგონები:

822. ღმერთსა: მვედრებდა: მრავალი: გლოვისა: გულმხურვალები: დამხსნას: ხორცთა: და: სოფელსა: ნუმცა: რად: შევიცვალები: კულა: ცეცხლი: ჯოჯოხეთისა: ნუმცა: მწვავს: იგი: ალები მომცეს: მკვიდრივე: მამული: მუნ: ჩემი: სასურვალები:

823. დამხსნას: ბნელი: და: ნათელი: შემმოსოს: ზესთა: ზენისა: მუნ: დამაუნჯოს: წამალი: სადა: ძეს: სულთა: ლხენისა: ჩემი: არ: ჰქონდეს: შეძლება: სოფლისა: მღილთა: კბენისა: ფრთენი: მომესხნენ: და: ძალი: მომეცეს: აღმაფრენისა:

824. რაცა: თქვენთვინ: არ: ვარგიყოს: საჭურჭლესა: დასადებლად: მიეც: ზოგი: ხანაგათა: ზოგი: ხიდთა: ასაგებლად: ნურა: ნუ: გშურს: საქონელი: ჩემი: ჩემთვის: წასაგებლად: შენგან: კიდევ: არვინ: მივის: ცეცხლთა: ჩემთა: დამავსებლად:

825. ამას: იქით: ჩემგან: ჩემი: ამბავიცა: არ: გეცნევის: ამად: გვედრებ: სულსა: ჩემსა: წიგნი: გკადრებსარ: გეთნევის: არას: მარგებს: ეშმაკისა: საქმეთაგან: დაეძლევის: შემინდევ: და: შემივედრე: მკვდარსა: რაღა: გარდმხდევის:

826. გვედრებ: მეფეო: შერმადინს: მონასა: ჩემსა: რჩეულსა ნაკად: აქვს: ჭირი: სამისოდ: ამ: წელიწადსა: წლეულსა ნუგეშინისეც: წყალობით: ჩემგან: წყალობა: ჩვეულსა: ნუ: დაადინებ: თვალთაგან: ცრემლსა: სისხლითა: ფრქვეულსა:

827. გასრულდა: ჩემი: ანდერძი: ჩემგან: ნაწერი: ხელითა: ნუ: სჭმუნავთ: ჩემთვის: მეფენი: ნუ: ხართ: მოსილნი: ბნელითა: აჰა: გამზრდელო: მოგშორდი: წაველ: გულითა: ხელითა: სუფევით: ხარმცა: თავითა: მტერთაგან: საკრძალველითა:

828. მისცა: ანდერძი: შერმადინს: რა: გაათავა: წერითა: უთხრა: ჰკადრეო: მეფესა: საქმითა: მეცნიერითა: შენ: დაგამეტებს: ვერავინ: სამსახურითა: ვერითა: მოეხვია: და: ატირდა: ცრემლითა: სისხლთა: ფერითა:

829. ყმა: შეეკაზმა: წასავლად: ცრემლითა: მოერწყო: ველი: მზე: წავიდოდა: დაეცა: არაბეთს: ბინდი: ყოველი: ხამს: შეპოვნება: მაღლისა: ვინცა: არს: ჭირსა: მოველი: მიზგითას: მივა: ღ~თისაგან: გამარჯვებისა: მთხოველი:

აქა ლოცვა ავთანდილისაგან მაგზითას წასვლისა:

830. ილოცავს: იტყვის: მაღალო: ღმერთო: ცათა: და: ხმელთა: უცნაურო: და: უთქმელო: უფალო: უფლებათაო: ზოგჯერ: მომცემო: პატიჟთა: ზოგჯერ: კეთილთა: მზათაო: მომეც: ძალი: და: დათმობა: გულითა: მონაცემთაო:

831. ღმერთო: ღმერთო: გეაჯები: რომელი: ფლობ: ქვენათ: ზესა: შენ: დაბადე: მიჯნურობა: შენ: აწესებ: მისსა: წესსა: მე: სოფელმან: მომაშორვა: უკეთესსა: ჩემსსა: მზესა: ნუ: აღმოფხვრი: სიყვარულსა: მისგან: ჩემთვის: დანათესსა: