... (H-599), 1646 წ.

947. ამოა: რომე: კაცი: კაცს: ამოსა: ეუბნებოდეს: მან: გაუგონოს: რაცა: თქვას: არ: ცუდად: წაუხდებოდეს: ცოტად: ეგრეცა: დაუვსებს: ცეცხლი: რაზომცა: სდებოდეს: დიდი: ლხინია: ჭირთა: თქმა: თუ: კაცსა: მოუხდებოდეს:

948. მას: ღამესა: ერთგან: იყვნეს: იგი: ლომნი: იგი: გმირნი: იუბნეს: და: გააცხადნეს: თავ: თავისად: მათნი: ჭირნი: რა: გათენდა: კვლა: დაიწყეს: საუბარნი: სიტყვა: ხშირნი: ერთმანეთსა: გაუგონნეს: ფიცნი: პირველ: დანაპირნი:

949. ტარიელ: ეტყვის: რად: უნდა: სიტყვისა: თქმა: მრავალისა: რაცა: შენ: ჩემთვის: გიქნია: ღმერთი: მზღველია: ვალისა: კმა: ზენაარი: ზენარად: არ: ნაქმარია: მთრვალისა: არ: დავიწყება: მოყვრობა: მოყვრისა: წარმავალისა:

950. აწ: შემიხვეწე: ნუ: დამწვავ: კვლა: წვითა: უცხელესითა: მე: რომე: ცეცხლი: მედების: არ: ნაგზებია: კვესითა: ვერ: დაშრეტ: შენცა: დაიწვი: სოფლისა: ქნისა: წესითა: წადი: მიბრუნდი: შეიქეც: მუნითვე: შენი: მზე: სით: ა:

951. ვინ: დამბადა: განკურნება: ჩემი: უჩანს: მასცა: ძნელად: ვისცა: გესმის: გაიგონეთ: მით: გაჭრილვარ: ხელი: ველად: რაცა: მართებს: გონიერთა: ერთხელ: ვიყავ: მეცა: მქმნელად: აწ: ნობათი: ხელობისა: მომხვდომია: მით: ვარ: ხელად:

952. ავთანდილ: ეტყვის: რა: გითხრა: პასუხი: მაგა: თქმულისა: შენვე: სთქვი: ეგე: ა: სიტყვა: კაცისა: ბრძნად: სწავლულისა: ღმერთსამცა: ვით: არ: შეეძლო: კვლა: განკურნება: წყლულისა: იგია: მზრდელი: ყოვლისა: დათესულ: დანერგულისა:

953. ღმერთსამცა: ესე: რად: ექნა: ეგეთნი: დაებადენით: აღარ: შეგყარნა: გაგყარნა: თვალნი: ცრემლთა: დადენით: სდევს: ფათერაკი: მიჯნურსა: გასჭვრიტდით: გაიცადენით: თქვენ: ერთმანერთი: არ: მიხვდეთ: მე: სულნი: ამომხადენით:

954. ნეტარ: მამაცი: სხვა: რაა: არ: გასძლოს: რაცა: ჭირია: ჭირსა: გადრეკა: რად: უნდა: რა: სასაუბრო: პირია: ნუ: გეშის: ღმერთი: უხვია: თუცა: სოფელი: ძვირია: რასცა: მიწვრთიხარ: იწვართე: გკადრო: უწვრთელი: ვირია:

955. თუ: რა: გესმის: გაიგონე: ესე: კმარის: სწავლა: სწავლად: ჩემსა: მზესა: დავეთხოვე: თქვენს: წინაშე: წამოსავლად: მოვახსენე: რადგან: ჩემი: შეუქმნია: გული: ავლად: არას: ვარგებ: არ: დავდგები: სხვად: ვიუბნო: რაღა: მრავლად:

956. მან: მიბრძანა: მადლიერ: ვარ: კარგად: ხარ: და: მამაცურად: შენგან: მისსა: გავლენასა: მე: დავიჩენ: სამსახურად: მისის: კითხვით: წამოსრულვარ: არ: მთვრალურად: არ: მახმურად: აწ: შევიქცე: რა: უამბო: რად: მოხველო: ჯაბან: ხრდლურად:

957. მაგ: საუბარსა: ესე: სჯობს: ისმინე: ჩემი: თხრობილი: მქნელი: საქმისა: ძნელისა: კაციმცა: იყო: ცნობილი: ვერას: ვერ: იქს: ნაყოფსა: ვარდი: უმზეოდ: ჭკნობილი: შენ: ვერას: ირგებ: მე: გარგებ: ძმა: ძმისა: უნდა: ძმობილი:

958. სადაცა: გწადდეს: მუნ: იყავ: მითვე: წესითა: მაგითა: გწადდეს: გულითა: ბრძენითა: გწადდეს: ცნობითა: შმაგითა: მაგა: ქცევითა: ტურფითა: ანაგებითა: ნაგითა: ოდენ: გამაგრდი: არ: მოკვდე: არ: დასდნე: ცეცხლთა: დაგითა:

959. ამის: მეტსა: არას: გნუკევ: წელიწადსა: ერთსა: მსგეფსა: აქა: ქვაბსა: მომნახვიდე: მე: ამბავთა: ყოვლგნით: მკრეფსა: ამა: ჟამსა: ნიშნად: მოგცემ: დროსა: ამას: ვარდ: იეფსა: ვარდთა: ნახვა: გაგაკრთობდეს: მართ: ვითამცა: ძაღლი: ყეფსა:

960. ვირ: ვარდი: იყოს: და: მზეს: ჯდეს: კირჩხიბსა: და: სატოტანსა: ამავ: ქვაბსვე: მომნახევდი: მოარებდი: ლომო: ტანსა: ვერას: ვპოვებ: ეგრე: მოვალ: თუ: რას: ვპოებ: მოსატანსა: უაქაოდ: არ: დავდგები: ერანს: ვარ: თუ: ზავარსტანსა:

961. ამა: დროსა: გარდავსცილდე: აქა: ქვაბსა: არ: მოვიდე: ცან: ცოცხალი: არ: თურე: ვარ: უღონიოდ: მოვკვე: კიდე: ეს: ამისად: ნიშნად: კმარის: შენ: თუ: ჩემთვის: ცრემლსა: ღვრიდე: მაშინ: გწადდეს: იხარებდი: გწადდეს: ჭმუნვა: გაადიდე:

962. აწ: რაცა: გკადრე: ამისთვის: ნუთუ: შენ: იყო: მჭმუნავი: მოგშორდები: და: არ: ვიცი: თუ: ცხენი: დამცემს: თუ: ნავი: არ: თქმა: არ: ვარგა: ამისი: არ: პირუტყვი: ვარ: მჩმუნავი: არ: ვიცი: ღმერთი: რას: მიზამს: ანუ: ცა: მიწყივ: მბუნავი:

963. მან: უბრძანა: აღარ: გაწყენ: არცა: სიტყვა: გამეტადდეს: არ: მომისმენ: რაზომიცა: საუბარი: მიდიადდეს: თუ: არ: მოგყვეს: საყვარელი: შენ: მას: მიჰყევ: რაცა: უნდეს: ბოლოდ: ყოვლი: დამალული: საქმე: ცხადად: გამოცხადდეს:

964. რა: დაიჯერო: მაშინ: სცნა: ჩემთა: საქმეთა: ძნელობა: ჩემთვის: ყველაი: სწორია: გაჭრა: და: გაუჭრელობა: შენ: რაცა: გითქვამს: მაგას: ვიქ: მრჯის: რაზომ: გინდა: ხელობა: უშენოდ: მომხვდეს: რაღა: ვქნა: არ: დია: დღეთა: გრძელობა:

965. საუბარი: გარდასწყვიტეს: დააპირეს: ესე: პირი: ცხენსა: შესხდეს: მოიარეს: თვითო: მოკლეს: ველს: ნადირი: შემოიქცეს: აატირეს: გული: კვლაცა: ანატირი: ხვალ: გაყრისა: გონებამან: სხვა: მიმატა: ჭირსა: ჭირი:

966. ლექსთა: მკითხველო: თქვენიმცა: თვალი: ცრემლისა: მღვრელია: გულმან: გლახ: რა: ქნას: უგულოდ: თუ: გული: გულსა: ელია: მოშორვება: და: მოყვრისა: გაყრა: კაცისა: მკვლელია: ვინცა: არ: იცის: არ: ესმის: ესე: დღე: რაგვარ: ძნელია: